რადიოაქტიური (ფილმი)
„რადიოაქტიური“ | |
---|---|
ინგლ. Radioactive | |
ჟანრი | ბიოგრაფიული |
რეჟისორი | მარჯან სატრაპი |
პროდიუსერი |
|
როლებში |
|
კომპოზიტორი | ევგუენი და საშა გალპერინი |
მწარმოებელი კომპანია |
Working Title Films Shoebox Films |
დისტრიბუტორი |
StudioCanal (გაერთიანებული სამეფო) Amazon Studios (აშშ) |
გამოსვლის თარიღი |
14 სექტემბერი, 2019 (ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი) 15 ივნისი, 2020 (გაერთიანებული სამეფო) 24 ივლისი 2020 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 109 წუთი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
შემოსავალი | 2.9 მილიონი აშშ დოლარი |
რადიოაქტიური (ინგლ. Radioactive) — 2019 წლის ბრიტანული ბიოგრაფიული დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია მარჯან სატრაპი. ფილმშ მთავარ, მარი კიურის როლს ასრულებს როზამუნდ პაიკი. რადიოაქტიური დაფუძნებულია ლორენ რედისის 2010 წლის გრაფიკულ რომანზე.
ფილმის პრემიერა შედგა 2019 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმის კინოთეატრში გამოსვლა დაგეგმილი იყო 2020 წელს, მაგრამ COVID-19 პანდემიის გამო გაუქმდა. იგი გამოვიდა ციფრული სახით გაერთიანებულ სამეფოში 2020 წლის 15 ივნისს StudioCanal– ის მიერ და Amazon Studios– ის მიერ სტრიმინგის საშუალებით, პრაიმ ვიდეოზე შეერთებულ შტატებში, 2020 წლის 24 ივლისს.
სამსახიობო ჯგუფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როზამუნდ პაიკი - მარი კიურის როლში
- სემ რაილი - პიერ კიურის როლში
- სიან ბრუკი - ბრონია სკლოდოვსკას როლში
- სიმონ რასელ ბილი - გაბრიელ ლიპმანის როლში
- ანია ტეილორ-ჯოი, როგორც ირენ კიური
- არიელა გლეიზერი, როგორც ახალგაზრდა ირენ კიური
- ინდიკა უოტსონი, როგორც ექვსი წლის ირენ კიური
- კარა ბოსომი, როგორც ევე კიური
- ანევრინ ბარნარდი - პოლ ლანჟევინის როლში
- ედვარდ დევისი - ფრედერიკ ჟოლიო-კიურის როლში
- კეტრინ პარკინსონი - ემა ჟანა დესფოსეს როლში
- ტიმ ვუდვარდი, როგორც ალექსანდრე მილერანი
- ჯონათან არისი - ჰეტრიდის როლში
- მირჯამ ნოვაკი, როგორც მედდა ფრანსუა
- კორი ჯონსონი, ადამ უორნერის როლში
- დემეტრე გორიცასი, როგორც დოქტორი ჯენკინსი
- მაიკლ გოლდი მოსამართლე კლარკის როლში
- დრე ჯეიკობი ლოი ფოლერი
- პოლ ალბერტსონი, როგორც პოლ ტიბეტსი
-
სემ რაილი
-
საიმონ რასელ ბილი
-
ანეუვრინ ბარნარდი
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლის თებერვალში გამოცხადდა, რომ მარჯანე სატრაპი გადაიღებდა მარი კურის ცხოვრების ბიოგრაფიას, ხოლო StudioCanal და Working Title Films პროდიუსერების როლს შეითავსებდნენ. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო, რომ ფილმი შეიქმნებოდა „2017 წლის შემოდგომის" ფარგლებში. [1] 2017 წლის მაისში, კანის კინოფესტივალის დროს, როზამუნდ პაიკი კიურის როლის შემსრულებლად დამტკიცდა. [2]
გადაღებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის თებერვალში, Amazon Studios– მა შეიძინა აშშ –ის დისტრიბუციის უფლებები ფილმზე. ამავე კვირას გადაღებები დაიწყო უნგრეთის ქალაქებში, ბუდაპეშტსა და ესტერგომში.[3][4] ცოტა ხნის შმედეგ გამოცხადდა სამსახიობო ჯგუფი, რომელთა შორის იყვნენ: სემ რაილი, ანია ტეილორ-ჯოი, ანევრინ ბარნარდი და სიმონ რასელ ბილი. [5]
ფილმის გამოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რადიოაქტიური-ის პრემიერა შედგა, როგორც ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2019 წლის 14 სექტემბერს. [6] [7] [8] ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ფილმის პრემიერა დიდ ბრიტანეთში შედგა კერზონ მეიფირის კინოთეატრში, 2020 წლის 8 მარტს, 20 თებერვლისთვის განკუთვნილი თეატრალური გამოსვლის წინ [9] რომელიც გაუქმდა COVID-19 პანდემიის გამო . [10] საბოლოოდ StudioCanal– მა გაერთიანებული სამეფოში ფილმი გამოაქვეყნა ციფრულ პლატფორმებზე, 2020 წლის 15 ივნისს, რასაც მოჰყვა DVD გამოცემა 27 ივლისს. [11] შეერთებულ შტატებში ფილმი 2020 წლის 24 აპრილს Amazon Studios– ის საშუალებით გამოვიდა, [12] პირდაპირ Prime Video– ზე კი - 2020 წლის 24 ივლისს. [13]
გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრიტიკოსთა გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიმოხილვის აგრეგატორ Rotten Tomatoes– ზე ფილმს აქვს 142 მიმოხილვის საფუძველზე 61% –იანი მაჩვენებელი, საშუალო ნიშანი 6.00 / 10.[14] Metacritic– ზე ფილმის საშუალო ქულაა 56, 100 – დან, 31 კრიტიკოსის მიმოხილვის საფუძველზე.[15]
ჰოლივუდური რეპორტიორის დებორა იანგმა შეაქო პაიკის შესრულება.[16] The Independent-მა[17] მას ორი ვარსკვლავი მიანიჭა. Guardian- მა ფილმს ერთი ვარსკვლავი მიანიჭა ხუთიდან.[18]
დაპირისპირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რეალურად დაფუძნებულია 2010 წელს შესრულებულ გრაფიკულ რომანზე „Radioactive: Marie & Pierre Curie: A Tale of Love and Fallout", რომლისავტორია ლორენ რედნისი, ჯერალდინ მაკგინტიმ კორნელი უნივერსიტეტიდან, მკაცრად გააკრიტიკა ფილმი არა მხოლოდ მრავალი ისტორიული მოვლენის დრამატული ეფექტის შეცვლის, არამედ კიურის და მისი ქმრის ხასიათის არასწორად წარმოდგენის გამო. მან თქვა, რომ ის სახლში დარჩა, ვიდრე პიერთან ერთად ნობელის 1905 წლის ცერემონიალს დაესწრებოდა.[19] მაკგინტის თქმით, მთავარი პერსონაჟების არასწორად წარმოჩენა და შეუსაბამო სიშიშვლე და ძალადობა, ეს მის საგანმანათლებლო ან ბიოგრაფიულ წყაროს უვარგისს ხდის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tartaglione, Nancy. (2017-02-16) Marjane Satrapi To Helm 'Radioactive' Marie Curie Story For Working Title & Studiocanal. ციტირების თარიღი: 2019-10-16
- ↑ Hopewell, John. (2017-05-16) Rosamund Pike Set for Marie Curie Story 'Radioactive' From Working Title, Studiocanal (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: 2019-10-16
- ↑ Varsóvá változott a Víziváros Hungarian (19 February 2018).
- ↑ Amazon Boards Marjane Satrapi's Marie Curie Biopic 'Radioactive' (EXCLUSIVE) (19 February 2018).
- ↑ Berlin: Sam Riley, Anya Taylor-Joy, Aneurin Barnard Join Marie Curie Biopic 'Radioactive' (22 February 2018).
- ↑ „World Premiere of Radioactive Is the TIFF 2019 Closing Night Gala Film“ (PDF) (პრეს-რელიზი). TIFF. ციტირების თარიღი: 23 July 2019.
- ↑ Radioactive. TIFF. ციტირების თარიღი: 16 October 2019.
- ↑ Toronto Film Festival: 'Joker,' 'Ford v Ferrari,' 'Hustlers' Among Big Premieres. ციტირების თარიღი: 23 July 2019.
- ↑ Marie Curie biopic 'RADIOACTIVE' gets a brand new trailer!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 11 July 2020.
- ↑ Radioactive heads to digital download next month. ციტირების თარიღი: 26 July 2020.
- ↑ Radioactive – Press Assets. StudioCanal UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 23 July 2020.
- ↑ 'Radioactive' director Marjane Satrapi reveals why she chooses not to work with US producers. ციტირების თარიღი: 11 July 2020.
- ↑ Rosamund Pike is Radioactive as Marie Curie in new biopic trailer. ციტირების თარიღი: 11 July 2020.
- ↑ Radioactive (2019). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 5 December 2020.
- ↑ Radioactive Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 8 August 2020.
- ↑ Young, Deborah (6 September 2019). „'Radioactive': Film Review | TIFF 2019“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 23 October 2019.
- ↑ Campbell, Kambole (7 September 2019). „Marie Curie biopic Radioactive gets lost in melodrama – review“. The Independent. ციტირების თარიღი: 23 October 2019.
- ↑ Bramesco, Charles (7 September 2019). „Radioactive review – Rosamund Pike flounders in toxic Marie Curie biopic“. The Guardian. ციტირების თარიღი: 23 October 2019.
- ↑ McGinty, Geraldine (2020-07-27). „"Radioactive" fails to tell the true Curie story“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)