ჟილბერ დენდერე
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ჟილბერ დენდრე)
ჟილბერ დენდერე | |
ეროვნული დემოკრატიული საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 სექტემბერი, 2015 – 23 სექტემბერი, 2015 | |
წინამორბედი | მიშელ კაფანდო |
მემკვიდრე | მიშელ კაფანდო |
დაბადებული | 1960 |
საქმიანობა | სამხედრო |
ჟილბერ დენდერე (ფრანგ. Gilbert Diendéré, დ. 1960) — ბურკინა-ფასოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ბურკინა-ფასოს პრეზიდენტის გვარდიის მეთაური[1] და ეროვნული დემოკრატიული საბჭოს თავმჯდომარე 2015 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ[2].
დენდერე მონაწილეობდა 1987 წლის სახელმწიფო გადატრიალებაში, რომლის დროსაც მოკლეს პრეზიდენტი თომას სანკარა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა ბლეზ კომპაორე. გადატრიალების შემდეგ ჟილბერ დენდერე კომპაორეს ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პიროვნება გახდა.
2014 წელს, კომპაორეს დამხობის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს დენდერეც, თუმცა მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა სამხედრო ელიტასთან[3]. 2015 წელს მიიღო აქტიური მონაწილეობა სამხედრო გადატრიალებაში და გახდა ეროვნული დემოკრატიული საბჭოს თავმჯდომარე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Who Is Gilbert Diendere?, ibtimes.com, recovered 17 September 2015
- ↑ Nadoun Coulibaly and Mathieu Bonkoungou, "Burkina Faso military spy chief seizes power, dissolves government", Reuters, 17 September 2015.
- ↑ "Burkina's ex-military honcho Diendere emerges from the shadows", Agence France-Presse, 17 September 2015.