ჰააგა-ჰელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰააგა-ჰელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი
ფინ. Haaga-Helia ammattikorkeakoulu
შვედ. Haaga-Helia yrkeshögskola
Haaga-Helia Pasila.jpg
დაფუძნდა 2007
ტიპი ფონდი
თანამშრომელი 630
პრეზიდენტი ტეემუ კოკკო
პროვოსტი იოუნი აჰონენი და მიინა ჰიილლოსი
სტუდენტი 10500 [1]
მდებარეობა ჰელსინკი, პორვოო, ვიერუმაკი, ფინეთი
მისამართი რატაპიჰანტიე 13, 00520, ჰელსინკი
ტელეფონი +358 40 0230 409
ფერები მწვანე და ლურჯი
         
საიტი http://www.haaga-helia.fi/en/

ჰააგა-ჰელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ფინ. Haaga-Helia ammattikorkeakoulu; შვედ. Haaga-Helia yrkeshögskola) — ფინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, რომელიც შეიქმნა 2007 წელს ორი პოლიტექნიკის, ჰელსინკის ბიზნეს პოლიტექნიკის და ჰელიის გაერთიანების შედეგად. ჰააგა-ჰელია არის კერძო ფონდის მფლობელობაში, თუმცა უნივერსიტეტის დაფინანსების ძირითადი წყარო ფინეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროა. უნივერსიტეტის ხუთი კამპუსიდან სამი განლაგებულია ჰელსინკიში (პასილა, ჰააგა და მალმი), ერთი პორვოოში და ერთიც ვიერუმიაკიში. უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს 10500 სტუდენტი.[1] უნივერსტიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს, ასევე მასწავლებლების გადასამზადებელ კურსებს.[2] ჰააგა-ჰელიას სასწავლო პროგრამები მოიცავს ბიზნესის მართვას, ბიზნეს-ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ტურიზმს, ჟურნალიზმს და სპორტს.[3] უნივერსიტეტში სწავლის პროცესი მიმდინარეობს ინგლისურ და ფინურ ენებზე.

ჰააგა-ჰელიის მთავარი მიმართულება ბიზნესის მართვა და მეწარმეობაა.[4] უნივერსიტეტის ჰელსინკის კამპუსებში განთავსებულია ბიზნესის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მასპინძლობის ბიზნესის მართვის პროგრამები. პორვოოს კამპუსში განთავსებულია ბიზნესის მართვის და ტურიზმის პროგრამები, ხოლო სპორტის პროგრამა განთავსებულია ვიერუმიაკიში.

ჰააგა-ჰელია მჭირდოდ თანამშრომლობს კომპანიებთან. უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები მოიცავენ ერთსემესტრიან სტაჟირებას.[5][6][7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 About Haaga-Helia, Haaga-Helia University of Applied Sciences, http://www.haaga-helia.fi/en/about-haaga-helia?userLang=en. წაკითხვის თარიღი: 2017-04-30
  2. Haaga-Helia opens doors to future careers!, Haaga-Helia University of Applied Sciences, http://www.haaga-helia.fi/en/about-haaga-helia?userLang=en. წაკითხვის თარიღი: 2017-04-30
  3. Hakeminen ammattikorkeakouluun, AMK-tutkinnot, Haaga-Helia University of Applied Sciences, http://www.haaga-helia.fi/fi/koulutus/ammattikorkeakoulututkinnot/hakeminen-amk-tutkinnot?userLang=en. წაკითხვის თარიღი: 2017-04-30
  4. 10 years of working together, Haaga-Helia University of Applied Sciences, http://www.haaga-helia.fi/en/about-haaga-helia/10-years-working-together?userLang=en. წაკითხვის თარიღი: 2017-04-30
  5. Structure, Content and Extent of the Degree Programme, Curriculum 2016, Haaga-Helia University of Applied Sciences, http://www.haaga-helia.fi/en/students-guide/degree-programmes/degree-programme-multilingual-management-assistant/structure-content-extent-curriculum2016?userLang=en. წაკითხვის თარიღი: 2017-04-30
  6. Information for the new students of DP in Business Information Technology, Haaga-Helia University of Applied Sciences, http://www.haaga-helia.fi/en/new-students-bite?userLang=en. წაკითხვის თარიღი: 2017-04-30
  7. Degree Programme in Tourism and Event Management, Porvoo, Haaga-Helia University of Applied Sciences, http://www.haaga-helia.fi/en/students-guide/degree-programmes/degree-programme-tourism-and-event-management-porvoo?userLang=en. წაკითხვის თარიღი: 2017-04-30