პორვოო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
პორვოო
ფინ. Porvoo; შვედ. Borgå
Porvoo - Old Town - panoramio.jpg
პორვოოს ისტორიული ნაწილი, ივლისი 2010
გერბი
Porvoo.vaakuna.svg

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
რეგიონი უუსიმაა
მუნიციპალიტეტი პორვოოს რაიონი
კოორდინატები fi 60°23′40″ ჩ. გ. 025°39′50″ ა. გ. / 60.39444° ჩ. გ. 25.66389° ა. გ. / 60.39444; 25.66389
ქალაქის მმართველი იუკკა-პეკკა უიულა [1]
დაარსდა 1346
ფართობი 654,42 კმ²
ოფიციალური ენა ფინური
მოსახლეობა 50 083 [2] კაცი (2017)
სიმჭიდროვე 76,57 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი porvoo.fi
პორვოო — ფინეთი
პორვოო

პორვოო (ფინ. Porvoo; შვედ. Borgå) — ფინეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. პორვოო მდებარეობს ქვეყნის სამხრეთით, უუსიმაას რეგიონში, ჰელსინკიდან 50 კილომეტრის დაშორებით. პორვოო ფინეთის სიდიდით 21-ე ქალაქია და მისი მოსახლეობა 50 083-ს ადამიანს შეადგენს.[2] ქალაქი გამოირჩევა შვედურენოვანი მოსახლეობის სიმრავლით. 2016 წლის მონაცემებით პორვოოს მოსახლეობის 29,6%-სთვის შვედური მშობლიური ენაა.[3]

პორვოოში ასევე განლაგებულია ფინეთის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის შვედურენოვანი ეპარქია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ წყაროებში პორვოო პირველად XIV საუკუნეში მოიხსენიება. რეგიონში პირველი დასახლებები XIII საუკუნეში ჩნდება. პორვოოსთვის ქალაქის სტატუსი შვედეთის მონარქმა, მაგნუს ერიკსონმა 1346 წელს მიანიჭა.[4] ქალაქის სახელი შვედური Borgå-დან მომდინარეობს რაც ქართულად "ციხის მდინარეს" ნიშნავს.[4][5]

XIX საუკუნის დასაწყისში შვედეთის სამეფომ, ფინეთი, რუსეთის იმპერიას დაუთმო. 1809 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მოიწვია პორვოოს კრება. პორვოოს კრება მიიჩნევა ფინეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვაკუთხედად. ამ კრებაზე ფინეთს დაუმტკიცდა საკუთარი ენის, სარწმუნეობის და კონსტიტუციის ქონის უფლება.[4]

ნიკოლოზ I-ის მმართველობის პერიოდში დაიგეგმა პორვოოს გაფართოება, რის შედეგადაც აშენდა ქალაქის იმპერიული ნაწილი. პორვოოს იმპერიული ნაწილის მთავარი არქიტექტორი იყო კარლ ლუდვიგ ენგელი, რომელმაც ასევე დაგეგმა ჰელსინკის ცენტრალური ნაწილი.[4] პორვოოს ისტორიული ნაწილი (როგორც იმპერიული, ასევე შვედეთის მმართველობის პერიოდის) დღესდღეობით ითვლება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის მაისის მონაცემებით პორვოოს მოსახლეობა 50 083-ს ადამიანს შეადგენს.[2] 1980 წლიდან ქალაქის მოსახლეობა სტაბილურად იზრდება, რაც განპირობებულია ქალაქის უსაფრთხო გარემოთი, კომერციული და საჯარო მომსახურეობის ხელმისაწვდომობით, და სამუშაო ადგილების სიმრავლით.[6] მოსახლეობის 64,2% ფინურენოვანია, 29,6% კი შვედურენოვანი.[3] თუმცა შვედურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა თანდათანობით კლებულობს, შედარებისთვის 1960 წელს პორვოოს შვედურენოვანი მოსახლეობა ქალაქის 54,7% მოიცავდა.[7]

პორვოოს მოსახლეობა 1980–2016 წლებში
Year Population
1980
  
38 296
1985
  
39 833
1990
  
41 930
1995
  
43 315
2000
  
44 969
2005
  
46 982
2010
  
48 768
2016
  
50 131
წყარო: Tilastokeskus [8].

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მმართველი არის იუკკა-პეკკა უიულა. პორვოოს საკრებულოს ჰყავს 51 დეპუტატი. პორვოოში შვედურენოვანი მოსახლეობის სიმრავლის გამო, საკრებულოს არჩევნებს ხშირად ფინეთის შვედ მოქლაქეთა პარტია იგებს. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, საკრებულოს შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:[9]

პოლიტიკური პარტია ხმათა % წარმომადგენელი
ფინეთის შვედ მოქლაქეთა პარტია 29,7 16
სოციალ-დემოკრატიული პარტია 22,5 12
მწვანეთა პარტია 15,2 8
ნაციონალური კოალიცია 13,8 7
ცენტრისტული პარტია 7,6 4
ჭეშმარიტ ფინელთა პარტია 4,4 2
მემარცხენე ალიანსი 3,3 1
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 2,4 1

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორვოოში არის რამდენიმე სკოლა და ლიცეუმი, აგრეთვე მუსიკალური, სამხატვრო და პროფესიული სასწავლებლები.[10][11] პორვოოში განლაგებულია ორი უმაღლესი სასწავლებლის კამპუსი:[11][12][13]

გამოჩენილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორვოოს დაძმობილებული ქალაქები:[14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kaupunginjohtaja, Porvoon kaupunki, https://www.porvoo.fi/kaupunginjohtaja. წაკითხვის თარიღი: 2017-05-13
  2. 2.0 2.1 2.2 Ennakkoväkiluku muuttujina Alue, Sukupuoli ja Kuukausi, Tilastokeskus, http://pxnet2.stat.fi/PXWeb/pxweb/fi/StatFin/StatFin__vrm__vamuu/005_vamuu_tau_101.px/?rxid=82ce39f0-3202-4b33-bfcd-3ece427997ad. წაკითხვის თარიღი: 2017-05-13
  3. 3.0 3.1 Väestö iän (1-v.), sukupuolen, siviilisäädyn ja kielen mukaan alueittain 1990 - 2016. Tilastokeskus (2017). წაკითხვის თარიღი: 2017-05-14.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 History of Porvoo. Visit Porvoo. წაკითხვის თარიღი: 2017-05-14.
  5. Porvoo (Borgå). Archipelagoes. წაკითხვის თარიღი: 2017-05-14.
  6. Porvoon kaupungin elinkeino- ja kilpailukykyohjelma 2014-2017. Porvoon Kaupunki (2014). წაკითხვის თარიღი: 2017-05-13.
  7. (1964) Avain omaan maahan - tietoja Suomen kaupungeista, kauppaloista ja maalaiskunnista,. Helsinki: Sanoma Osakeyhtiö, გვ. 15. 
  8. Väestö kielen mukaan sekä ulkomaan kansalaisten määrä ja maa-pinta-ala alueittain 1980–2012 Finnish. Tilastokeskus (2013-04-22). წაკითხვის თარიღი: 2013-04-01
  9. Tulokset: Porvoo. Oikeusministeriö - Tulospalvelu (2017). წაკითხვის თარიღი: 2017-05-13.
  10. Päivähoito & koulutus. Porvoon Kaupunki. წაკითხვის თარიღი: 2017-05-13.
  11. 11.0 11.1 Ammatillinen ja aikuiskoulutus. Porvoon Kaupunki. წაკითხვის თარიღი: 2017-05-13.
  12. Porvoo. Haaga-Helia Ammattikorkeakoulu. წაკითხვის თარიღი: 2017-05-13.
  13. Porvoo Campus. Laurea Ammattikorkeakoulu. წაკითხვის თარიღი: 2017-05-13.
  14. Porvoon Kaupunki. Suomen Kaupunkiopas. წაკითხვის თარიღი: 2017-05-13.