მსოფლიო ოკეანის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიო ოკეანის მუზეუმი
54°42′36″ ჩ. გ. 20°30′00″ ა. გ. / 54.71000° ჩ. გ. 20.50000° ა. გ. / 54.71000; 20.50000
დაარსდა 1990
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
დამაარსებლები სვეტლანა სივკოვა
მდებარეობა კალინინგრადი
ვიზიტორები 350 000[1]
დირექტორი სვეტლანა სივკოვა
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map

მსოფლიო ოკეანის მუზეუმი (რუს. Музей Мирового океана) — მარინისტული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს კალინინგრადში, ეძღვნება ნაოსნობას, ზღვის ფლორასა და ფაუნას, მსოფლიო ოკეანის გეოლოგიასა და ჰიდროლოგიას. აქვეა მარინისტული ბიბლიოთეკა და მოქმედი ეკოლოგიური სადგური.

ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ საზღვაო გემები „Витязь“ და „Космонавт Виктор Пацаев“, წყალქვეშა ნავი Б-413, ასევე ზვიგენის ჩონჩხი. შესაძლებელია უძველესი ზარბაზნებისა და ღუზების ნახვა. მუზეუმის ფილიალია ყინულმჭრელი „Красин“, რომელიც მუდმივად დგას სანქტ-პეტერბურგში.

მუზეუმში იმართება კონგრესები, მოქმედებს თემატური კლუბები. ასევე მიმდინარეობს სამეცნიერო სამუშაოები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ოკეანის მუზეუმის ექსპოზიცია მდინარე პრეგოლიის ნაპირებზე კალინინგრადში

მსოფლიო ოკეანის მუზეუმი ქაღალდზე დაარსდა 1990 წლის 12 აპრილს, როდესაც რსფსრ-ის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება № 116 „კალინინგრადში მსოფლიო ოკეანის მუზეუმის შექმნის შესახებ“, მაგრამ პირველი ვიზიტორი მუზეუმმა მიიღო მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, როცა 1994 წელს გემ „Витязь-ზე“ მოაწყვეს საგამოფენო მოედანი. მუზეუმის დებიუტი კი გაიმართა 1996 წელს, როდესაც მის კელდლებში გაიმართა რუსეთის ფლოტის 300 წლისთავის საზეიმო ღონისძიება.

2000 წელს გემ „Витязь-ის“ ახლოს განათავსეს წყალქვეშა ნავი Б-413. ამავე წლიდან მიმდინარეობს აღმოჩენილი ქარვის კარიერის კონსერვაციის სამუშაოები სოფელ იანტარნიში.

2003 წელს დასრულდა მთავარი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც განთავსებული იყო საკონფერენციო დარბაზიც[2]. 2006 წელს დასრულდა საპორტო ნაგებობის კაპიტალური რემონტი, რომელშიც მომდევნო წელს გაიხსნა ექსპოზიცია „საზღვაო კენიგსბერგ-კალინინგრადი“[2].

2007 წელს მუზეუმს გადაეცა XIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი ფრიდრიხსბურგის ციხესიმაგრე. 2009 წელს მსოფლიო ოკეანის მუზეუმმა აიღო გრან-პრი საერთაშორისო ფესტივალზე „ინტერმუზეუმი-2009“[3].

2017 წლის მარტში გარდაიცვალა მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი ვიქტორ სტრიუკი[4].

ამჟამად მუზეუმი აქტიურად შენდება. მუუზეუმის ადმნისტრაცია კი განტავსებულია ისტორიულ შენობაში , რომელშიც მეორე მსოფლიო ომამდე განთავსებული იყო ბელგიის საკონსულო.

მსოფლიო ოკეანის მუზეუმს ასევე ეკუთვნის XIX საუკუნის არქიტექტურის ძაგლი სამეფო კარიბჭე, რომელშიც განთავსებულია პეტრე I-ის დიდი ელჩობის ექსპოზიცია.

მუზეუმის მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ოკეანის მუზეუმის მისიაა[2]:

  • საზღვაო ოკეანის მრავალმხრივი წარმოჩენა და და რუსეთის როლი მის გამოკვლევაში.
  • მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება დედამიწის უმდიდრესი რესურსის რეალიზაციის გზით, რომელიც აკავშირებს ქვეყნებსა და კონტინენტებს.

მუზეუმის სპეციფიკაა - შემოინახოს ისტორიული გემები როგორც სამუზეუმო ობიექტები[2].

მუზეუმის მოქმედების ოფიციალური მიმართულებაა: სამეცნიერო-კვლევითი, საექსპოზიციო-საგამოფენო, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამომცემლო და საინფორმაციო. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით[2]:

  • მსოფლიო ოკეანის შესწავლისა და განვითარების ისტორია.
  • თანამედროვე წარმოდგენა მსოფლიო ოკეანის ბუნებაზე.
  • ისტორიული გემების შემონახვა
  • ბალტიის საზღვაო ისტორია და კულტურა

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის დასაწყისისათვის სამუზეუმო ექსპოზიცია შეადგენდა 54 726 ერთეულს, მათ შორის: ძირითად ფონდში - 37 336 და სასწავლო-დამხმარე ფონდში - 17 392 ერთეული. სულ მუზეუმში 18 ფონდსაცავია, საერთო ფართობით 474 მ². მუზეუმის საერთო ფართობია - 10 818 მ², მათ შორის საექსპოზიციო 4 442 მ²[2].

გემი-მუზეუმი „ვიტიაზი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვიტიაზი“

მსოფლიოში ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი გემი მუზეუმია „ვიტიაზი“.

ამ გემის ისტორია მოიცავს გერმანულ, საბჭოთა და რუსულ პერიოდებს. 1939 წელს ბრემერჰავენში ააგეს გემი სახელწოდებით „მარსი“. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში „მარსს“ გამოიყენებდნენ გერმანელი ნაცისტები სამხედრო-სატრანსპორტო დანიშნულებით. ომის ვასრულების შემდეგ იგი გადაეცა დიდ ბრიტანეთს რეპარაციის სახით, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე სსრკ-ის ხელშია 1946-1947 წლებში სახელწოდებით „ეკვატორი“ გემი გამოიყენება ტვირთსაზიდად. 1947-1949 წლებში გემმა პროფილი შეიცვალა, გახდა სამეცნიერო-კვლევითი და ეწოდა სახელი „ვიტიაზი“.

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის დროშის ქვეშ გემი დაცურავდა 30 წელი 1949 წლიდან 1979 წლამდე. სულ ამ პერიოდში შეარულა 65 სამეცნიერო რეისი, გაიარა 800 000 მილი. მისი ბორტიდან გაზომეს უდიდესი სიღრმე (11 022 მ) - მარიანას ღარი, აღმოაჩინეს ახალი ცხოველი - პოგონოფორები. გემზე ჩამოყალიბდა საბჭოთა ოკეანოლოგიის სკოლა, ექსპედიციებში მონაწილეობდნენ მეცნიერები საბჭოთა კავშირის 50 სამეცნიერო ინსტიტუტიდან და მსოფლიოს 20 ქვეყნიდან. გემი მონაწილეობდა საერთაშორიოს პროექტებში. გემი შეჩერდა მსოფლიოს 49 ქვეყნის 100 პორტში. „ვიტიაზის“ სტუმრებს შორის იყვნენ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ელჩები და კულტურის მოღვაწეები, ასევე ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიცაა ტურ ჰეიერდალი და ჟაკ-ივ კუსტო[5].

მისი ბოლო ვიზიტი შესრულდა კალინინგრადში, სადაც 11 წლის განმავლობაში მისი მომავალი გაურკვეველი რჩებოდა. 1992 წელს მიიღეს გადაწყვეტილება მისი გემ-მუზეუმად გარდაქმნისა და დაცვის შესახებ.

2007 წელს გემმა „ვიტიაზმა“ მიიღო პირველი რანგის მეცნირებისა და ტექნიკის ძეგლის სტატუსი[6].

წყალქვეშა ნავ-მუზეუმი Б-413[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალქვეშა ნავი Б-413 მდინარე პრეგოლიაზე

1997 წლის დეკემბერში მსოფლიო ოკეანის მუზეუმის დირექტორის ინიციატივით რუსეთის კულტურის მინისტრმა ნატალია დემენტიევამ რუსეთის მთავრობის თავჯდომარეს ვიქტორ ჩერნომირდინს მიმართა თხოვნით წყალქვეშა ნავ Б-413-ის უფასოდ გადაცემის შესახებ, როგორც სამუზეუმო ექსპონატი. 1999 წლის 3 სექტემბერ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ბრძანებით წყალქვეშა ნავი გამოიყვანეს სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო შემადგენლობიდან. ბალტიის ფლოტის ადმირალის ვლადიმირ ეგოროვის დირექტივების მიხედვით იგი კრონშტადტიდან კალინინგრადში გადაიყვანეს. 2000 წლის 1 ივლისს კი შედგა ბალტიის ფლოტის მიერ მსოფლიო ოკეანის მუზეუმისათვის წყალქვეშა ნავის საზეიმოდ გადაცემის ცერემონიალი[7].

2000 წლის 2 ივლისიდან წყალქვეშა ნავი გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის, როგორც მუზეუმი. ნავზე გაიხსნა გამოფენა „რუსეთის წყალქვეშა ფლოტის ისტორიიდან“[7].

გემი „კოსმონავტი ვიქტორ პაცაევი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გემი „კოსმონავტი ვიქტორ პაცაევი“ მსოფლიო ოკეანის მუზეუმში, კალინინგრადი.

სამეცნიერო-კვლევითი გემი, რომელსაც სახელი ეწოდა მფრინავი-კოსმონავტის ვიქტორ პაცაევის პატივისცემის ნიშნად, 2001 წლიდან კალინინგრადის მსოფლიო ოკეანის მუზეუმში მდებარეობს. ეს არის ერთადერთი შემორჩენილი გემი ე. წ. „ვარსკვლავური ფლოტილიიდან“, რომელიც დაიშალა საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1990-იან წლებში რუსეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს. 1994 წლამდე გემის ძირითადი ამოცანა იყო ტელემეტრიული მონაცემების მირება და ანალიზი და კავშირის უზრუნველყოფა ფრენის მართვის ცენტრთან.

ამჟამად სამეცნიერო-კვლევითი გემი უზრუნველყოფს კავშირს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან. გემზე ასევე განთავსებულია გამოფენა „ვარსკვლავური ფლოტილიის სამი სტიქია“, რომელიც ეძღვნება საბჭოთა კავშირის კოსმოსური ფლოტის ბედს. გემზე მიმდინარეობს ექსკურსია „კოსმოსური ოდისეა“.

თევზმჭერი გემ-მუზეუმი „СРТ-129“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„СРТ-129“ — ერთადერთი სამუზეუმო თევზმჭერი გემი რუსეთში.

თევმჭერი გემი მუზეუმის შემადგენლობაში შედის 2007 წლიდან. იგი ტიპური თევზმჭერი გემია, რომელსაც იყენებდნენ კალინინგრადელი მეთევზეები ზღვაში თევზის დასაჭერად.

ყინულმჭრელი „კრასინი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული და საბჭოთა არქტიკული ყინულმჭრელი „კრასინი“, წარმოადგენს მსოფლიო ოკეანის მუზეუმის ფილიალს საქნტ-პეტერბურგში. 1980-იანი წლების დასასრულს ყინულმჭრელი შეიძინა საკავშირო საზოგადოება „ცოდნამ“ ვა გააგზავნეს ლენინგრადში, რათა გაეგძელებინა თავისი არსებობა გემი-მუზეუმის სახით. ამჟამად ყინულმჭრელი გემის სადგომია ლეიტენანტ შმიდტის სანაპირო სანქტ-პეტერბურგის სამთო ინსტიტუტთან.

ექსპოზიცია „შეეხეთ ოკეანის სამყაროს“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალტიის კაშალოტის ჩონჩხი

მუზეუმის მთავარ კორპუსში წარმოდგენილია ესპოზიცია „შეეხეთ ოკეანის სამყაროს“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ზღვის აკავრიუმი, ზღვის მოლუსკებისა და მარჯნების კოლექცია, გეოლოგიური და პალეონტოლოგიური ნიმუშები და ასევე რუსეთში უდივესი კაშალოტის ჩონჩხი.

ზღვის მოლუსკების ნიჟარების კოლექცია „ზღვის მარგალიტები“ მოიცავს 6 000-ზე მეტ მოლუსკის ნიჟარას, რომლებიც განეკუთვნებიან 900 სახეობას. კოლექციაში „მარჯნების ბაღი“ წარმოდგენილია 300-ზე მეტი მარჯნის ნიმუში. და ბოლოს საზღვაო აკვარიუმში შესაძლებელია თევზებისა და სხვა ცხველების ხილვა.

ცალკე პავილიონში გამოფენილია რუსეთში უდიდესი კაშალოტის ჩონჩხი, რომელიც აღმოაჩინეს ბალტის ცელის ზონაში 2004 წელს, სწორედ ამიტომ მას უწოდებენ „ბალტიის ჩონჩხს“. ჩონჩხის სიგრძეა 15 მეტრი, უნდა იყოს 15-20 წლის ასაკის. ბალტიის ზღვაში კაშალოტები არ ბინადრობენ, სავარაუდოდ იგი შემოყვა ოკეანის დინებას ევროპის მხრიდან. 2010 წლის ივლისში ძვლების საბოლოო რესტავრაცია მოახდინა სანქტ-პეტერბურგის ზოოლოგიური მუზეუმის ტაქსიდერმისტმა იური სტარიკოვმა[8].

საგამოფენო კოსრპუსი „პაკჰაუზი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლიდან მუზეუმის ექსპოზიციაში მდებარეობს შადრევანი პუტი, რომლის ავტორიცაა ცნობილი გერმანელი მოქანდაკე სტანისლავ კაუერი[9]. 2015 წლიდან შადრევნის ახლოს აღმართეს კაუერის კივევ ერთი ნამუშევარი „გენიუსი“, რომელიც ინახებოდა კალინინგრადის სამხატვრო გალერეაში[10].

2015 წლიდან მუზეუმში ასევე გამოფენილია არტურ შნაიტერის ქანდაკება „ლიზონკა კნუტებით“[11].

ფრიდრიხსბურგის კარიბჭე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრის კარიბჭე

ფრიდრიხსბურგის ციხესიმაგრის კარიბჭე, რომელიც ასევე ცნობილია ფრიდრიხსბურგის კარიბჭის სახელითაც, ყოფილი ციხესიმაგრის ერთადერთი შემონახული ელემენტია. ეს კარიბჭე ააგეს 1852 წელს ფრიდრიხ ავგუსტ შტიულერის პროექტის მიხედვით. თავისი არქიტექტურით ისინი ჩამოჰგავენ კენიგსბერგის ქალაქის კარიბჭეებს. ისევე როგორც ქალაქის კარიბჭეები, ციხესიმაგრის კარიბჭეც აგებულია გამომწვარი ფიგურული აგურით და ნეოგოთიკურ სტილში.

კარიბჭე შედგება ცენტრალური პორტალისაგან, რომელსაც თაღის ფორმა აქვს, რომლის გვერდებზე სიმეტრიულად განტავსებული კაზიმატებია გარნიზონისთვის. შესასვლელის მხრიდან მდებარეობს ოთხი მრგვალი კოშკი. კარიბჭე შემკულია დეკორატიული ელემენტებით და გოთიკური ფანჯრებით.

კარიბჭე დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ომის შემდეგ იგი არ აღუდგენიათ და იმყოფება დანგრევის საფრთხის წინაშე, მაგრამ რსფსრ-ის მინისტრთა კაბინეტის დადგენილების მიხედვით მას მიანიჭეს ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტური ძეგლის სტატუსი.

მიუხედავად ისტორიული ძეგლის სტატუსისა, შენობა კვლავ განაგრძობდა ნგრევას. კარიბჭის რესტავრაცია დაიწყო მხოლოდ XXI საუკუნის დასაწყისში. რესტავრაციის დასრულების შემდეგ კარიბჭე გახდა მსოფლიო ოკეანის მუზეუმის კიდევ ერთი ფილიალი. 2010 წელს იგეგმებოდა პირველი დამთვალიერებლის მიღება[12]. რესტავრაციისათვის გამოყოფილი თანხები დაიტაცა კორუმპირებულთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგორ პირუმოვი[13].

მუზეუმის სხვა ექსპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალქვეშა აპარატი „ტეტისი“.

სანაპიროზე მდებარე ექსპოზიციის გვერდით განთავსებულია[2]:

  • XIX საუკუნის გემის არქეოლოგიური აღმოჩენა.
  • წყალქვეშა აპარატი „Пайсис-VII“ და „Тетис“
  • 1950-ინი წლების იახტა.
  • ჰოდროგრაფიული კატერი.

მუზეუმის ფონდებში ინახება მასალები, რომლებიც დაკავშირებულია ოკეანის მკვლევრების ცხოვრებასთან. ესენი არიან: მარია კლიონოვა, ვლადიმირ კორტი, პეტრე შირშოვი, ვსევოლოდ ზენკოვიჩი, პანტელეიმონ ბეზრუკოვი, ივან პაპანინი და სხვები.

მუზეუმში გამოფენილია მხატვარ-მარინისტის ე. ვოიშვილოს ნამუშევრები ისტორიული გემების გამოსახულებით, ასევე გამოფენილია ისტორიული გემების მოდელები[6].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Памятные даты Музея Мирового океана. Справочник / Сост. В. Л. Стрюк, В. И. Комарова, Н. А. Трофимова. — Калининград: Издательство КГУ, 2004. — 82 с.
  • Музеи Калининградской области / ответственный редактор: В. Л. Стрюк. — Справочник. — Калининград: Федеральное агентство по культуре и кинематографии России, Музей Мирового океана, «Терра Балтика», 2005. — 180 с.
  • История отечественной океанологии: Сб. науч. трудов/ Отв. ред. В. Л. Стрюк. / Калининград: Изд-во КГУ, 2001. — 223 с.
  • История океанологии: Труды 4-й международной конференции / Отв. ред. В. Л. Стрюк. — Калининград: Терра Балтика, 2009. — 294 с. ISBN 978-5-98777-041-2
  • Актуальные проблемы сохранения исторических судов: Материалы Международной конференции / Отв. ред. В. Л. Стрюк. — Калининград: Терра Балтика, 2005. — 128 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Концепция создания музея перемещенных ценностей на территории Калининградской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-05. ციტირების თარიღი: 2018-06-14.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Концепция развития музея на 2007—2012 годы.[მკვდარი ბმული]
  3. Калининградский Музей мирового океана стал лучшим в стране
  4. Виктор Леонидович Стрюк. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-16. ციტირების თარიღი: 2018-06-15.
  5. Научно-исследовательское судно «Витязь» АН СССР.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-20. ციტირების თარიღი: 2018-06-16.
  6. 6.0 6.1 Музейное собрание.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-20. ციტირების თარიღი: 2018-06-16.
  7. 7.0 7.1 Б-413 на сайте «Штурм Глубины».
  8. В Музее Мирового океана заканчивается реставрация костей кашалота.[მკვდარი ბმული] 19.07.2010.
  9. Морской Кенигсберг-Кaлининград - Музей Мирового океана. www.world-ocean.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-12. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
  10. Музей Мирового океана откроет после реставрации скульптуру Станислауса Кауэра. www.museum.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
  11. Лизонька с котятами - Музей Мирового океана. www.world-ocean.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-26. ციტირების თარიღი: 2017-02-25.
  12. «„Ладейный двор“ Фридрихсбургских ворот»: фоторепортаж «Нового Калининграда. Ru» // Новый Калининград
  13. За хищение госсредств прокурор требует для Пирумова пять лет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-26. ციტირების თარიღი: 2018-06-16.