პოლ-ანრი სანდაოგო დამიბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ-ანრი სანდაოგო დამიბა
ფრანგ. Paul-Henri Sandaogo Damiba
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1981(1981-01-02) (43 წლის)
დაბადების ადგილი უაგადუგუ, ზემო-ვოლტას რესპუბლიკა
მოქალაქეობა  ბურკინა-ფასო
განათლება პარიზის სამხედრო სკოლა[1]

პოლ-ანრი სანდაოგო დამიბა (ფრანგ. Paul-Henri Sandaogou Damiba, დ. 2 იანვარი, 1981, უაგადუგუ, ზემო ვოლტა) — სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა ბურკინა-ფასოში, რომელმაც ქვეყანაში მოაწყო სამხედრო გადატრიალება 2022 წლის იანვარში [2] [3].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1981 წლის 2 იანვარს ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში, სწავლობდა პარიზის სამხედრო სკოლაში და მიღებული აქვს ბურკინა-ფასოს შეიარაღებულ ძალების პოდპოლკოვნიკის წოდება.

ასევე აქვს კრიმინოლოგიაში პარიზის ეროვნული ხელოვნების კონსერვატორიის მაგისტის ხარისხი(CHAN) და სერთიფიცირებულია, როგორც თავდაცვის ექსპერტი მენეჯმენტსა და სტრატეგიაში.

2003 წლიდან 2011 წლამდე, პრეზიდენტ ბლეზ კომპაორეს დროს, მსახურობდა პრეზიდენტის დაცვის პოლკში. შემდეგ ის წლების განმავლობაში მსახურობდა საარტილერიო დანაყოფების მეთაურად ქალაქებში დორი და ჰუაჰიგუია. 2015 წლის სექტემბერში, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მან გარკვეული დროით დატოვა ბურკინა-ფასო.[4] 2019 წელს იყო 2015 წლის გადატრიალების ორგანიზატორების სასამართლო პროცესის ერთ-ერთი მოწმე.

2019-2021 წლებში მონაწილეობდა ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში, როგორც ბურკინა-ფასოს არმიის ქვედანაყოფის მეთაური, ხოლო 2021 წლის დეკემბერში — ანტიტერორისტული ოპერაციის მეთაური ქვეყნის აღმოსავლეთში. 2021 წელს ის გახდა წიგნის ავტორი, სადაც გადმოსცა თავისი შეხედულებები ბურკინა-ფასოში [5][6] ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

2021 წლის 3 დეკემბერს დაინიშნა მესამე სამხედრო რეგიონის მეთაურად, რომლიც მოიცავს ქალაქებს უაგადუგუს, მანგას, კუდუგუს და ფადა ნ’გურმას.[4]

სახელმწიფო გადატრიალება 2022 წლის იანვარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის 24 იანვარს სამხედროებმა ეროვნული ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ დამიბას ხელმძღვანელობით ხელში ჩაიგდეს ქვეყანაში ძალაუფლება და პრეზიდენტი როკე მარკ კრისტიან კაბორე დააპატიმრეს.[7]ასევე გავრცელდა ინფორმაცია პარლამენტის დაშლის, კონსტიტუციის შეჩერებისა და სახელმწიფო საზღვრების შემდგომი ჩაკეტვის გაფრთხილების შესახებ.[8]2022 წლის 31 იანვარს სამხედროებმა ოფიციალურად გამოაცხადეს დამიბა ქვეყნის პრეზიდენტად, ამავდროულად გამოაცხადეს რესპუბლიკური კონსტიტუციის აღდგენის შესახებ.[9]

2022 წლის 2 მარტს ხელახლა დადო ფიცი გარდამავალი პრეზიდენტის სტატუსით, მას შემდეგ, რაც შეიმუშავა საგზაო რუკა,რომლის თანახმადაც ძალაუფლებას გადასცემდა 36 თვეში არჩეულ პრეზიდენტს. 6 მარტს მან დანიშნა მთავრობა ალბერტ უედრაოგოს მეთაურობით.[4]

სამხედრო გადატრიალების შედეგად თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა 2022 წლის 30 სექტემბერს. დროებით ლიდერად დაინიშნა კაპიტანი იბრაჰიმ ტრაორე,[10] ხოლო თავად დამიბა კი ტოგოში გაიქცა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.blackpast.org/global-african-history/people-global-african-history/paul-henry-sandaogo-damiba-1981/
  2. Кирилл Штейнбах. В Буркина-Фасо произошел переворот, военные захватили власть в стране. ციტირების თარიღი: 2022-01-27
  3. Sputnik Таджикистан. (20220124T1020+0500) Мятеж в Буркина-Фасо: хронология событий. ციტირების თარიღი: 2022-01-27
  4. 4.0 4.1 4.2 Кусов В.Г.. Поль Анри Дамиба, президент Буркина-Фасо: биография и правление. ციტირების თარიღი: 2022-04-14
  5. Who is Paul-Henri Damiba, leader of the Burkina Faso coup?. ციტირების თარიღი: 2022-01-27
  6. Didier Ogbohou. (2022-01-24) Biographie: Qui est réellement Paul-Henri Sandaogo Damiba. ციტირების თარიღი: 2022-01-27
  7. Военные держат президента Буркина-Фасо под арестом на вилле (2022-01-27). ციტირების თარიღი: 2022-01-27
  8. В Буркина-Фасо военные распустили правительство и закрыли границы. ციტირების თარიღი: 2022-01-27
  9. Глава путчистов подполковник Дамиба стал новым президентом Буркина-Фасо. ციტირების თარიღი: 2022-02-09
  10. В Буркина-Фасо произошел второй за год военный переворот. ციტირების თარიღი: 2022-10-02