პორტალი:ომი
ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა
გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება
პორტალი | პროექტი | კატეგორიები | მონაწილენი |
არქივი • რედაქტირება
რჩეული სტატიაპირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში. ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც. ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან. (…სრულად)
არქივი • რედაქტირება
რჩეული ციტატა
არქივი • რედაქტირება
რჩეული მხედართმთავარილუი ნიკოლა დ’ავუ (ფრანგ.: Louis-Nicolas d'Avoût), იგივე დავუ (ფრანგ.: Davoût), აუერშტეტის ჰერცოგი, ეკმიულის და იმპერიის თავადი (ფრანგ.: duc d'Auerstedt, prince d'Eckmühl et de l'empire) (დ. 10 მაისი, 1770, ანუ, ბურგუნდია — გ. 1 ივნისი, 1823, პარიზი), ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის პერი, საფრანგეთის მარშალი. იგი ითვლება ნაპოლეონ I-ის ერთ-ერთ საუკეთესო გენერლად. მისი სიმკაცრისა და დისციპლინისადმი მეტსახელად „რკინის მარშალი“ შეარქვეს, ხოლო ჰამბურგის გუბერნატორობის დროს (1813-1814) გამოჩენილი სისასტიკისათვის — „ჰამბურგის რობესპიერი“. დავუ არისტოკრატული და მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი იყო და ნაპოლეონთან ერთად სწავლობდა ბრიენის კადეტთა სასწავლებელში. 1788 წელს მან სამხედრო სამსახური დაიწყო ლეიტენანტის წოდებით ერთ-ერთ კავალერისთა პოლკში. საფრანგეთის რევოლუციას დავუ აღფრთოვანებით შეხვდა და მიუხედავად არისტოკრატული წარმომავლობისა რევოლუციონერთა რიგებში ჩადგა. 1791 წელს იგი მოხალისეთა ბატალიონის მეთაური გახდა. იგი წარმატებით იბრძოდა ჟემაპთან და ნეერვინდენთან გენერალ დიუმურიეს ხელქვეით. 1793 წლის ივლისში მას ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა, თუმცა იძულებული გახდა არმია დაეტოვებინა, ვინაიდან ახალი რევოლუციური დეკრეტის მიხედვით ყოფილ არისტოკრატებს სამხედრო სამსახური ეკრძალებოდათ. (…სრულად) რედაქტირება
კატეგორიებირედაქტირება
სხვა პროექტებში
არქივი • რედაქტირება
რჩეული სურათისამხრეთ ვიეტნამელი გენერალი ნგუენ ნგოკ ლოანი სიკვდილით სჯის ვიეტ კონგელ ოფიცერს ნგუენ ვან ლემს, ედი ადამსის გახმაურებული ფოტოსურათი
არქივი • რედაქტირება
იცოდით, რომ
რედაქტირება
24 ნოემბერი - დღესრედაქტირება
დობილი პორტალები
|