სამეფო კარიბჭე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სამეფო კარიბჭე
Королевские ворота
Kaliningrad 05-2017 img18 Kings Gate.jpg
კოორდინატები 54°42′49″N 20°32′09″E / 54.713611° ჩ. გ. 20.535833° ა. გ. / 54.713611; 20.535833
მდებარეობა კალინინგრადი, რუსეთი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3910207000

ამეფო კარიბჭე (რუს. Королевские ворота; გერმ. Königstor) — კალინინგრადის შვიდი შემორჩენილი კარიბჭიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ფრუნზეს ქუჩისა და ლიტვის კედლის გადაკვეთაზე. 2005 წელს სამეფო ჭიშკარი გახდა კალინინგრადის 750 წლისთავის ცერემონიალის სიმბოლო[1]. ამავე წელს ჭიშკარში განთავსდა ისტორიულ-კულტურული ცენტრი „დიდი ელჩობა“, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ოკეანის მუზეუმის ფილიალს[2]. ჭიშკარში განთავსებულია ექსპოზიცია, რომელიც ეძღვნება ქალაქ-ციხესიმაგრის, კენიგსბერგის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას, კენიგსბერგ-კალინინგრადის დიპლომატიურ ისტორიას (კონკრეტულად, პეტრე I დიდის დიდი ელჩობის სტუმრობას კენიგსბერგში)[3].

სამეფო ჭიშკარი აგებულია ფსევდოგოთიკურ სტილში და გარეგნულად პატარა ციხესიმაგრეს წააგავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიბჭე XIX საუკუნეში

ამჟამინდელმა კარიბჭემ თავისი სახელწოდება მემკვიდრეობით მიიღო ძველი კარიბჭისაგან, რომელიც ამავე ადგილზე მდებარეობდა[4]. თავიდან ამ ადგილზე მდებარეობდა კალტჰოფის ჭიშკარი[4], რომელიც 1717 წელს დაანგრიეს, ხოლო კენიგსბერგის რუსეთის იმპერიაში შესვლისა და შვიდწლიანი ომის პერიოდში რუსმა ინჟინრებმა ააშენეს ახალი ნაგებობა[4]. ამ ჭიშკარს თავდაპირველად ეწოდებოდა გუმბინენის ჭიშკარი[4][5], რადგან სწორედ ამ გზით უკავშირდებოდა გუმბინენს (ამჟამად გუსევი). 1811 წელს კარიბჭეს სახელი შეუცვალეს და უწოდეს სამეფო[4][5], იმ ქუჩის მიხედვით, რომელზედაც მდებარეობდა იგი (გერმ. Königstrasse). ქუჩის სახელწოდება კი დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ქუჩით დადიოდნენ პრუსიის მეფეები კენიგსბერგის ციხესიმაგრიდან დევაუმდე.

XIX საუკუნის პირველი ნახევრის დასასრულს კენიგსბერგში დაიწყო საქალაქო შენობების მოდერნიზაცია, რის გამოც ძველი ჭიშკარი დაანგრიეს, ხოლო მის ადგილზე ააგეს ახალი, დღემდე შემონახული კარიბჭე[4][5].

ახალი სამეფო კარიბჭის საზეიმო საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1843 წლის 30 აგვისტოს მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის მონაწლეობით[4][5], მშენებლობა დასრულდა 1850 წელს[4][5][6].

XIX საუკუნის ბოლოს თავდაცვითი ნაგებობა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა სამეფო კარიბჭე, მოძველდა და ხელს უშლიდა ქალაქის განვითარებას[4]. 1910 წელს სამხედრო უწყებამ საბოლოოდ აღიარა, რომ ამ შენობამ საბოლოოდ დაკარგა სამხედრო დანიშნულება[5]. ამის შემდეგ შენობა ტრიუმფალური თაღის დანიშნულებას ასრულებდა.

უცნობია იყენებდნენ თუ არა სამეფო ჭიშკარს თავდაცვისათვის საბჭოთა ძალების მიერ ქალაქის შტურმისას მეორე მსოფლიო ომის დროს გამართული აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების ქრონიკაში და მემუარულ ლიტერატურაში იგი არ მოიხსენიება[7][8].

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანელი ტყვეები კარიბჭის ფონზე, 12 აპრილი, 1945 წელი

კარიბჭის ისტორიაზე არაფერი ცნობები არ მოიპოვება 1945-1960 წლების პერიოდში[9]. პირველი ოფიციალური ომის შემდგომი დოკუმენტი, რომელშიც იგი მოიხსენიება არის რსფსრ-ის მინისტრთა საბჭოს 1960 წლის 30 აგვისტოს დადგენილება № 1327[5], რომლის მიხედვითაც კარიბჭე აღიარეს ისტორიულ ძეგლად და სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მოექცა.

შემდეგი 15 წლის განმავლობაში კარიბჭის ისტორიაში არაფერი არ ხდებოდა. მისი რესტავრაცია არ მომხდარა, მასზე არ წერდნენ, შენობა ნელ-ნელა ინგრეოდა.[5]

1975 წელს რსფსრ-ის მინისტრთა საბჭოს გაეგზავნა წერილია კალინინგრადის ქალაქის აღმასკომის თავჯდომარის ვიქტორ დენისოვის ხელმოწერით, რომელიც ითხოვდა კარიბჭის რესტავრაციას, რაც განპირობებული იყო ქალაქის კულტუტული საჭიროებისთვის. აღნიშნულ წერილს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით კარიბჭეს დაემუქრა ზედ გამოსახული ფრიდრიხ I-ის, ჰერცოგ ალბრეხტისა და ოტოკარ II-ის ბარელიეფების მოხსნის საშიშროება[5]. აღნიშნული ინიციატივა წერილობითი სახით ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსპექციაში 1976 წელს გააგზავნა კალინინგრადის საოლქო აღმასკომის ხელმძღვანელმა ვ. გლუშკოვმა, თუმცა მოსკოველმა ექსპერტებმა ამის უფლება არ მისცეს[5].

ამავე წელს კარიბჭე ომის შემდეგ პირველად გამოიყენეს, მასში განათავსეს წიგნის მაღაზია № 6[5].

მომდევნო წლებში ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობები კარიბჭის განადგურების შესახებ არ შეწყვეტილა. 1978 წლის 8 იანვრი გაზეთ „Калининградская правда“-ში წრდნენ, რომ აუცილებელია კარიბჭის დანგრევა[5]. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სტატია შემთხვევითი იყო, რადგან კალინინგრადის ქალაქის აღმასკომმა რუსეთის კულტურის სამინისტროში და ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საკავშირო ცენტრალურ საბჭოში გააგზავნა ოფიციალური თხოვნა რათა კარიბჭისათვის მოეხსნათ სახელმწიფო დაცვა[5].

თუმცა კალინინგრადის ხელისუფლებას მოსკოვმა მხარი არ დაუჭირა. იმისათვის, რომ გადაეწყვიტათ სამეფო კარიბჭის საკითხი კულტურის სამინისტრომ ქალაქში გააგზავნა სპეციალური კომისია, რომელიც ქალაქში მუშაობდა 1978 წლის 10-დან 16 სექტემბრამდე. კომისიამ კარიბჭის სტატუსი დაადასტურა და კულტურის სამინისტროდან მიიღეს უარის წერილი სტატუსის მოხსნის შესახებ[5].

გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარიბჭე გამოიყენებოდა საწყობად და მაღაზიად, ხოლო 1990 წელს კარიბჭეში განათავსეს კოოპერატიული კაფე.

პერესტროიკის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიბჭის ხედი რესტავრაციამდე, 2004 წელი
კარიბჭე რესტავრაციამდე, 2002 წელი
კარიბჭე რესტავრაციის შემდეგ, 2009 წელი

1991 წლიდან კარიბჭის შენობა მიატოვეს. აღნიშნული მდგომარეობა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მისი აღდგენისა და შემდეგი გამოყენების მრავალი ვარიანტი.

კარიბჭის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი იყო კენიგსბერგის დაარსების 750 წლისთავი, როელიც აღინიშნა 2005 წელს. სამეფო კარიბჭე გარდა იმისა, რმ იმ მრავალრიცხოვან ნაგებობეის სიაში შევიდა, რომელიც გაარემონტეს, გახდა ქალაქის იუბილის მთავარი სიმბოლო. ეს სიმბოლო იყო კარიბჭის სილუეტი რუსეთის დროშის ფონზე წარწერით „კალინინგრადი“, „750“.

2004 წლის შემოდგომაზე ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყეს 20 მლნ რუბლი კარიბჭის რესტავრაციისათვის[10], მაგრამ შემდეგ თანხა 49 მლნ-მდე გაზარდეს[11].

სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო 2004 წლის ნოემბერში[12]. ამ დროისათვის დაზიანებული იყო ბარელიეფები: ფრიდრიხ I-ის, ჰერცოგ ალბრეხტისა და ოტოკარ II-ის ფიგურებს არ ჰქონდათ თავები. „სამი უთავო მეფის“ ბარელიეფის (როგორც მას ეძახდნენ მოსახლეობაში, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ალბრეხტი, არ იყო მეფე) რესტავრაციია განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. პრაქტიკულად არ არსებბდა დოკუმენტი, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი ომამდე. ფიგურები სარესტავრაციოდ გაიგზავნა გერმანიაში, სადაც მსგავსი სამუშაოების დიდი გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ რუსეთის კანონმდებლობა კულტურის ობიექტის საზღვარგარეთ გატანას კრძალავდა[13], ამიტომ ფიგურების რესტავრაცია მოხდა ადგილზე.

ფიგურების აღსადგენად კალინინგრადში სანქტ-პეტერბურგიდან მიწვიეს ხელოსნები ალექსი კადიროვი და სერგეი ბუგაევი, მოქანდაკე-რესტავრატორები, რომლებმაც მანამდე აღადგინეს გლინკას სახელობის კაპელა სანქტ-პეტერბურგში[14]. ბარელიეფების რესტავრაციისათვის ასევე გააგზავნეს ერმიტაჟის რესტავრატორი ვიაჩესლავ მოზგოვოი[15]. აღდგენილი რელიეფები კვლავ დაამონტაჟეს 2005 წლის 6 ივნისს[16].

2005 წლის 10 თებერვალს შენობა გადასცეს მსოფლიო ოკეანის მუზეუმს. აქ განათავსეს ექსპოზიცია, რომელიც ეძღვნება ევროპაში პეტრე I-ის დიდ ელჩობას.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფები სამეფო კარიბჭის კედელზე

ისევე როგორც კალინინგრადის სხვა კარიბჭეები, სამეფო კარიბჭეც აგებულია ნეოგოთიკის არქიტექტურულ სტილში. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური.

პროექტის ავტორია გენერალი ერნსტ ლუდვიგ ფონ ასტერი. ბარელიეფები შექმნა მოქნდაკე ლუდვიგ შტიურმერმა[4][6].

კარიბჭის პირველ სართულზე სამი პორტალია, მეორეზე სამი ნიში, რომლებშიც დაყენებულია ჩეხეთის მეფე ოტოკარ II-ის (მარცხნივ), პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-ის (შუაში) და პრუსიის ჰერცოგ ალბრეხტ I-ის (მარჯვნივ) ბარელიეფები. ფიგურების ქვეშ განთავსებულია მათი საგვარეულო გერბები, ხოლო ნიშებს ზემოთ ორი პრუსიული მიწის ზამლანდისა და ნატანგიის გერბები[4][5][6].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ланге Г. Городские ворота Кенигсберга в стиле неоготики. Проекты Фридриха Аугуста Штюлера в тайном государственном архиве прусского культурного наследия в Берлине / Пер. Чекина С.Е. // Калининградские архивы. — Калининград, 2007. — Вып. 7. — С. 138 — 149.
  • Овсянов Авенир. В казематах королевского форта: очерки о фортификационных сооружениях старого Кёнигсберга. — Калининград: Янтарный сказ, 1999. — 414 с. — 5000 экз.
  • Кёнигсберг Калининград, 1255-2005: иллюстрированный энциклопедический справочник / ред. А.С. Пржездомский.. — Калининград: Янтарный сказ, 2006. — 800 с. — 5000 экз. — ISBN 5 7406 0840 5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Утвержден официальный символ 750-летия Калининграда. REGNUM (15.11.2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-10-24.
  2. ИСТОРИКО-КУЛЬТУРНЫЙ ЦЕНТР «ВЕЛИКОЕ ПОСОЛЬСТВО». Официальный сайт Музея Мирового океана. Музей Мирового океана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-11-21.
  3. Сегодня… «Великое посольство». Экспозиция. Музей Мирового океана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-11-21.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 Коллектив авторов. Глава 4. Искусство и культура (раздел "Архитектура") // Кёнигсберг Калининград: иллюстрированный энциклопедический справочник / Под общей редакцией А. С. Пржездомского. — Калининград: Янтарный сказ, 2005. — С. 117-119. — 800 с. — ISBN 5 7406 0840 5.
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 5.14 Авенир Овсянов. В камне — застывшая музыка // В казематах королевского форта. — Калининград: Янтарный сказ, 1999. — С. 90-93, 104, 108, 110-119. — 416 с.
  6. 6.0 6.1 6.2 Балдур Кёстер (Baldur Köster). Королевские ворота // Кёнигсберг. Сегодняшний Калининград. Архитектура немецкого времени. — Husum Druck, 2000. — ISBN 3-88042-923-5.
  7. Штурм Кёнигсберга//Сборник. — Калининград: Калининградское книжное издательство,, 1973. — 384 с. — 50 000 экз.
  8. Так пал Кёнигсберг (1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-12-09.
  9. Королевские ворота на сайте "Чудеса России". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-12-09.
  10. На реставрацию Королевских ворот в Калининграде выделено 20 млн. рублей. REGNUM (12.08.2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-10-24.
  11. Стоимость реконструкции Королевских ворот в Калининграде увеличилась вдвое. REGNUM (27.04.2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-10-24.
  12. В Калининграде началась консервация знаменитых Королевских ворот. REGNUM (16.11.2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-10-24.
  13. К 750-летию Калининграда не удастся восстановить "безголового" короля Оттокара. REGNUM (10.02.2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-11-21.
  14. В Калининград для реставрации Королевских ворот прибыли скульпторы из Петербурга. REGNUM (23.02.2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-11-21.
  15. У фигур на Королевских воротах Калининграда будут запасные головы. REGNUM-Балтика (14.06.2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-11-21.
  16. На Королевских воротах в Калининграде начался монтаж фигур правителей Пруссии. REGNUM (06.06.2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2010-11-22.