შინაარსზე გადასვლა

მსხალდიდის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსხალდიდის ქედი
სოფელი მსხალდიდი
სოფელი მსხალდიდი
კოორდინატები: 41°43′57″ ჩ. გ. 44°37′19″ ა. გ. / 41.73250° ჩ. გ. 44.62194° ა. გ. / 41.73250; 44.62194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთის მუნიციპალიტეტი
ამგებელი ქანები თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა
მსხალდიდის ქედი — თბილისი
მსხალდიდის ქედი

მსხალდიდის ქედიქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თბილისის დასავლეთით. თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი განშტოება. მდინარეების დიღმისწყლისა და ვერის წყალგამყოფი. სოფელ წოდორეთის მერიდიანის აღმოსავლეთით იგი ცნობილია ლისის ქედის სახელწოდებით. აგებულია ძირითადად ზედაეოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ქედის სამხრეთი კალთა ღრმად არის დანაწევრებული მდინარე ვერის მარცხენა შენაკადებით. მსხალდიდის ქედის დასავლეთი ნაწილი ტყიანია, აღმოსავლეთით ჯაგეკლიანი ბუჩქნარი და ბალახეული ჭარბობს. ბევრგან ხელოვნური ტყეებია. ქედზეა სოფელი მსხალდიდი. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“:

ვიკიციტატა
„ლისის ტბის „დასავლეთით მთა სხალდიდისა. კეთილი აგარაკი და შვენიერი ყოვლითა.“