პაოტინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საოლქო დონის ქალაქი
პაოტინგი
保定市
Baoding 001.jpg
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხებეი
შიდა დაყოფა Jingxiu District, Lianchi District, Mancheng District, Qingyuan District, Baoding, Laishui County, Fuping County, Xushui District, Dingxing County, Tang County, Gaoyang County, Rongcheng County, Laiyuan County, Wangdu County, Anxin County, Yi County, Quyang County, Li County, Shunping County, Boye County, Xiong County, Zhuozhou, Dingzhou, Anguo და Gaobeidian
კოორდინატები 38°52′26″ ჩ. გ. 115°27′50″ ა. გ. / 38.87389° ჩ. გ. 115.46389° ა. გ. / 38.87389; 115.46389
ფართობი 22.185[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 25±1 მეტრი
მოსახლეობა 11,194,382[2] კაცი
სიმჭიდროვე 6,100 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0312
საფოსტო ინდექსი 071000
საავტომობილო კოდი 冀F
ოფიციალური საიტი bd.gov.cn
პაოტინგი — ჩინეთი
პაოტინგი

პაოტინგი (ჩინ. 保定; ფინინი: Bǎodìng), წარსულში ცნობილი, როგორც პაოჭოუ და ცინგიუანი — საოლქო დონის ქალაქი ხებეის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში, ბეიჯინგიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 150 კილომეტრში. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქ პაოტინგში 11 194 382 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 2 176 857 ქალაქის ურბანულ ნაწილში იყო დასახლებული. პაოტნიგი შედის იმ 13 ჩინურ ქალაქს შორის, რომლის მოსახლეობა 10 მილიონს აჭარბებს. სიდიდის მიხედვით ის ჩინეთში მეშვიდეა.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაოტინგი არის ქალაქი, რომლის ისტორია დასავლეთ ხანის დინასტიის პერიოდიდან იწყება. ქალაქი XIII საუკუნეში მონღოლების მიერ განადგურდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მონღოლებმა იუანის დინასტია ჩამოაყალიბეს, ქალაქი ხელმეორედ აშენდა. სახელი „პაოტინგი“ სწორედ იუანის პერიოდში ჩამოყალიბდა, რაც „დედაქალაქის დაცვას“ ნიშნავს. ეს სახელი, სავარაუდოდ, პაოტინგის ბეიჯინგთან სიახლოვითაა განპირობებული. პაოტინგი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჭილის დედაქალაქი, რომელიც მინის დინასტიისა და ცინის დინასტიის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაოტინგი მდებარეობს ხებეის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში, ჩინეთის დიდ ვაკეზე. მის დასავლეთიდან თაიხანგის მთები ესაზღვრება. საოლქო დდონის ქალაქს ესაზღვრება: ჭანგძიაქოუ ჩრდილოეთიდან, ლანგფანგი და ცანგჭოუ აღმოსავლეთიდან, შიძიაჭუანგი და ხენგჭუი სამხრეთიდან. პაოტინგი ასევე ესაზღვრება ბეიჯინგს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და შანსის დასავლეთიდან.

პაოტინგის დასავლეთი ნაწილი ძირითადად დაფარულია მთებისა და გორებით, რომელთა სიმაღლე 1000 მეტრზე მეტია. ეს ტერიოტირა მოიცავს რაიონებს: ლაიშუის, იის, მანჩენგს, შუნფინგს, თანგსა და ფუფინგს. ამავე ნაწილში მდებარეობს ლაიიუანის რეგიონი, რომელიც საოლქო დონის ქალაქის 30.6%-ს მოიცავს. ქალაქის უმაღლესი წერტილი არის მთა უაითოუ (ჩინ. 歪头山), რომლის სიმაღლე 2286 მეტრს შეადგენს. ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი, ძირითადად, დაბლობებია, რომელთა სიმაღლე 30-დან 100 მეტრამდე მერყეობს. აქ გაედინება მდინარეები: ძიუმა, იიშუი (ჩინ. 易水), ცაო (ჩინ. 漕河), ლანგცუანი (ჩინ. 龙泉河), თანგი (ჩინ. 唐河) და შა. პაიიანგტიანის ტბა, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთში უდიდესი ტბაა ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობს.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაოტინგისათვის დამახასიათებელია ნოტიო კონტინენტური და ნახევრად უდაბნოს კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Dwa/BSk),[4] ქალაქისათვის დამახასიათებელია ცხელი, ნოტიო ზაფხულები, რაც აღმოსავლეთ აზიის მუსონებითაა განპირობებული. ზამთარი ზოგადად, ცივი, ქარიანი და ძალიან მძრალია, რაც ციმბირული ანტიციკლონითაა განპირობებული.

ჰავის მონაცემები — პაოტინგი (1971−2000)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 14.9 23.1 26.7 33.8 37.8 41.6 41.6 37.7 34.3 31.0 23.5 17.1 41.6
საშუალო მაღალი °C 2.5 5.8 12.6 21.3 27.0 31.7 31.7 30.1 26.5 20.0 10.8 4.1 18.7
საშუალო დღიური °C −3.2 −0.1 6.6 14.9 20.6 25.4 26.8 25.3 20.6 13.6 5.1 −1.2 12.9
საშუალო დაბალი °C −7.7 −4.7 1.3 8.8 14.5 19.6 22.6 21.4 15.7 8.7 0.8 −5.2 8.0
რეკორდულად დაბალი °C −22 −15.7 −14.8 −3.2 5.5 10.7 13.4 12.6 5.7 −2.3 −11.6 −17.9 −22
საშუალო ნალექი (მმ) 2.0 4.8 8.0 17.1 32.6 64.0 172.2 133.7 43.1 21.4 10.5 3.1 512.5
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 1.6 2.0 3.1 4.2 5.7 7.7 11.7 11.3 6.9 4.9 3.3 1.6 64.0
წყარო: Weather China[5]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაოტინგი მდებარეობს პოხაის=-რიმის ეკონომიკურ არეალში, რომელიც მოიცავს: ბეიჯინგს, ტიანძინსა და შიძიაჯუანს. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია China Lucky Film, რომელიც მთელი ჩინეთის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული მასალებისა და მაგნიტური ჩამწერი მედიის მწარმოებელია.[6] ქალაქში ასევე დაფუძვნებულია იინგლის ჯგუფი, 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სპონსორი. ეს კომპანია მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შედის მზის პანელების წარმოებით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მონაცემებით, ქალაქში მაცხოვრებლების რიცხვმა 11 194 382 ადამიანი შეადგინა, რაც 605 100 ადამიანით (5.71%) გაზრდილი მაჩვენებელია 2000 წლის მონაცემთან შედარებით. მამაკაცების რიცხვის შეფარდება ქალების რაოდენობასთან არის 101.94:100. 14 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობაა 1 915 800 (მთლიანი მოსახლეობის 17.11%), 15 წლიდან 64 წლის ჩათვლით 8 370 600 (74.78%), ხოლო 65+ ადამიანების რიცხვი 908 000-ს (8.11%) ადგენს. პაოტინგის ურბანული არეალი 5 ურბანული რაიონისაგან შედგება, რომელთა საერთო მოსახლეობა 2 739 887 ადამიანია. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ხანები არიან. პაოტინგში გავრცელებულია ჩინური ენა მანდარინი, კეროდ კი ამ ენის პატინგური დიალექტი. იმის მიუხედავად, რომ პაოტინგი ბეიჯინგიდან ერც თუ ისე შორს მდებარეობს, აქაური დიალექტი ტიანძინის დიალექტთან უფრო ახლოსაა ვიდრე ჩინეთის დედაქალაქი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • [www.bd.gov.cn/ ოფიციალური სამთავრობო ვებ-გვერდი]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 46. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2021.  დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. China: Hébĕi (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  3. 最新中国城市人口数量排名(根据2010年第六次人口普查). www.elivecity.cn (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-03. ციტირების თარიღი: 2021-11-07.
  4. Peel, M. C. and Finlayson, B. L. and McMahon, T. A. (2007). "Updated world map of the Köppen-Geiger climate classification". Hydrol. Earth Syst. Sci. 11: 1633-1644. ISSN 1027-5606.
  5. extremetemps. (8 January 2021) Asian cold spell Update: Some records....
  6. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-04. ციტირების თარიღი: 2021-11-07.