რანავალუნა I
რანავალუნა I | |
---|---|
Ranavalona I | |
იმერინის დედოფალი | |
კორონაცია: | 2 ივნისი, 1829 |
მმართ. დასაწყისი: | 11 აგვისტო, 1828 |
მმართ. დასასრული: | 16 აგვისტო, 1861 |
წინამორბედი: | რადამა I |
მემკვიდრე: | რადამა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1778 |
დაბ. ადგილი: | ამბატომანოიანა |
გარდ. თარიღი: | 16 აგვისტო, 1861 (83 წლის) |
გარდ. ადგილი: | რუვა, ანტანანარივუ |
მეუღლე: |
რადამა I რაინიჰარო რაინიჯოჰარი |
შვილები: | რადამა II |
მამა: | ანდრიანცალამანჯაკა (იგივე ანდრიანავალონცალამა) |
დედა: | რაბოდონანდრიანტომპო |
რანავალუნა I (დაბადებისას რაბოდოანდრიანამპოინიმერინა; დ. 1778 — გ. 16 აგვისტო, 1861) აგრეთვე ცნობილი როგორც რამავო და რანავალო-მანჯაკა I — იმერინის სამეფოს დედოფალი 1828-1861 წლებში. მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მისი ახალგაზრდა ქმარი, რადამა I, რანავალუნა გახდა დედოფალი და დაიწყო იზოლაციონიზმისა და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების შესუსტების პოლიტიკის გატარება. მოიგერია ფრანგების შემოტევა სანაპირო ქალაქ ფულპოინტეზე და ენერგიულად მიჰყო ხელი რადამა I-ის ინიცირებული და ლონდონის მისიონერული საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული ქრისტიანული მოძრაობის საკითხის ჩაგდებას.
რანავალუნას მმართველობისას ბრიტანეთსა და საფრანგეთს მადაგასკარის მიმართ პოლიტიკური ინტერესები არ განელებიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დედოფლის პოლიტიკას მრავალ საკითხში არ ეთანხმებოდა მისი ვაჟი და მემკვიდრე რადამა II, ის ცდილობდა ევროპასთან კავშირის შენარჩუნებას, რისი მაგალითიცაა 1855 წელს მის მიერ დადებული ლამბერტის ქარტია, რომელიც ფრანგებს მადაგასკარის რესურსების ექსპლუატაციის უფლებას აძლევდა, თუმცა რადამამ 1861 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ასვლამდე საკუთარი გეგმების შესასრულებლად არსებითი ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახერხა.
მისი თანამედროვე ევროპელები ძირითადად გმობდნენ რანავალუნას მმართველობას. დედოფალს ახასიათებდნენ, როგორც საუკეთესო შემთხვევაში ტირანს, ხოლო უარეს შემთხვევაში გიჟს. ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება ლიტერატურაში შენარჩუნდა 1970-იან წლებამდე. ბოლო აკადემიური კვლევა ხაზს უსვამს რანავალუნას ქმედებებს, როგორც იმპერიის გაფართოებისა და მისი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ევროპული კულტურული და პოლიტიკური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Académie malgache. Collection de documents concernant Madagascar et les pays voisins, Volume 4, Part 4 (French). Antananarivo: Imprimerie Moderne de l'Emyrne.
- Ade Ajayi, Jacob Festus (1989). Africa in the Nineteenth Century until the 1880s. Paris: UNESCO. ISBN 978-0-520-03917-9.
- Andrew, David; Blond, Becca; Parkinson, Tom; Anderson, Aaron (2008) Lonely Planet Madagascar & Comoros. London: Lonely Planet. ISBN 978-1-74104-608-3.
- Bloch, Maurice (1986). From blessing to violence: history and ideology in the circumcision ritual of the Merina of Madagascar. Cambridge, UK: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-31404-6.
- Campbell, Gwyn (2012). David Griffiths and the Missionary "History of Madagascar". Leiden, The Netherlands: Brill. ISBN 978-90-04-20980-0.
- Cole, Jennifer (2001). Forget Colonialism?: Sacrifice and the Art of Memory in Madagascar. Berkeley, CA: University of California Press. ISBN 978-0-520-92682-0.
- Ellis, William (1838). Volume 2 of History of Madagascar: Comprising Also the Progress of the Christian Mission Established in 1818. London: Fisher, Son & Co.
- Ellis, William (1870). The Martyr Church. London: J. Snow.
- Freeman, Joseph John; Johns, David (1840) A narrative of the persecution of the Christians in Madagascar: with details of the escape of six Christian refugees now in England. Berlin: J. Snow. ციტირების თარიღი: February 5, 2011.
- Frémigacci, Jean (1999). Histoire d'Afrique (French). Paris: Editions Karthala, გვ. 421–444. ISBN 978-2-86537-904-0.
- Koschorko, Klaus; Ludwig, Frieder; Delgado, Mariano (2007) A history of Christianity in Asia, Africa and Latin America, 1450–1990. Cambridge, U.K.: Wm. B. Eerdmans Publishing Co.. ISBN 978-0-8028-2889-7.
- Laidler, Keith (2005). Female Caligula: Ranavalona, the Mad Queen of Madagascar. London: John Wiley & Sons. ISBN 978-0-470-02226-9.
- (1898) Colonie de Madagascar: Notes, reconnaissances et explorations (French). Imprimerie Officielle de Tananarive.
- MacDonald Fraser, George (1977). Flashman's Lady. London: Collins. ISBN 978-0-00-744949-1.
- Oliver, Samuel (1886). Madagascar: An Historical and Descriptive Account of the Island and its Former Dependencies. New York: Macmillan and Co.
- Pfeiffer, Ida (1861). The last travels of Ida Pfeiffer: inclusive of a visit to Madagascar. London: Harper.
- Prout, Ebenezer (1863). Madagascar: Its Mission and Its Martyrs. London: London Missionary Society.
- Raison-Jourde, Françoise (1991). Bible et pouvoir à Madagascar au XIXe siècle. Antananarivo: Karthala Editions. ISBN 978-2-86537-317-8.
- Ralibera, Daniel; De Taffin, Gabriel (1993) Madagascar et le christianisme (French). Paris: Karthala Editions. ISBN 978-92-9028-211-2.
- Sharp, Leslie (2002). The Sacrificed Generation: Youth, History, and the Colonized Mind in Madagascar. Berkeley, CA: University of California Press. ISBN 0-520-22951-7.
|