კუდუგუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
კუდუგუ
ფრანგ. Koudougou
Koudougou-TrainStation.JPG
კუდუგუს სარკინიგზო სადგური
გერბი
Armoirie kodougou 2.png

ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
რეგიონი (ბურკინა-ფასო)|ბურკინა-ფასოს რეგიონები|რეგიონი დასავლეთ-ცენტრალური
კოორდინატები 12°15′00″ ჩ. გ. 2°22′00″ დ. გ. / 12.25000° ჩ. გ. 2.36667° დ. გ. / 12.25000; -2.36667
ფართობი 272 კმ²
ცენტრის სიმაღლე 282[1]
მოსახლეობა 93 165 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 342,52 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
სატელეფონო კოდი +226 50
ოფიციალური საიტი mairie-koudougou.net
კუდუგუ — ბურკინა-ფასო
კუდუგუ

კუდუგუ (ფრანგ. Koudougou) — ქალაქი ბურკინა-ფასოში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კუდუგუ მდებარეობს ბურკინა-ფასოს ცენტრალურ ნაწილში, 75 კმ-ით დასავლეთით ქვეყნის დედაქალაქ უაგადუგუდან. ქალაქი დასავლეთ-ცენტრალური რეგიონის და ბულკიემდეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქალაქი დაყოფილია 10 სექტორად. 2005 წელს აქ გაიხსნა უნივერსიტეტი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 93 165 ადამიანს[2]. ქალაქის კომუნაში ცხოვრობს 131 825 ადამიანი (2006 წელი) და უპირატესად დასახლებულია გურუნსის და მოსის ხალხის წარმომადგენლებით[3].

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1985 1996 2005 2006 2013
51 529 72 490 91 444 82 720 93 165

ეკონომიკა და ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუდუგუს ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. ქალაქში ასევე არსებობს საფეიქრო, ბამბის გადამამუშავებელი და სასურსათო მრეწველობის მცირე საწარმოები. ქალაქზე გადის რკინიგზა, რომელიც ერთმანეთთან აერთებს აბიჯანს და უაგადუგუს. ამას გარდა, კუდუგუზე გადის საავტომობილო გზები № 13, № 14 და № 21. უაგადუგუს საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს 41 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით კუდუგუს ცენტრიდან; ის ასრულებს რეგულარულ რეისებს დასავლეთი აფრიკის ბევრი დიდი ქალაქიდან, ასევე პარიზიდან და ბრიუსელიდან.

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Koudougou, Burkina Faso Page. Fallingrain Global Gazetteer. წაკითხვის თარიღი: 2014-02-01.
  2. Koudougou. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-02-12. წაკითხვის თარიღი: 2013-02-07.
  3. Resultats préliminaires du recensement de 2006
  4. Partnerschaften. Koudougou (გერმანული)
  5. Jumelage. Koudougou — Burkinafaso (1972) (ფრანგული)