პეტრე სიმონ პალასი
პეტრე სიმონ პალასი | |
---|---|
გერმ. Peter Simon Pallas | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 22 სექტემბერი, 1741[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ბერლინი[7] |
გარდ. თარიღი | 8 სექტემბერი, 1811[1] [2] [3] [4] [5] [6] (69 წლის) |
გარდ. ადგილი | ბერლინი[7] |
დასაფლავებულია | ბერლინი |
მოქალაქეობა |
![]() რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ზოოლოგია, ბოტანიკა, გეოგრაფია, გეოლოგია, ეთნოგრაფია და ფილოლოგია |
მუშაობის ადგილი | რუსეთი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია და რუსეთის მეცნიერებათა აკადემია |
ალმა-მატერი | ლეიდენის უნივერსიტეტი, ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ვასილი ზუევი და ნიკიტა სოკოლოვი |
მამა | Simon Pallas |
შვილ(ებ)ი | Albertine von Wimpffen (Pallas) |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა |
![]() |
პეტრე სიმონ პალასი (გერმ. Peter Simon Pallas; დ. 22 სექტემბერი, 1741, ბერლინი — გ. 8 სექტემბერი, 1811, ბერლინი) — გერმანელი მეცნიერ-ენციკლოპედისტი, ბუნებისმეტყველი, გეოგრაფი და მოგზაური. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1767). სწავლობდა გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში. 1767 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, 1768-1774 წლებში ხელმძღვანელობდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციას რუსეთის ცენტრალურ რაიონებში, სამხრეთ ვოლგისპირეთში, კასპიისპირა დაბლობზე, შუა და სამხრეთ ურალზე, სამხრეთ ციმბირში (ალთაი, ბაიკალი, ბაიკალისპირეთი), ხოლო 1793-1794 წლებში ვოლგისპირეთში, ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. მრავალი ნაშრომის ავტორია, ადრინდელ ნაშრომებში ავითარებდა ორგანული სამყაროს ისტორიული განვითარების იდეებს, შეადგინა ევოლუციური ხე. მოგზაურობის დროს შეკრიბა გეოგრაფიული, გეოლოგიური, ბოტანიკური, ზოოლოგიური, ეთნოგრაფიული და სხვა მასალები, რომელიც შემდეგ დაამუშავა. აღმოაჩინა და აღწერა ძუძუმწოვრების, ფრინველების, თევზების, მწერებისა და სხვათა მრავალი ახალი სახეობა, მათ შორის ამფიოქსუსი, რომელიც მოლუსკად მიიჩნია. შეისწავლა კამეჩის, მამონტის, ბეწვიანი მარტორქის ნამარხი ნარჩენები.
პეტრე პალასმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოლოგიაში, ფილოლოგიასა და ეთნოგრაფიაში. მისი ნაშრომებიდან მნიშვნელოვანია: „მოგზაურობა რუსეთის სახელმწიფოს სხვადასხვა პროვინციაში“ (ნაწილი 1-3, 1773-1788), „რუსეთის ფლორა“ (ნაწილი 1-2, 1784-1788). პალასის სახელი ეწოდა ერთ-ერთ ვულკანს კურილის კუნძულებზე, რიფს ახალ გვინეასთან, აგრეთვე მრავალ ცხოველსა და მცენარეს.
თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Zoographia Rosso-asiatica..., t. 1 — 3, Petropoli, 1811.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პეტრე სიმონ პალასი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- პეტრე სიმონ პალასი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია[მკვდარი ბმული] (რუსული)
- პეტრე სიმონ პალასი – ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი (რუსული)
- პეტრე სიმონ პალასის შესახებ (რუსული)
- პეტრე სიმონ პალასის შესახებ[მკვდარი ბმული] (რუსული)
- პეტრე სიმონ პალასის შესახებ (რუსული)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Райков Б. Е., Русские биологи-эволюционисты до Дарвина, т. 1, М.— Л., 1952;
- Ефремов Ю. К., П. С. Паллас, в кн.: Отечественные физико-географы и путешественники, М., 1959, с. 132—45.
- Муравьёв В. Б. Дорогами российских провинций: путешествия Петра-Симона Палласа. — М.: Мысль, 1977. — 94 с.
- Сытин А. К. Пётр Симон Паллас — ботаник. — М.: KMK Sci. Press Ltd., 1997. — 338 с.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 KNAW Past Members
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 6.0 6.1 Annuaire prosopographique : la France savante
- ↑ 7.0 7.1 Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118591371 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- დაბადებული 22 სექტემბერი
- დაბადებული 1741
- გარდაცვლილი 8 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1811
- ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრები
- Pages using collapsible list with both background and text-align in titlestyle
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- გერმანელი მოგზაურები
- გერმანელი გეოგრაფები
- გერმანელი ზოოლოგები
- გერმანელი ფილოლოგები
- გერმანელი ეთნოგრაფები
- რუსი მოგზაურები
- რუსი გეოგრაფები
- გერმანელი ორნითოლოგები