შინაარსზე გადასვლა

ყინულმჭრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთ პოლუსისკენ მიმავალი ატომური ყინულმჭრელი „იამალი“. 2001 წელი
რუსული ყინულმჭრელი კრასინი ამერიკულ მომმარაგებელ გემს ანტარქტიკისკენ, მაკ-მერდოს სადგურისკენ მიუძღვება

ყინულმჭრელი — სპეციალური დანიშნულების გემი ან ნავი, რომელიც ყინულით დაფარულ წყლებზე სანაოსნოდ და სხვა ნავებისთვის და გემებისთვის უსაფრთხო წყლითსავალი გზის გასაკვალადაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ძირითადა ყინულმჭრელ გემებს გულისხმობს, ასევე შესაძლებელია შედარებით პატარა მცურავი საშუალებებიც იგულისხმებოდეს, მაგალითად ყინულმჭრელი ნავები, რომლებიც ოდესღაც გაერთიანებული სამეფოს არხებზე გამოიყენებოდა.

იმისათვის, რომ გემი ყინულმჭრელად ჩაითვალოს, უნდა ჰქონდეს ისეთი სამი თავისებურება, რომელიც ჩვეულებრივ გემებს არ აქვთ: გამაგრებული კორპუსი, ყინულის ჭრის შემძლე ფორმა და ყინულში გავლის სიმძლავრე.[1]

ყინულმჭრელი გზას პირდაპირ ყინულის ზონებში გავლით და მათზე მიწოლით ასუფთავებს. წყლის ყინული ძალიან სუსტია და მარტივად იმტვრევა, თუმცა ძალიან სქელი ყინულის შემთხვევაში, ყინულმჭრელს შეუძლია ყინულს ცხვირით დააწვეს და გასატეხად გემის წონა გამოიყენოს. ვინადაიანაც გემს ყინულს ჭრაზე ბევრად მეტად წინ დაგროვებული ნამსხვრევები ანელებს, ყინულმჭრელს ასეთი შემთხვევებისთვის გამიზნული კორპუსი აქვთ, რომელიც ყინულის ნამსხვრევებს მის გვერდით ან ქვემოთ ამისამართებს. დაზიანებების რისკი გემის მამოძრავებელ სისტემაზე (ფრთიანი ხრახნი, ფრთიანი ხრახნების ლილვები, ა.შ.) ბევრად უფრო დიდია, ვიდრე თვითონ მის კორპუსზე, ყინულმჭრელის უნარი, წარმატებით იმოძრაოს ყინულზე, გატეხოს ის და შემდეგ გზიდან ნამტვრევები ჩამოიშოროს, მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.[2]

  1. Riska, K. Design of Ice Breaking Ships (pdf). ციტირების თარიღი: 2012-10-27.
  2. Chapter 5 Ship Design and Construction for Ice Operations.