მიშელ კაფანდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიშელ კაფანდო
ბურკინა-ფასოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ნოემბერი, 2014 – 17 ოქტომბერი, 2015
წინამორბედიისააკ ზიდა (მ/შ)
მემკვიდრეჟილბერ დენდრე

ზემო ვოლტის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 სექტემბერი, 1982 – 4 აგვისტო, 1983
წინამორბედიფელიქს ტიმტარბუმი
მემკვიდრეჰამა დიალო

დაბადებული18 აგვისტო, 1942
შვილები1

მიშელ კაფანდო (ფრანგ. Michel Kafando, დ. 18 აგვისტო, 1942, უაგადუგუ) — ბურკინა-ფასოს პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ბურკინა-ფასოს საგარეო საქმეთა მინისტრი 1982-1983 წლებში; გაეროში ქვეყნის წარმომადგენელი (1998–2011) და ბურკინა-ფასოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2014–2015).

დაიბადა უაგადუგუში. 1969 წელს დაამთავრა ბორდოს უნივერსიტეტი. 1972 წელს პარიზში აიღო პოლიტოლოგის დიპლომი, ხოლო 1990 წელს მიიღო დოქტორის წოდება სორბონის უნივერსიტეტში.

1982 წელს დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა და გახდა მთავრობის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც შეინარჩუნა თანამდებობა ჟან-ბაპტისტ უედრაოგოს მიერ მოწყობილი გადატრიალების შემდეგ. 1982 წელს იგი გახდა გაეროს გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. 1998 წლიდან 2011 წლამდე იყო გაეროში ბურკინა-ფასოს მუდმივი წარმომადგენელი[1].

2014-2015 წლებში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. 2015 წლის 17 სექტემბერს სამხედრო გადატრიალების შემდეგ დააპატიმრეს, ხოლო მეორე დღეს გაათავისუფლეს[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]