ასირიოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ასირიოლოგიაძველი შუამდინარეთის შემსწავლელი მეცნიერება. ასირიოლოგია ფართო გაგებით, შეისწავლის ყველა იმ ძველაღმოსავლელი ხალხის ენას, კულტურას , ისტორიას, რომელიც ლურსმულ დამწერლობას იყენებდა. განსაკუთრებით, ასურეთის, ბაბილონის და მათი წინამორბედის, შუმერის ისტორიასა და კულტურას. ასირიოლოგიის, როგორც მეცნიერების, დაბადების თარიღად მიჩნეულია 1857 წელი.

XIX საუკუნის შუახანებში რამდენიმე მეცნიერი აცხადებდა პრეტენზიას ლურსმული დამწერლობის წაკითხვაზე, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოება ეჭვის თვალით უცქერდა ამ განცხადებებს. 1857 წელს ინგლისის სააზიო საზოგადოებამ ოთხ სხვადასხვა მეცნიერს - ჰინკსს, ოპერტს, ტალბოტს, რაულინსონს, რომლებიც ლურსმულის წაკითხვას იჩემებდნენ, სამი დღის ვადაში წასაკითხად გადასცა იმ ხანებში აღმოჩენილი ვრცელი ლურსმული ტექსტი (ასურეთის მეფე ტიგლატფილესერ I-ის მატიანე - მისი ე.წ. "წარწერა პრიზმაზე"). ოთხივემ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ტექსტი დაახლოებით ერთნაირად წაიკითხა. სამეცნიერო საზოგადოებამ ამით აღიარა, რომ ლურსმული დამწერლობა ჭეშმარიტად ამოკითხული ყოფილა. ეს ფაქტი დაედო საფუძვლად ასირიოლოგიის, როგორც მეცნიერების დაბადების დღეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება]

  • The Sumerians: Their History, Culture, and Character, by Samule Noah Kramer, University of Chicago Press, 1963