ოჰან დურიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოჰან დურიანი
Ohan Duryan.JPG
ბიოგრაფია
დაიბადა 8 სექტემბერი, 1922
იერუსალიმი
გარდაიცვალა 6 იანვარი, 2011 (88 წლის)
ერევანი, სომხეთი
საქმიანობა დირიჟორი, კომპოზიტორი, სომხეთის დროშა რუსეთის დროშა საფრანგეთის დროშა

ოჰან დურიანი (სომხ. Օհան Դուրյան, დ. 8 სექტემბერი, 1922, იერუსალიმი — გ. 6 იანვარი, 2011[1], ერევანი) — სომეხი დირიჟორი და კომპოზიტორი. სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1967 წ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჰან დურიანი დაიბადა იერუსალიმში, 1922 წლის 8 სექტემბერს, იგი იერუსალიმის კონსერვატორიაში სადირიჟორო ხელოვნებასა და კომპოზიციას შეისწავლიდა, ვ.პფეფერისა და ი.გრინტალის კლასებში. 1945 წელს კონსერვატორიის დამთავრების თანავე ოჰან დურიანი ევროპაში სამოგზაუროდ წავიდა. იგი თავის სადირიჟირო ცოდნას რ.დეზორმერთან და ჟ. მარტინონთან პარიზში ყოფნის პერიოდში სრულყოფდა. 1957 წელს, საერთაშორისო ტელე და რადიო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდობის მეექვსე მსოფლიო ფესიტივალში. იმავე წელს დაბრუნდა ერევანში.

1960-1965 წლებში დურიანი იყო სომხეთის ფილარმონიის, ხოლო 1971 წელს სომხეთის ოპერისა და ბალეტის მთავარი დირექტორი. 1967 წელს მისი ხელმძღვანელობით დაარსდა სომხეთის ტელე და რადიო სიმფონიური ორკესტრი. ოჰან დურიანი ასრულებდა მრავალი სომეხი კომპოზიტორის სიმფონიურ მუსიკას:

1965-1969 წლებში ოჰან დურიანი მოღვაწეობდა ლაიფციგის საოპერო თეატრში დირიჟორად, სადაც დადგა ოპერები „დონ კარლოსი“ და „თავადი იგორი“. კომპოზიტორი დირიჟორობდა სიმფონიურ კონცერტებს ბერლინში, დრეზდენში, ლაიფციგში. 2001 წელს კულტურის მინისტრმა ოჰან დურიანი გაათავისუფლა სომხეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორის თანამდებობიდან.[2] გათავისუფლებით შეურაწყოფილმა დატოვა სომხეთი და მოსკოვის სიმფონიურ ორკესტრს ჩაუდგა სათავეში, მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა.[3]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჰან დურიანი იყო პირველი პროპაგანდისტი და ინტერპრუტატორი საბჭოთა სომხეთის კომპოზიტორების მრავალი სიმფონიური ნაწარმოებისა. დურიანის ნაწარმოები „ოდა სამშობლოს“(1945) შექმნილია გუნდისათვის, სოლისტებისა და ორკესტრისთვის. ორატორია კომიტასის თემაზე (1955) შექმნილია გუნდისათვის სოლისტებისათვის კამერული ორკესტრისა და ორღანისთის. სიმფონიეტა (1955) შექმნილი სიმებიანი ორკესტრისთვის, ფორტეპიანოსთის და ფლეიტასათვის. 4 პასტორალი (1952-1953) — კამერული ორკესტრისთვის. 2 სუიტა სიმფონიური ორკესტრისთვის (1962,1971) — ერთი მთლიანი დასახელებით „კომიტასიანა“.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007 წელს გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი „ღრმა გრძნობების პროფესია. ოჰან დურიანი “ სტას ნამინის თანაავტორობით[4] .

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჰან დურიანი, გარდაიცვალა ერევანში, 2011 წლის 6 იანვარს, 88 წლის ასაკში. კომპოზიტორი დაკრძალულია კომიტასის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. asbarez
  2. Дирижёр Оган Дурян решил покинуть Армению. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-05-09. წაკითხვის თარიღი: 2010-09-05.
  3. Оган Дурян: «Отныне Армения для меня ничего не значит». დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-05-09. წაკითხვის თარიღი: 2010-09-05.
  4. Зара Геворкян. Профессия глубоких чувств. Оган Дурян. Голос Армении. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-05-09. წაკითხვის თარიღი: 2010-09-10.