1999 წლის ჩემპიონატის გამართვის უფლება რაგბის საერთაშორისო საბჭომ ისევ ხუთი ერის ქვეყნებს მიანიჭა. მთავარი მასპინძელი უელსი იყო, რომელიც უმასპინძლებდა ფინალურ მატჩს კარდიფის ახლად აგებულ „მილენიუმზე“.
ირბ-მ რამდენიმე სიახლე შეიტანა გათამაშების სტრუქტურაში. პირველი ის რომ ოცამდე გაიზარდა ფინალისტთა რიცხვი, მეორე კი ის რომ ამჯერად მხოლოდ ოთხ გუნდს მიანიჭა უფლება შესარჩები ტურნირების გარეშე ეთმაშათ ფინალურ სტადიაზე. ესენი იყვნენ წინა ჩემპიონატის პირველი სამი პრიზიორი (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი) და ტურნირის მთავარი მასპინძელი უელსი.
დანარჩენი 16 ადგილისათვის ბრძოლაში კი ხუთივე კონტინენტის 65 გუნდი ჩაება.
ევროპული შესარჩევი ტურნირი სამ ეტაპიანი იყო. პირველ ეტაპზე 15 გუნდი ჩაება ბრძოლაში. მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის სამ გამარჯვებულს 12 შედარებით პრივილიგირებული გუნდი დაემატა. შეიქმნა 3 ქვეჯგუფი, რომლის ექვს გამარჯვებულს ირლანდია, ინგლისი და შოტლანდია დაემატნენ. აქ უკვე სამ ქვეჯგუში გაგრძელდა ბრძოლა. ქვეჯგუფებში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები ფინალის საგზურებს ღებულონდნენ, ხოლო მესამე ადგილებზე გასული გუნდები ერთვებოდნენ ე.წ. რეპეშაჟში სადაც სხვა კონტინენზებზე ბოლო ეტაპზე ხელმოცარულ გუნდებთან ერთდ ფინალის კიდევ 2 საგზურს გაითმაშებდნენ.
ამერიკაში შესარჩევი ტურნირი ოთხ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპის ორ ქვეჯგუფში გამარჯვებულებს მეორე ეტაპზე დაემატათ ჩილე. მესამე ეტაპიდან ჩაერთვნენ ბრძოლაში ურუგვაი და პარაგვაი. ამ ეტაპის გამარჯვებულმა კი არგენტინის, კანადის და აშშ-ს გუნდებთნ ერთდ გაითმაშა ჩემპიონატის ფინალური ტურნირის სამი საგზური.
აფრიკაში ბრძოლა ოთხ ეტაპად გაიმართა. მეორე და მესამე ეტაპებზე წინა ეტაპის გამარჯვებულს ემატებოდა ორი განთესილი გუნდი. მესამე ეტაპზე კი ორი საუკეთესო გადიოდა მეოთხე ეტაპზე, სადაც მათ ასევე ორი განთესილი გუნდი დაემატა და ამ ოთხეულმა გაითმაშა აფრიკის ერთადერთი საგზური.
ტურნირი ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი ეტაპის გამარჯვებული თამაშობდა მეორე ეტაპზე, რომლის გამარჯვებული იაპონიის, კორეის და ჰონკონგის გუნდებთან ერთდ ერთწრიან ტურნირში ათამშებდნენ ფინალის ერთ საგზურს.
ოკეანეთის შესარჩევი ტურნირი სამი ეტაპისაგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე გამარჯვებული გადიოდა მეორე ეტაპზე, რომლის ორი გამარჯვებული მესამე ეტაპზე ავსტრალიისა და სამოას გუნდებთან ერთდ გაითამაშებდნენ ფინალის სამ საგზურს.
ამ ტურნირში მონაწილეობდნენ თავიანთ ზონებში უშუალოდ ფინალისტების მომდევნო გუნდები. ევროპიდან საქართველო, ნიდერლანდები და პორტუგალია, აზიიდან - კორეა, ამერიკიდან - ურუგვაი, აფრიკიდან - მაროკო და ოკეანეთიდან - ტონგა. თამაშდებოდა ორი საგზური.