შინაარსზე გადასვლა

ცანგჭოუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
ცანგჭოუ
沧州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხებეი
შიდა დაყოფა Xinhua District, Yunhe District, Cang County, Qing County, Dongguang County, Haixing County, Yanshan County, Suning County, Nanpi County, Wuqiao County, Xian County, Mengcun Hui Autonomous County, Botou, Renqiu, Huanghua, Hejian, Q13919670?, Q123144583? და Q15955962?
კოორდინატები 38°18′17″ ჩ. გ. 116°50′19″ ა. გ. / 38.30472° ჩ. გ. 116.83861° ა. გ. / 38.30472; 116.83861
ფართობი 14,383.46[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 13±1 მეტრი
მოსახლეობა 7,134,062 კაცი
სიმჭიდროვე 500 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0317
საფოსტო ინდექსი 061001
საავტომობილო კოდი 冀J
ოფიციალური საიტი cangzhou.gov.cn/english/index.shtml
ცანგჭოუ — ჩინეთი
ცანგჭოუ

ცანგჭოუ (ჩინ.: 沧州) — საოლქო დონის ქალაქი აღმოსავლეთ ხებეის პროვინციაში, ჩინეთი. 2010 წლის მონაცემებით ცანგჭოუს აგლომერაცია მოიცავს რეგიონებს: იუნხეს, სინხუასა და ცანგის რეგიონებს. მარტო ამ რეგიონების მოსახლეობა 1 205 814 ადამიანს შეადგენს, მაშინ, როდესაც მთლიანად საოლქო დონის ქალაქში 7 134 062 ადამიანი ცხოვრობს. ცანგჭოუ დაახლოებით 90 კილომეტრითაა დაშორებული მთავარ საპორტო ქალაქიდან, ტიანძინიდან, ხოლო ბეიჯინგიდან ის 180 კილომეტრით შორს მდებარეობს.

ქალაქი ჩინეთის სხვა ადმინისტრაციული ერთეულების მსგავსად მოიცავს პარტიულ კომიტეტს, სახალხო მთავრობას, სახალხო კონგრესსა და პოლიტიკურ საკონსულტაციო კონფერენციას.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ცანგჭოუ ადმინისტრაციულად შემდეგნაირად იყოფა:

რუკა

1
2
ცანგი
ცინგი
ტუნგკუანგი
ხაისინგი
იანშანი
სუნინგი
ნანფი
უციაო
სიანი
მენგცუნი
ბოთოუ
რენციუ
ხუანგხუა
ხეძიენი
1. სუნხუა
2. იუნხე
სახელი ჩინური დამწერლობა ფინინი მოსახლეობა
ფართობი (კმ²) სიმჭიდროვე
იუნხე ჩინ.: 运河区 Yùnhé Qū 270,000 138 1,957
სინხუა ჩინ.: 新华区 Xīnhuá Qū 220,000 89 2,472
ბოთოუ ჩინ.: 泊头市 Bótóu Shì 550,000 977 563
რენციუ ჩინ.: 任丘市 Rénqiū Shì 770,000 1,023 753
ხუანგხუა ჩინ.: 黄骅市 Huánghuá Shì 490,000 1,545 317
ხეძიანი ჩინ.: 河间市 Héjiān Shì 770,000 1,333 578
ცანგი ჩინ.: 沧县 Cāng Xiàn 660,000 1,527 432
ცინგი ჩინ.: 青县 Qīng Xiàn 390,000 968 403
ტუნგკუანგი ჩინ.: 东光县 Dōngguāng Xiàn 350,000 710 493
ხაისინგი ჩინ.: 海兴县 Hǎixīng Xiàn 220,000 836 263
იანშანი ჩინ.: 盐山县 Yánshān Xiàn 400,000 795 503
სუნინგი ჩინ.: 肃宁县 Sùníng Xiàn 330,000 497 664
ნანფი ჩინ.: 南皮县 Nánpí Xiàn 350,000 794 441
უციაო ჩინ.: 吴桥县 Wúqiáo Xiàn 280,000 603 464
სიანი ჩინ.: 献县 Xìàn Xiàn 570,000 1,191 479
მენგცუნი ჩინ.: 孟村回族自治县 Mèngcūn Huízú
Zìzhìxiàn
180,000 393 458

ცანგჭოუს ურბანული ცენტრი მძიმე ინდუსტრიული ქალაქია, მაგრამ ქალაქის გარშემო ასევე არსებობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ადგილები. ქალაქი ჩინეთის მასშტაბით კარგადაა ცნობილი თავისი უნაბის (ჩინური ფინიკით) წარმოებით, ასევე მსხლით (საყოველთაოდ ცნობილი საექსპორტო სახელწოდებით Tianjin Ya Pear). ჩრდილოეთ ჩინეთის ნავთობის საბადოზე ქალაქ ცანგჭოუს იურისდიქცია ვრცელდება. ქალაქში ასევე არის თევზჭერისათვის და ქვანახშირისათვის განკუთვნილი დიდი ზომის პორტი.

გეოგრაფია და ტრანსპორტირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცანგჭოუ მდებარეობს ხებეის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში, ტიანძინიდან სამხრეთით, წყნარი ოკეანის ბოხაის ზღვის მიმდებარედ. ცანგჭური ესაზღვრება საოლქო დონის ქალაქებს: ხენგშუის სამხრეთ-დასავლეთიდან, პაოტინგს დასავლეთიდან და ლანგფანგს ჩრდილოეთიდან. ის ასევე მდებარეობს ბეიჯინგისა და შანხაის დამაკავშორებელ სარკინოგზო მონაკვეთზე. ცანგჭოუს ტერიტორიას ემსახურება ჩინეთის ეროვნული ავტომაგისტრალები: ავტომაგისტრალი 104 და ავტომაგისტრალი 307.

ძირითადი აეროპორტები, რომლებიც ცანგჭოუს მიმდებარედ არსებობენ, არიან: ბეიჯინგის დედაქალაქის აეროპორტი და ტიანძინის აეროპორტი.

ჩინეთის დიდი არხი ასევე გაედინება ცაგნჭოუში და ამ ქალაქის რეგიონს, იუნხეს სახელი სწორედ მის გამო ეწოდა.

ცანგჭოუში ჩვეულებისამებრ ოთხი სეზონია. ქალაქისათვის, მუსონების არსეობობის გამო, დამახასიათებელია ნოტიო კონტუნენტური კლიმატი და ნახევრად არიდული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია BSk/Dwa). ქალაქისათვის დამახასიათებელია ცივი, მშრალი ზამთარი და ცხელი, ნოტიო ზაფხული.

ჰავის მონაცემები — ცანგჭოუ (1981−2010
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 2.7 6.8 13.9 21.3 27.5 31.6 32.1 30.4 27.2 20.5 11.4 4.0 19.1
საშუალო დღიური °C −3.2 0.9 7.5 14.7 21.1 25.6 27.2 25.5 21.1 14.4 5.5 −1.3 13.3
საშუალო დაბალი °C −7.7 −3.8 2.0 8.9 15.0 20.0 22.8 21.5 16.0 9.1 0.7 −5.5 8.3
საშუალო ნალექი (მმ) 2.6 5.4 10.6 20.6 38.6 73.8 169.0 125.4 44.7 34.7 12.4 3.2 541
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 1.6 2.5 3.1 4.4 5.7 8.6 12.6 9.5 5.8 4.8 3.2 2.1 63.9
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 58 57 47 49 54 60 72 78 71 65 62 61 61
საშუალო თვიური მზიანი საათები 188.8 184.5 229.2 250.7 274.6 261.5 219.8 229.3 235.2 226.6 186.7 175.8 2 662,7
შესაძლო მზის სინათლის პროცენტი 63 61 62 64 63 59 49 54 63 65 62 60 60
წყარო: China Meteorological Administration (precipitation days and sunshine 1971–2000)[2]
ცანგჭოუს რკინის ლომი

ცანგჭოუ ჩინეთის მასშტაბით ოდითგანვე ცნობილი იყო უშუს (ჩინური საბრძოლო ხელოვნება) წყალობით, ასევე აკრობატიკით (კონკრეტულად კი უ ციაოს სკოლით). ცანგჭოუ ასევე გამორჩეულია მისი ათასი წლის წინანდელი ორმოცტონიანი ქანდაკებით, ცანგჭოუს რკინის ლომით. ეს ქანდაკება უდიდესი რკინის ქანდაკებაა მსოფლიოში, რომელიც ჩამოსხმულია 953 წელს, ხუთი დინასტიისა და ათი სამეფოს პერიოდში. ეს ლომი ასევე არის ცანგჭოუში ჩამოსხმული ლუდის სიმბოლო.[3]

ცანგჭოუ ასევე არის ტრადიციული ჩინური საშემსრულებლო ხელოვნების, კუაიბან ტაგუს სამშობლო.

ქალაქ ცანგჭოუში მდებარეობს შვილი ისლამური მეჩეთი, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობისათვისაა (ძირითადად ხუეის ხალხი) შექმნილი.[4] ამ რელიგურ დაწესებულებებს შორის ერთ-ერთის, დასავლეთის მეჩეთის მუზეუმში წარმოდგენილია ისლამური ხელნაწერებისა და არტეფაქტების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია მთელი ჩინეთის მასშტაბით.[5]

დემოგრაფია და საზოგადოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცანგჭოუში ძირითადად ხანები ცხოვრობენ. ქალაქში ასევე არის მუსლიმი ხუეის ხალხის უმცირესობა. ქალაქის მუსლიმანურ საზოგადოებაში კვლავ არსებობს სტერეოტიპები ხანებთან ქორწინების შესახებ. სინძიანი პროვინციდან ხალხის მიგრაციის შედეგად (ძირითადად ესენი არიან უიღურები) ხებეის პროვინციაში და ცანგჭოუში მუსლიმანების რიცხვი დღითიდღე იზრდება.

ცანგჭოუს მოსახლეობის უმრავლესობის მშობლიური ენა ჩინური მანდარინის ენის ჩრდილო-აღმოსავლური დიალექტია, რომელსაც ცანგჭოუ ეწოდება. ეს ენა არის ძი ლუს ვარიანტი. ის ასევე არის ტიანძინისა და პაოტინგის მსგავსი, მაგრამ ორივე მათგანი ცანგჭოუს დიალექტისაგან მაინც განსხვავებულად ითვლება.[6]. ცანგჯოუს რეგიონის დიალექტები განსხვავდება რეგიონებისა და ადგილმდებარეობების მიხედვით, მაგრამ მათ მოსაუბრეებს ერთმანეთის გაგება შეუძლიათ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 46. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2021.  დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. 中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-15
  3. Wagner, Donald B. "The cast iron lion of Cangzhou", Needham Research Institute newsletter, no. 10, June 1991, pp. 2-3.
  4. Steinhardt, Nancy Shatzman (2015). China's Early Mosques. Edinburgh: Edinburgh University Press, გვ. 168. ISBN 978-1-4744-3721-9. 
  5. WEST MOSQUE MUSEUM, CANGZHOU, HEBEI PROVINCE დაარქივებული 2021-12-05 საიტზე Wayback Machine. CHINA HERITAGE NEWSLETTER, No. 5, March 2006. (China Heritage Project, The Australian National University. ISSN 1833-8461).
  6. [1]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცანგჭოუ“-დან