ფრიდლანდის კარიბჭე
ფრიდლანდის კარიბჭე Фридландские ворота | |
---|---|
![]() ფრიდლანდის კარიბჭე 2007 წელს | |
კოორდინატები | 54°41′44″N 20°31′20″E / 54.695556° ჩ. გ. 20.522222° ა. გ. |
მდებარეობა | კალინინგრადი, რუსეთი |
თარიღდება | XIX საუკუნე |
![]() |
ფრიდლანდის კარიბჭე (რუს. Фридландские ворота; გერმ. Friedländer Tor) — კალინინგრადის შვიდი კარიბჭიდან ერთ-ერთი. მდებარეობს კალინინის პროსპექტისა და ძერჟინსკის ქუჩის გადაკვეთაზე. ესაზღვრება სამხრეთის პარკს. კარიბჭეში განთავსებულია მუზეუმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიბჭის სახელწოდება დაკავშირებულია ქალაქ ფრიდლანდთან, რომელსაც ამჟამად ეწოდება პრავდინსკი. ფრიდლანდის პირველი კარიბჭე ააშენეს XVII საუკუნეში, მაგრამ იგი დღევანდელის ადგილზე არ მდებარეობდა.
ამჟამად შემონახული ფრიდლანდის კარიბჭე იყო კენიგსბერგის უკანასკნელი კარიბჭე. ზუსტი აგების თარიღი უცნობია, სავარაუდო თარიღებია 1857-1862 წლები. ასევე უცნობია ვინ არის მისი არქიტექტორი. XX საუკუნის დასაწყისში კარიბჭემ ქალაქის სხვა კარიბჭეებთან ერთად დაკარგა სამხედრო დანიშნულება და ქალაქის სამხედრო სამინისტრომ ყველა გაყიდა. მათი გავლით ტრანსპორტის მოძრობა აიკრძალა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კარიბჭე მიატოვეს დიდი ხნის მანძილზე, შემდეგ მასში განათავსეს საწყობი. 1980-იანი წლების ბოლოს სამხრეთის პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ტერიტორიის გასუფთავება. ამ სამუშაოების დროს აღმოაჩინეს უამრავი ძველი საგანი. ძალიან მალევე კარიბჭეში მოაწყვეს მუზეუმი, რომლის ძირითადი კოლექცია შედგებოდა პარკში აღმოჩენილი საგნებისაგან.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისევე როგორც კენიგსბერგის ყველა კარიბჭე, ფრიდლანდიც აგებულია ნეოგოთიკის სტილში. პროექტის ავტორი უცნობია, თუმცა ზოგჯერ მის ავტორობას მიაწერენ ფრიდრიხ შტიულერს.
კარიბჭის ფასადი ქალაქის მხრიდან იყოფა ხუთი კონტრფორსით ექვს ნაწილად. კონტრფორსები ბოლოვდება დეკორატიული კოშკებით.
კარიბჭის ორი ცენტრალური ნაწილი უკავია გასასვლელს. მათი ზომებია სიგანე 4,69 მეტრი და სიმაღლე 4,24 მეტრი. კარიბჭის ფასადი გაფორმებულია დიდი კომტურის ფრიდრიხ ფონ ცოლერნისა და დიდი მაგისტრის ზიგფრიდ ფონ ფეიხტვანგენის ფიგურებით. ქანდაკების ავტორია ვილჰელმ ლუდვიგ შტიურმერი. ამ დროისათის ქანდაკება აღდგენილია (ფეიხტვანგენის ქანდაკება აღადგინეს 2005 წელს[1], ხოლო ცოლერნისა - 2008 წელს[2]).
მუზეუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრიდლანდის კარიბჭეში მუზეუმი დააარსა ალექსანდრე გიორგის ძე ნოვიკმა (1956-2001 წწ.). თავდაპირველად მუზეუმი იყო კერძო და არ ჰქონდა ოფიციალური სტატუსი. მხოლოდ 2002 წელს შეიქმნა მუზეუმი ოფიციალურად სამხრეთის პარკის დირექტორის ბრძანებით.
2007 წელს მუზეუმმა დაიკავა მეორე ადგილი მეოთხე რუსულ კონკურსში „ცვალებადი მუზეუმი ცვალებად სამყაროში“. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდა 400 მუზეუმი. ფრიდლანდის მუზეუმს აჯობა მხოლოდ ტრეტიაკოვის გალერეამ. საპრიზო ფონდი მოხმარდა მუზეუმის მოდერნიზაციას[3].
ამჟამად ფრიდლანდის კარიბჭე ერთადერთი მუნიციპალური მუზეუმია კალინინგრადში, რომლის ექსპოზიციაც ეძღვნება ომამდელ კენიგსბერგს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Кожевникова И. В., Логинова Ю. А. Работы по воссозданию скульптуры Фридриха фон Цоллерна на Фридландских воротах в Калининграде // Оборонительные сооружения Европы и Восточной Пруссии: изучение, вопросы консервации, реставрации и возможности использования: Сборник материалов четвертой международной конференции. — Калининград: Изд-во РГУ им. И. Канта, 2009. — с.64-71.
- Овсянов А. В казематах королевского форта. — Калининград: Янтарный сказ, 1999. — С. 99-101.
- Балдур Кёстер. Кёнигсберг. Сегодняшний Калининград. Архитектура немецкого времени. Перевод с немецкого (текст). Данные оригинального немецкого издания: Baldur Köster , Husum Druck; 2000, ISBN 3-88042-923-5
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт
- Справка о музее на сайте «Музеи России»
- Музей «Фридландские ворота» на официальном сайте администрации города Калининграда დაარქივებული 2018-09-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ В Калининграде восстановлена скульптура магистра Тевтонского ордена
- ↑ На Фридландских воротах появится еще одна скульптура. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2018-06-21.
- ↑ «Фридландские ворота» обновляются // ТВ Россия-Калининград, 29.06.2007[მკვდარი ბმული]
|
|