ონორე ტრაორე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ონორე ტრაორე
ფრანგ. Nabéré Honoré Traoré
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1957(1957-09-28) (66 წლის)
დაბადების ადგილი Dédougou
მოქალაქეობა  ბურკინა-ფასო

ნაბერე ონორე ტრაორე (ფრანგ. Nabéré Honoré Traoré, დ. 28 სექტემბერი, 1957, ზემო ვოლტა) — ბურკინა ფასოს სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო ლიდერი; პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი[1] (31 ოქტომბერი, 20141 ნოემბერი, 2014) და ბურკინა-ფასოს თავდაცვის მინისტრი (2014 წლის 31 ოქტომბრიდან).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 4 მაისს ონორე ტრაორე დაინიშნა ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად.[2] 2014 წლის 31 ოქტომბერს ბურკინა ფასოში აჯანყების დროს სამხედროებმა განაცხადეს,რომ კომპაორე აღარ ხელმძღვანელობდა ქვეყანას. ასეთი განცხადება სარდლობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დედაქალაქში ათასობით დემონსტრანტის წინაშე გააკეთა, მის სიტყვებს მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. იმავე დღეს სახელმწიფოს მეთაური იძულებული გახდა უარი ეთქვა ძალაუფლებაზე. კომპაორეს სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები ბურკინა-ფასოში 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, ნაბერე ონორე ტრაორემ საკუთარ თავზე აიღო პრეზიდენტის ფუნქციები და ამავე დროს გახდა ბურკინა ფასოს თავდაცვის მინისტრი.[3]

ონორე ტრაორე დროებით პრეზიდენტად 12 თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც ის ხელისუფლებას გადასცემდა არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს.[4]

უარი პრეზიდენტობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 ნოემბერს, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის შემდეგ, პრეზიდენტის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ისააკ ზიდამ გააკეთა განცხადება, რომელშიც მან თავი ბურკინა-ფასოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა.სროლის შემდეგ ონორე ტრაორეს აღარ გაუკეთებია განცხადება. საღამოს, ბურკინა-ფასოს სამხედრო ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ, სამხედროებმა ერთხმად აირჩიეს პოდპოლკოვნიკი ისააკ ზიდი გარდამავალი პერიოდის სახელმწიფო ლიდერად. მისი დანიშვნის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ონორე ტრაორემ. მან ადრევე განაცხადა, რომ თავად დაიკავებდა პრეზიდენტის პოსტს. ამდენად, 24 საათის განმავლობაში მეორე გადატრიალების შესახებ საუბარი აღარ გახდა საჭირო.

2014 წლის 23 ნოემბერს ჩამოყალიბდა ბურკინა-ფასოს მთავრობა, რომელშიც ონორე ტრაორეს ნაცვლად თავდაცვის მინისტრი გახდა ისააკ ზიდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]