პორტალი:ომი
ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა
გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება
პორტალი | პროექტი | კატეგორიები | მონაწილენი |
არქივი • რედაქტირება
რჩეული სტატია![]() სუ-25 (ნატოს კლასიფიკაციით „Frogfoot“) წარმოადგენს ერთადგილიან რეაქტიულ თვითმფრინავს ორი ძრავით, რომელიც შეიქმნა სსრკ-ში სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროში. მისი შექმნის უმთავრესი მიზანი და დანიშნულება იყო საბჭოთა ქვეითი ჯარებისათვის საჰაერო მხარდაჭერა. პროტოტიპის პირველი გაფრენა განხორციელდა 1975 წლის 22 თებერვალს. თვითმფრინავის გამოცდის შემდეგ 1978 წელს, დაიწყო მისი სერიული წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში საქართველოს სსრ-ში. სუ-25, თავისი არსებობის 25 წლის მანძილზე, მრავალი საჰაერო ომის თვითმხილველი გახდა. მას აქტიურად იყენებდნენ ავღანეთის ომში მოჯაჰედების წინააღმდეგ ბრძოლაში. სუ-25-ებს იყენებდა ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალები 1980-1988 წლებში ირანის წინააღმდეგ ირან-ერაყის ომში. 1993 წელს აფხაზეთის ომის დროს აფხაზი სეპარატისტები რუსეთის დახმარებით სუ-25-ებს იყენებდნენ ქართველების წინააღმდეგ. რვა წლის შემდეგ სუ-25-ებს აქტიურად იყენებს მაკედონიის სამხედრო-საჰაერო ძალები ალბანელი აჯანყებულების წინააღმდეგ 2001 წლის მაკედონიის კონფლიქტის დროს, ხოლო 2008 წელს კი საქართველო და რუსეთი იყენებდნენ სუ-25-ებს რუსეთ-საქართველოს ომში. (…სრულად)
არქივი • რედაქტირება
რჩეული ციტატა
არქივი • რედაქტირება
რჩეული მხედართმთავარი![]() ლუი ნიკოლა დ’ავუ (ფრანგ.: Louis-Nicolas d'Avoût), იგივე დავუ (ფრანგ.: Davoût), აუერშტეტის ჰერცოგი, ეკმიულის და იმპერიის თავადი (ფრანგ.: duc d'Auerstedt, prince d'Eckmühl et de l'empire) (დ. 10 მაისი, 1770, ანუ, ბურგუნდია — გ. 1 ივნისი, 1823, პარიზი), ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის პერი, საფრანგეთის მარშალი. იგი ითვლება ნაპოლეონ I-ის ერთ-ერთ საუკეთესო გენერლად. მისი სიმკაცრისა და დისციპლინისადმი მეტსახელად „რკინის მარშალი“ შეარქვეს, ხოლო ჰამბურგის გუბერნატორობის დროს (1813-1814) გამოჩენილი სისასტიკისათვის — „ჰამბურგის რობესპიერი“. დავუ არისტოკრატული და მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი იყო და ნაპოლეონთან ერთად სწავლობდა ბრიენის კადეტთა სასწავლებელში. 1788 წელს მან სამხედრო სამსახური დაიწყო ლეიტენანტის წოდებით ერთ-ერთ კავალერისთა პოლკში. საფრანგეთის რევოლუციას დავუ აღფრთოვანებით შეხვდა და მიუხედავად არისტოკრატული წარმომავლობისა რევოლუციონერთა რიგებში ჩადგა. 1791 წელს იგი მოხალისეთა ბატალიონის მეთაური გახდა. იგი წარმატებით იბრძოდა ჟემაპთან და ნეერვინდენთან გენერალ დიუმურიეს ხელქვეით. 1793 წლის ივლისში მას ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა, თუმცა იძულებული გახდა არმია დაეტოვებინა, ვინაიდან ახალი რევოლუციური დეკრეტის მიხედვით ყოფილ არისტოკრატებს სამხედრო სამსახური ეკრძალებოდათ. (…სრულად) რედაქტირება
კატეგორიებირედაქტირება
სხვა პროექტებში
არქივი • რედაქტირება
რჩეული სურათი![]() აუსტერლიცის ბრძოლა, ფრანსუა ჟერარის ნამუშევარი
არქივი • რედაქტირება
იცოდით, რომ
![]()
რედაქტირება
8 ივლისი - დღესრედაქტირება
დობილი პორტალები
|