კალინინგრადის სახვითი ხელოვნების საოლქო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალინინგრადის სახვითი ხელოვნების საოლქო მუზეუმი
54°42′30″ ჩ. გ. 20°31′09″ ა. გ. / 54.7083889° ჩ. გ. 20.5191694° ა. გ. / 54.7083889; 20.5191694
დაარსდა 1988
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა კალინინგრადი
ვიზიტორები 110 000[1]
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map

კალინინგრადის სახვითი ხელოვნების საოლქო მუზეუმი (რუს. Калининградский областной музей изобразительных искусств) — სამხატვრო მუზეუმი კალინინგრადში. გაიხსნა 1988 წლის 24 ნოემბერს. მუზეუმის საერთო ფართობია 6 804 მ². საგამოფენო ფართობია 2 060 მ². საგამოფენო დარბაზების ფართობია 160-დან 750 მ²-მდე. მუზეუმში სულ დაცულია 16 206 ექსპონატი[2].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველწლიურად იმართება 60-მდე სამამულო და უცხოური ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. მუზეუმის ფონდი მოითვლის 16 000-ზე მეტ ექსპონატს. მათ შორისაა ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები. ძირითადად წარმოდგენილია XX საუკუნის მეორე ნახევრის ადგილობრივი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები. ნამუშევრები გამოირჩევა სხვადასხვა სტილისტური მიმართულებებით. აქ წარმოდგენილია ნამუშევრები სოციალისტური რეალიზმიდან პოსტმოდერნისტულ სამხატვრო პრაქტიკამდე.

ბიენალე „კალინინგრადი-კენიგსბერგი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალტიის ქვეყნების თანამედროდე გრაფიკის უნიკალური კოლექციის გამოფენა მიმდინარეობს საერთაშორისო ბიენალეზე „კალინინგრადი-კენიგსბერგი“. ეს გამოფენა იმართება არარეგულარულად, დაწყებული 1990 წლიდან. მასში მონაწილეობას იღებენ მხატვრები ბალტიის რეგიონის 10 ქვეყნიდან. ბიენალეს მსვლელობისას წარმოდგენილია 200 ავტორის დაახლოებით 600 ნამუშევარი. გამოფენების გარდა ბიენალეზე იმართება სხვადასხვა კონფერენციები, რომლის შედეგავაც გამოდის სტატიების კრებული[3] .

ექსპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმს აქვს რამდენიმე მუდმივი თემატიკური გამოფენა.

თანამედროვე გრაფიკის ძირითადი კოლექცია, რომელიც წარმოდგენილია გალერეაში, შეიცავს ნამუშევრებს, რომელიც შესრულებულია XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში. დღეისათვის კოლექცია მოიცავს 700 ნამუშევარს. მათ შორის წარმოდგენილია კალინინგრადელი მხატვრების ნამუშევრებიც. 1990 წლიდან კალინინგრადში იმართება დაზგური გრაფიკის საერთაშორისო ბიენალე[4].

პირველი მხატვარი კალინინგრადში გამოჩნდა ჯერ კიდევ საუკუნის 50-იან წლებში, ხოლო 1978 წელს კალინინგრადის საოლქო მუსიკალურ სასწავლებელში შეიქმნა სამხატვრო განყოფილება. კალინინგრადის სახვითი ხელოვნების საოლქო მუზეუმში ქალაქის მხატვრების ნამუშევრებს უმნიშვნელოვანესი როლი უკავია. ნამუშევრების უმეტესობა შესრულებულია ავანგარდისტული მიმართულებით[5].

XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის აღმოსავლეთ პრუსიის ხელოვნება წარმოდგენილია გრაფიკით და ქანდაკებით. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჰენრიხ ვოლფისა და მისი მოსწავლეების ნამუშევრებს[6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]