პორტალი:ომი/რჩეული სტატია/არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
 
 
ხატულა ახლა პორტალზეა...
Pyrrhus route.jpg

პიროსთან ომები იყო ომების სერია ძვ. წ. 280 - ძვ. წ. 275 წლებში რომაელებს, "დიდ საბერძნეთს", სამნიტებს, ეტრუსკებს და კართაგენს შორის. ომი თავდაპირველად დაიწყო რომსა და ბერძნულ ქალაქ ტარენტუმთან კონფლიქტით. ტარენტუმელებმა კი დახმარება ეპიროსის მეფეს პიროსს სთხოვეს, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე გამოჩენილი ბერძენი მხედართმთავარი იყო. დაწყებულ სამხედრო კონფლიქტში მალევე ჩაერთვნენ სხვა ბერძნული ქალაქებიც. რომაელებისგან კი არაერთგზის დამარცხებულმა სამნიტებმა და ეტრუსკებმა ისარგებლეს სიტუაციით და ჩაერთვნენ ომში ბერძნების მხარეზე. პიროსის მიზანი კი იყო მდიდარი სიცილიის დამორჩილება, რომელიც კართაგენის კოლონია იყო. ამ მიზეზით კართაგენელებიც აღმოჩნდნენ ომში ჩაბმული რომაელთა მხარეს. თუმცა რომი და კართაგენი ომში მჭიდრო მოკავშირეებს არ წარმოადგენდნენ, ფაქტობრივად ისინი პიროსს სხვადასხვა ფრონტზე ებრძოდნენ.

პიროსმა იტალიაში რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლები მოიგო, მაგრამ ისეთი დიდი დანაკარგებით, რომ ეს

მოგება წაგების ტოლფასი იყო. სწორედ აქედან შემოვიდა გამოტქმა "პიროსის გამარჯვება". (…სრულად)
 
 
ხატულა იყო პორტალზე...

პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), ასევე ცნობილი როგორც ყველა ომის დასრულების ომი, იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრო-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე, კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში - ჰაერშიც.

ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები - ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებაში დაახ. 20 წლით გვიან. (…სრულად)
 
 
ხატულა ყველა