მუაზეზ ილმიე ჩიღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მუაზეზ ილმიე ჩიღი
თურქ. Muazzez İlmiye Çığ
Muazzez İlmiye Çığ.jpg
დაბ. თარიღი 20 ივნისი, 1914 (1914-06-20) (106 წლის)
დაბ. ადგილი ბურსა, ოსმალეთის იმპერია
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
მუშაობის ადგილი stambulis muzeumebi
ალმა-მატერი ანკარის უნივერსიტეტი
ჯილდოები Q97386404?

მუაზეზ ილმიე ჩიღი (თურქ. Muazzez İlmiye Çığ, ქალიშვილობის სახელი: მუაზეზ ილმიე ითლი, დ. 20 ივნისი, 1914, ბურსა) — თურქი არქეოლოგი და ასირიოლოგი, რომელიც ცნობილია შუმერული ცივილიზაციის შესწავლით. მისმა განცხადებამ 2006 წელს ისლამურ სამყაროში განხეთქილება გამოიწვია, როდესაც მან თქვა, რომ არაბ ქალთა თავსაბურავი ხუთი ათასი წლით ადრე შეიქმნა და მას შუმერი მღვდლები ატარებდნენ.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუაზეზ ილმიე ითლის მშობლები ყირიმელი თათრები იყვნენ. მისი მამისა და დედის წინაპრები თურქეთში დასახლდნენ, მამის მხრიდან ნათესავები ქალაქ მერზიფონში, ხოლო დედის მხრიდან ნათესავები თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბურსაში, თურქეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში, მაშინდელი ოსმალეთის იმპერიის რეგიონალურ ადმინისტრაციულ ცენტრში.[1] მუაზეზ ილმიე დაიბადა ბურსაში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. 1919 წელს, მაშინ როდესაც ბერძნულმა არმიამ ქალაქ იზმირის დაპყრობა სცადა, მუაზეზის მამამ ოჯახის დაცვის მიზნით ქალაქ ჩორუმს შეაფარა თავი. სწორედ ჩორუმში დაიწყო მუაზეზმა სკოლაში სიარული. 1931 წელს, დაახლოებით 17 წლის ასაკში მუაზეზ ილმიე დაბრუნდა ბურსაში და დაწყებითი სკოლის მასწავლებლობის კურსი დაასრულა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ესქიშეჰირში ხუთი წლის განმავლობაში მასწავლებლობის შემდეგ მუაზეზ ილმიემ 1936 წელს ანკარის უნივერსიტეტში ხეთოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც მუსტაფა ქემალ ათათურქმა დააარსა. მის მასწავლებლებს შორის იყვნენ ხეთური კულტურისა და ისტორიის ორი ყველაზე ცნობილი მკვლევარი ჰანს გუსტავ გუთერბოკი და ბენო ლანდსბერგერი, ნაცისტური გერმანიის მიერ დევნილი გერმანელ-ებრაელები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდი გერმანიაში გაატარეს.[2]

1940 წელს სასწავლებლის დასრულების შემდეგ მან მუზეუმებში მუშაობა დაიწყო, რომელთა შორის იყო სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმები. ის მუშაობდა ლურსმნულ თიხის დაფებზე, რომელთა დიდი ნაწილიც გაუშიფრავი იყო და მუზეუმების დამალულ დარბაზებში ინახებოდა. მუაზეზ იმლიეს მიერ გაშიფრულმა და გამოქვეყნებულმა ისტორიულმა დაფებმა სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმს ახლო აღმოსავლეთის ენების შემსწავლელი ცენტრის სტატუსი მოუტანა. მუზეუმს ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი მკვლევარები.[2]

მუაზეზ ილმიე ჩიღი მერსინში ყოფნისას

პროფესიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი დაესწრო აღმოსავლეთმცოდნეობის კონგრესს მიუნხენში 1957 წელს. 1960 წელს მან ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლს-უნივერსიტეტში ექვსთვიანი სასწავლო კურის მოაწყო. მუაზეზ ილმიემ საქმიანობას თავი 1972 წელს დაანება.[3].

მუაზეზ ილმიე დაქორწინდა თოფქაფის მუზეუმის დირექტორზე, ქემალ ჩიღზე. მუაზიზი ასევე არის სეკულარიზმისა და ქალთა უფლებების გამოჩენილი დამცველი, ასევე გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და სტამბოლის უნივერსიტეტის პრეისტორიული მეცნიერებათა ინსტიტუტის საპატიო წევრი. მისი დამოკიდებულება თავისი საქმის მიმართ კარგად ჩანს მის წიგნებში, სამეცნიერო ნაშრომებში და გაზეთებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებულ ინტერვიუებში. მისი ინტერვიუები გამოაქვეყნეს ჟურნალებში, როგორებიცაა Belleten და Bilim ve Ütopya. მისი ავტოგრაფიული ნაწარმოები Çivi çiviyi söker, ჟურნალისტმა სერჰათ იოზთიურქმა შეკრა, რომელიც 2002 წელს ქვეყნის ეროვნული ფინანსური ინსტიტუტის,Türkiye Bankş Bankası-ის მიერ გამოქვეყნდა.

მას და მის გამომცემელს ბრალი დასდეს „რელიგიური განსხვავებულობის საფუძველზე სიძულვილის აღძვრისთვის“.[4] 2006 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო პროცესის პირველ მოსმენაზე მუაზეზი გაამართლეს, რამაც პროფესორ ჩიღს დამატებითი პოპულარობა მოუტანა.[5][6] სასამართლო პროცესზე მან უარყო ბრალდება და განაცხადა: „მე მეცნიერი ქალი ვარ ... არასდროს არავის მივაყენებ შეურაცხყოფას“.[7][8] საბოლოო სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა მოთხოვნები და წიგნის გამომცემელი გაამართლა. სასამართლო პროცესი ერთ საათსა და 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.[9][10][11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]