პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პორტუგალიური აღმოსავლეთი აფრიკა)
პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკა
Estado da África Oriental

პორტუგალიის იმპერიის კოლონია

1498 — 1975
დროშა გერბი

რუკა
დედაქალაქი ლორენსო-მარკესი
ენა პორტუგალიური
რელიგია კათოლიციზმი
მეფე
 - 1498-1521 მანუელ I (პირველი)
პრეზიდენტი
 - 1974-1975 ფრანცისკო და კოსტა გომესი (უკანასკნელი)
ლორენსო-მარკესი 1905 წელს.

პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკა (ოფიც. პორტ. Estado da África Oriental[1]) — პორტუგალიის იმპერიის აღმოსავლეთ აფრიკაში კოლონიალური სამფლობელოების სახელწოდება. ამჟამად — მოზამბიკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1498 წელს ინდოეთში მიმავალი ვასკო და გამა ჩამოვიდა მოზამბიკის ტერიტორიაზე[2]. 1505 წელს პორტუგალიელებმა დაიწყეს მოზამბიკის კოლონიზაცია და დააარსეს ქალაქი სოფალა. 1558 წელს დაარსდა პირველი პორტი სან-სებასტიანი, სადაც ჩერდებოდა გემები, რომლებიც მიემართებოდნენ ინდოეთში ან ინდოეთიდან, და სადაც ოქროს საძებრად მიდიოდა ექსპედიციები. 1572 წლამდე პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკის ტერიტორიას მართავდა გოას შტატის გუბერნატორი. 1891 წლის 11 ივნისს დაიდო ანგლო-პორტუგალიური შეთანხმება, რომლის მიხედვითად კოლონიის ტერიტორიები დიდად შევიწროვდა. ამ შეთანხმების მიზეზი გახდა ბრიტანეთისა და პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკის საზღვრებზე საბრძოლო შეტაკებები. პორტუგალიაში საბრძოლო გადატრიალების შემდეგ (ცნობილია, როგორც მიხაკების რევოლუცია), 1975 წლის 25 ივნისს ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონიის სანაპირო ზონის უდიდესი ნაწილი განლაგებული იყო დაბლობებზე. სანაპირო წყლებში იზრდებოდა მარჯნის რიფები. ადგილი ჰქონდა ქვიშის დიუნებსა და ჭაობებს. შიდა რაიონებში მდებარეობდა მთიანი მასივები და პლატოები. მთელი წლის განმავლობაში ცხელოდა. წვიმების სეზონი გრძელდებოდა ნოემბრიდან მარტამდე, აპრილიდან აგვისტომდე კი — მშრალი ჰავა იყო.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიის აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორია იყოფოდა შემდეგ პროვინციებად: მოზამბიკი, ზამბეზი, ტეტე, ინიამბანე, ლორენსო-მარკესი და გაზის სამხედრო ოლქი. ყოველ პროვინციას მართავდა გუბერნატორი. გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია მდებარეობდა ლორენსო-მარკესში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]