შინაარსზე გადასვლა

ამფიოქსუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამფიოქსუსი

ამფიოქსუსი (Branchiostoma lanceolatum) — ცხოველი უქალოების ქვეტიპისა. ნახევრად გამჭვირვალე, 5-8 სმ-მდე სიგრძის სხეული აქვს. თავის ნაწილი სხეულისაგან არ არის გამოყოფილი. მუცლის მხარეზე ორი მეტაპლევრული ნაოჭი აქვს, საღერძე ჩონჩხად - ქორდა. ცენტრალური ნერვული სისტემა პრიმიტიული აგებულებისაა. ნერვული მილის წინა ნაწილში სინათლის შემგრძნობი უჯრედები - ჰესეს თვალუკებია განლაგებული. პირის ხვრელი ძაფისებრი მორჩილებით შემოვლებულ ძაბრის ფსკერზე აქვს. წაგრძელებული ნაწლავი დიფერენცირებული არ არის. სისხლის მიმოქცევის სისტემა წარმოდგენილია არტერიებითა და ვენებით. გული არ აქვს. სისხლი უფერულია. გამომყოფი ორგანოები ნეფრიდიებია. ამფიოქსუსი განსხვავებულსქესიანია. სასქესო ჯირკვლები - გონადები 26 წყვილამდე აქვს. ვითარდება მეტამორზით. იკვებება მიკროსკოპული ორგანიზმებით. გვხვდება ზომიერი და თბილი სარტყლების ზღვებში, შავ ზღვაში (სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკთან). ამფიოქსუსის ემბრიონული განვითარება ადასტურებს ნათესაურ კავშირს, ერთი მხრით, გარსიანებთან, მეორე მხრით, ხერხემლიანებთან.

  • ქსე, ტ. 1, გვ. 414, თბ., 1975