ბეწვიანი მარტორქა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეწვიანი მარტორქა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  კენტჩლიქოსნები
ოჯახი:  მარტორქისებრნი
გვარი:  Coelodonta
სახეობა:  ბეწვიანი მარტორქა
ლათინური სახელი
Coelodonta antiquitatis

ბეწვიანი მარტორქა (ლათ. Coelodonta antiquitatis) — ამომწყდარი კენტჩლიქოსანი ძუძუმწოვარი მარტორქისებრთა ოჯახისა. ხშირი ბეწვით დაფარული მასიური სხეულის სიმაღლე მინდაოში 2 მეტრს აღემატებოდა. კისერზე ჰქონდა ცხიმოვანი კუზი, თავზე 2 რქა: წინა (1 მ-მდე სიგრძის) — დინგზე, უკანა (ბევრად მოკლე) — შუბლზე. ცხოვრობდა გვიანდელი პლეისტოცენში მთელ ევროპაში (უკიდურესი სამხრეთის გარდა). აღმოსავლეთ ციმბირის გაყინულ ქანებში აღმოჩენილია ბეწვიანი მარტორქის ძვლები და რამდენიმე მურაბეწვიანი ლეში. ორი ლეში (უბეწვო) ნაპოვნია დასავლეთ უკრაინაში ნავთობით გაჟღენთილ თიხიან ქვიშებში. იქვე აღმოჩნდა მათი საკვების ნარჩენებიც — ნაძვის, სოჭის, ლარიქსის წიწვები, ძეწნის, წითელი მოცვის, მარცვლოვნების ფოთლები. ბეწვიანი მარტორქაზე ნადირობდა ძველი ქვის ხანის ადამიანი, რასაც მოწმობს კლდეზე შემორჩენილი გამოსახულებანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]