კალინინგრადის ქარვის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალინინგრადის ქარვის მუზეუმი

დონის კოშკი
54°43′20″ ჩ. გ. 20°31′23″ ა. გ. / 54.72222° ჩ. გ. 20.52306° ა. გ. / 54.72222; 20.52306
დაარსდა 29 დეკემბერი, 1979
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა კალინინგრადი
ვიზიტორები 141 500[1]
დირექტორი ტატიანა სუვოროვა
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map

კალინინგრადის ქარვის მუზეუმი (რუს. Музей янтаря) — ქარვის მუზეუმი კალინინგრადში. ქარვის მუზეუმის შექმნაზე გადაწყვეტილება მიიღეს 1969 წელს. ამავე პერიოდში მას გადაეცა დონის კოშკის შენობა როსგარტენის კარიბჭესთან ერთად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქარვის მუზეუმის შექმნა კალინინგრადში განაპირობა იმან, რომ ქალქიდან შორიახლოს დასახლება იანტარნიში მდებარეობს ბალტიური ქარვის ყველაზე დიდი საბადო - მსოფლიო მარაგის 90 %[2].

1969 წლიდან ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის რესტავრაცია. თავდაპირველად ქარვის მუზეუმი გაიხსნა 1979 წლის 29 დეკემბერს, როგორც კალინინგრადის საოლქო ისტორიულ-სამხატვრო მუზეუმის ფილიალი[3].

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის ხედი ზემო ჭაობის მხრიდან

1979 წლიდან 1984 წლამდე პერიოდს თამამად შეიძლება ეწოდოს მუზეუმის განვითარების ეტაპი. ქარვის მუზეუმი გახდა ტურისტების მიერ ერთ-ერთი ხშირად მონახულებადი ობიექტი კალინინგრადში. წელიწადში მათი რიცხვი 400 000-ს აღწევს, მათ შორისაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ორგანიზებული ტურებიც.

პოსტსაბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერესტროიკის პერიოდში მუზეუმი განაგრძობდა მუშაობას. მუზეუმისათვის დრამატული პერიოდი აღმოჩნდა 1992-2002 წლები. მუზეუმმა დაკარგა კალინინგრადის საოლქო ისტორიულ-სამხატვრო მუზეუმის ფილიალის სტატუსი. გარდა ამისა მოძველდა შენობა, აღჭურვილობა. შეწყდა სამუზეუმო კოლექციის შევსებაც, შესაბამისად გაიზარდა მუზეუმის უარყოფითი რეპუტაცია. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ დამთვალიერებელთა რაოდენობა დაეცა 90 000-მდე. აღსანიშნავია, რომ ამ რთულ ვითარებაში მუზეუმის სამეცნიერო საქმიანობა გრძელდებოდა, თანამშრომლები ცდილობდნენწარმოეჩინათ იგი სამეცნიერო კონფერენციებზე პოლონეთში, ლიეტუვაში, ესპანეთში. საკადრო რესურსი შეინარჩუნეს[3].

თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამუზეუმო ექსპოზიცია, რომელიც ეძღვნება კენიგსბერგის მანუფაქტურასა და მოქანდაკე გერმან ბრახერტის მოღვაწეობას.

2003 წლის მარტში კალინინგრადის კულტურის სამმართველოს ადმინისტრაციამ მიიღო კალინინგრადის საოლქო მხარეთმცოდნეობით-სამხატვრო მუზეუმის რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილება და მისგან გამოყო ქარვის მუზეუმი, როგორც თვითმმართველი იურიდიული პირი. დაიწყო მუზეუმის ხელახლა აღორძინება. ჩამოყალიბდა ახალი გუნდი, მიიღეს მუზეუმის განვითარების ახალი კონცეფცია. ამ პერიოდში კალინინგრადის ოლქში მიმდინარეობდა გამოფენები და გამოსცეს რიგი წიგნები, რაც მნიშვნელოვნად ამდიდრებდა რეგიონის კულტურულ ცხოვრებას[3].

2004 წელს, მეორე რეგიონალური კონკურსის ფარგლებში მუზეუმმა გამოსცა ორენოვანი მონგრაფია სასწავლო კატალოგის ფორმით, რომელშიც შევიდა 44 მხატვარი. წიგნს ერთვის ანალიტიკური შესავალი კალინინგრადის ოლქში ქარვის გადამუშავების კულტურის მდგომარეობასთან დაკავშირებით XX-XXI საუკუნეებში. 2005 წელს ქარვის მხარეში მუზეუმა ჩაატარა საერთაშორისკო კონკურსი საავტორო ნამუშევრებზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროპის რვა და აზიის ერთი ქვეყანა: რუსეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, პორტუგალია და იაპონია[3].

2007-2008 წლებში მუზეუმი ვითარდებოდა პროგრამის მიხედვით რომელიც ითვალისწინებდა კალინინგრადის საოლქო ქარვის მუზეუმისა და კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორის განვითარებას[4]. ამ დროისათვის მიმდინარეობდა სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები., გარემონტდა შენობის ფასადი, ციხესიმაგრის კედლები, გაარემონტეს დარბაზი. ასევე მოხდა შენობის მეორე სართულის კაპიტალური რემონტი, შეიცვალა ფანჯრები და კარი, განახლდა ორი დიორამა, სტენდები, ვიტრინები. მთლიანად გამოიცვალა ელექტრო სისტემა.

გამოფენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს მოაწყვეს უცხოელი მხატვარ-იუვლირების ნამუშევრების გამოფენა, კერძოდ ეს იყო ამერიკელი დიზაინერი ლისა ვერშბოუ. ამერიკელმა იუველირმა მასტერ-კლასი ჩაუტარა ახალგაზრდა კალინინგრადელ მხატვრებს[3].

2005 წელს კალინინგრადის დაარსებიდან 750 წლისთავთან დაკავშირებით ქარვის მუზეუმში გამოფინეს XVI-XVIII საუკუნეების ქარვის შედევრები ცარსკოე-სელოდან, ცნობილი ქარვის ოთახიდან. ამ გამოფენამ სათავე დაუდო პროექტს „რუსეთისა და ევროპის ქარვის კოლექციები კალინინგრადის ქარვის მუზეუმში“. ასევე შედგა რამდენიმე თემატური გამოფენა[3]. 2005 წელს მუზეუმში გამოფინეს იაპონური ქარვა[3].

თანამშრომლობა უცხოეთთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტნიორი ქვეყნების სიაში შედიან ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, გერმანია,შვედეთი, დანია, იაპონია, აშშ, იტალია, ავსტრია და საფრანგეთი. 2007-2008 წლებში ქარვის მუზეუმის გამოფენამ „რუსეთის ქარვის სანაპირო“ მონაწილეობა მიიღო კანის IX საერთაშორისო ფესტივალში. შემდეგ გამოფენა ეწვია გერმანიას, ლატვიას, ლიეტუვასა და პოლონეთს[3].

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია 28 საგამოფენო დარბაზში, რომელთა საერთო ფართობი 1 000 კვ. მ.-ზე მეტია. ექსპოზიცია იყოფა რამდენიმე ნაწილად.

  • ქარვის წარმოშობა
  • ისტორიულ-არქეოლოგიური ცნობები ქარვაზე
  • ქარვა XVII-XVIII საუკუნეების ხელოვნებაში
  • კენიგსბერგის ქარვის სახელმწიფო მანუფაქტურა
  • კალინინგრადის ქარვის კომბინატი
  • ქარვა თანამედროვე მხატვრების ხელოვნებაში

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Музеи Калининградской области / ответственный редактор: В. Л. Стрюк. — Справочник. — Калининград: Федеральное агентство по культуре и кинематографии России, Музей Мирового океана, «Терра Балтика», 2005. — 180 с.
  • Попова В. М.. Янтарная комната : Amber room : Калининградский музей янтаря : Kaliningrad amber museum : сборник. — Калининград : Министерство культуры Калининградской области, Калининградский областной музей янтаря, 2008. — С. 73—80. — 126 с. — ISBN 978-5-903920-07-5.
  • Сребродольский Б. И. Мир янтаря / ответственный редактор: доктор геолого-минералогических наук Г. И. Каляев. — Киев: «Наукова думка», АН УССР, 1988. — 144 с. — 76 000 экз. — ISBN 5-12-000348-6.
  • Суворова Т. Ю.. К тридцатилетию Калининградского музея янтаря: страницы биографии : [англ.] = For the 30th anniversary of Kaliningrad amber museum: pages of biography : [пер. с рус.] // Калининградский музей янтаря : [англ.] = Kaliningrad amber museum : [пер. с рус.] : сборник. — Калининград : Министерство культуры Калининградской области, Калининградский областной музей янтаря, 2008. — С. 7—20. — 126 с. — ISBN 978-5-903920-07-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Концепция создания музея перемещенных ценностей на территории Калининградской области
  2. Сребродольский Б. И. 1988.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Суворова Т. Ю. 2008.
  4. Суворова Т. Ю. Перспективная программа развития Калининградского музея янтаря на 2007-2011годы // Балтийский янтарь: Наука. Культура. Экономика. 2007: Научн. сб./Сост. и ред. З. В. Костяшова; Калининградский областной музей янтаря. Калининград: Бизнес-контакт, 2007. С. 34—47.