მომხმარებლის განხილვა:Rezo1515/არქივი 1

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Abandoner განხილვაწვლილი 12:20, 23 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მნიშვნელოვანი შენიშვნა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. გთხოვთ, ყურადღებით შექმნათ სტატიების შესავალი. თქვენ დაახლოებით ასე იწყებთ

რენე დე ვალუა ( დ. 25 ოქტომბერი 1510 - გ. 12 ივნისი 1574) (ფრ. Renée de Valois; ინგ. Renee of France), ასევე ცნობილი როგორც რენე ფრანგი, რენე ვალუა, ან რენე ორლეანელი. აქ გაქვთ წერტილი და შემდეგ მოდის: ლუი XII-ის და მისი მეორე მეუღლის - ანა ბრეტონელის ნაბოლარა ქალიშვილი.

ეს არასწორია. ჩვენთან ყველა სტატიას უნდა ჰქონდეს ნათელი შესავალი, რომელშიც განმარტებულია, თუ ვინ არის საქმიანობით ან წარმოშობით ესა თუ ის პიროვნება. რედაქტირების შემდეგ მიიღო სწორი სახე -

რენე დე ვალუა ( დ. 25 ოქტომბერი 1510 - გ. 12 ივნისი 1574) (ფრანგ. Renée de Valois; ინგლ. Renee of France), ასევე ცნობილი როგორც რენე ფრანგი, რენე ვალუა, ან რენე ორლეანელი ლუი XII-ის და მისი მეორე მეუღლის - ანა ბრეტონელის ნაბოლარა ქალიშვილი.

ყურადღება მიაქციეთ, რომ "ორლეანელის" შემდეგ მოყვანილია ტირე. მომავალში ყურადღება მიაქციეთ ამას და ყველა სტატიაში ასეთი შესავალი შექმენით, წყვეტის გარეშე. --Abandoner განხილვაწვლილი 08:58, 25 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სტატიების შესავალი და გალერეა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა სტატიას სჭირდება ნათელი სიტყვიერი შესავალი. გარდა ამისა, წაიკითხეთ ჩვენი პოლიტიკის შესახებ - ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია = ამის თანახმად, თქვენი სტატიიდან ამოსაღებია მთელი ფოტოგალერეა და ჩასანაცვლებელია ტექსტური ინფორმაციით. ვიკიპედია არ არის ფოტოსურათების გამოფენა, შესაბამისად, უმჯობესი იქნება სტატია შეცვალოთ. სხვა შემთხვევაში - იგი დაექვემდებარება წაშლას ან აუცილებელ შეცვლას.

იქნებ, ისე მაინც გააკეთოთ, როგორც ინგლისურ ვიკიპედიაშია - იქ ცხრილები სხვა ტიპის არის და ბევრი ტექსტიც წერია, მიუხედავად იმისა, რომ სურათებიც ბლომად არის. --Abandoner განხილვაწვლილი 20:14, 5 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ფორმულირება[წყაროს რედაქტირება]

სალამი. - სტრიქონის ქვედა ტირეს რატომ იყენებთ? შესავალში, როგორც ზემოთ აგიხსენით, გამოიყენება ჩვეულებრივი ტირე — აი ასეთი. თქვენ კი იყენებთ აი ამას - _ - განსხვავებას ხომ ხედავთ? --Abandoner განხილვაწვლილი 19:12, 7 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

წყაროების შესახებ - ინტერნეტ-რესურსების სექციაში ვიკიპედია არასოდეს შეგვაქვს, როგორც რესურსი. ბუნებრივია, თარგმნის წყაროს სახით ვიყენებთ, მაგრამ სექციაში "რესურსები ინტერნეტში" ვიკიპედიის გვერდები არ იწერება. თუ სხვა რესურსი არ გაქვთ, შეგიძლიათ მაინც ამოშალოთ, დროთა განმავლობაში დაემატება წყაროები. --Abandoner განხილვაწვლილი 10:38, 8 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სალამი. ამ სტატიაში - მარიანა ავსტრიელი რაღაც არეულია თავად კოდებში და ამის გამო არეულად აჩვენებს სტატიის ბოლო ნაწილს. იქნებ გადახედოთ. და კიდევ - მარია არაგონელი (პორტუგალიის დედოფალი) - ამ სტატიას ჩაუსვით ბმულები Wikidata-ში (მიაბით სხვაენოვან სტატიებზე) --Abandoner განხილვაწვლილი 16:00, 9 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ნუ ათავსებთ სტატიაში ინფოდაფას სიგანეზე, ანუ ამგვარი ფორმით - { {ინფოდაფა პიროვნება| სიგანე = | სახელი = *| ფოტო =| ფოტოს სიგანე =| მშობლსახელი =| ენის კოდი = | დაბსახელი =| დაბთარიღი = | დაბადგილი =| მოინათლა =| გარდთარიღი = | გარდადგილი = } } არამედ ჩასვით სიგრძეზე, ისე როგორც არის! Gobrona განხილვაწვლილი 10:17, 22 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

მარგარიტა ანჟულიმელი‎[წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა ანჟულიმელი‎, როდესაც ინტერნეტის წყაროს მიუთითებ თარგი (წყარო) შეგიძლია ამოიღო.-- ცანგალა 13:51, 26 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

განშლადი ინფოდაფა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! ზემოთ უკვე გაგაფრთხილეს, რომ ინფოდაფას სიგანაზე ნუ ათავსებთ, კიდევ ერთხელ: მოათავსეთ ინფოდაფა ისე, როგორც თარგის გვერდზეა მოცემული ანუ განშლადი შემოიტანეთ!!! --Mehman 97 20:39, 23 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, რეზო! უკვე მესამეჯერ გვიწევს თქვენთვის შეხსენება, რომ ინფოდაფა სიგანეზე არ დააწყოთ სტატიაში. თქვენ სტატიაში ინფოდაფას აწყოფთ სიგანეზე ანუ ასე:

{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=მარგარეტ სტიუარტი|ორიგინალური სახელი=Margaret Stewart|სურათი=Margaritaescocia.jpg|თანამდებობა=[[მადამ დოფინი|საფრანგეთის დოფინი]]|მმართველობის დასაწყისი=[[24 ივნისი]] [[1436]]|მმართველობის დასასრული=[[16 აგვისტო]] [[1445]]|წინამორბედი=[[მარია ანჟუელი]]|მემკვიდრე=[[შარლოტა სავოიელი]]|გარდაცვალების ადგილი=[[შალონ-ან-შამპანი]], [[საფრანგეთი]]|დაბადების თარიღი=[[25 დეკემბერი]] [[1424]]|დაბადების ადგილი=[[პერთი]], [[შოტლანდია]]|გარდაცვალების თარიღი=[[16 აგვისტო]] [[1445]] (20 წლის)|ქორწინება=[[ლუი XI|ლუი XI ვალუა]]|დინასტია=[[სტიუარტები]]|მამა=[[ჯეიმზ I (შოტლანდია)|ჯეიმზ I სტიუარტი]]|დედა=[[ჯოანა ბეფორტი]]|რელიგია=[[კათოლიციზმი]]}}

არ შეიძლება ასე ინფოდაფების განთავსება სტატიაში, ინფოდაფა სტატიაში განთავსებული უნდა იყოს ასე:

{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი=
|სურათი=
|ქვეყანა=
|თანამდებობა=
|მმართველობის დასაწყისი=
|მმართველობის დასასრული=
|წინამორბედი=
|მემკვიდრე=
|დაბადების თარიღი=
|დაბადების ადგილი=
|გარდაცვალების თარიღი=
|გარდაცვალების ადგილი=
|ქორწინება=
|დინასტია=
|მამა=
|დედა=
|რელიგია=
}}

იხილეთ: სტატიის შიგთავსი აქ: მარგარეტ სტიუარტი და დაინახავთ, რომ ინფოდაფა სიგანეზეა, ხოლო აქ: ლუკრეცია დე’ მედიჩი სიგრძეზე (ჩემი რედაქტირებულია). აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს მითითება!. - OTOGI Messages 08:22, 4 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად. გზავნილებს თუ კითხულობთ ?! შეგნებულად დიდი ასოებით ვწერ ახლა, იქნებ ვერ ამჩნევდეთ რასაც გწერენ ?!. - OTOGI Messages 15:11, 4 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

სანდო მომხმარებელი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ვიკიპედიით თქვენი დაინტერესებისა და წვლილის გამო, განიჭებთ სანდო მომხმარებლის სტატუსს, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას განიჭებთ. გთხოვთ, იყოთ მეტად კომუნიკაბელური და უპასუხოთ ვიკიპედიელთა წერილებსა და მითითებებს. წარმატებები! — Mikheil მიწერა 21:35, 5 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ზემოთაც მიგითითეს უკვე: ინფოდაფები სხვანაირ ფორმატში უნდა გამოიყენო. გადახედე ამას და ალბათ მიხვდები რაც უნდა გააკეთო. გიო ოქრო 09:01, 20 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. შესანიშნავად მუშაობ, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებ. ორი რჩევა მექნება: 1) ენის თარგი გამოიყენე როდესაც ორიგინალ ენას უთითებ. მაგ.:

{{lang-fr|Henri II de Lorraine}}

და არა:

[[ფრანგული ენა|ფრანგ]]. Henri II de Lorraine

2) ორი ფრჩხილის მაგივრად გამოიყენე „;“ სიმბოლო. მაგ.: „(ფრანგ. Henri II de Lorraine) (დ. 8 ნოემბერი 1563 - გ. 31 ივლისი 1624)“-ის მაგივრად „(ფრანგ. Henri II de Lorraine; დ. 8 ნოემბერი 1563 - გ. 31 ივლისი 1624). გიო ოქრო 18:20, 12 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მადლობთ რჩევისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ--Rezo1515 განხილვაწვლილი 18:36, 12 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

რეზო, გამარჯობა. ახლა რა მაინტერესებს, ინფოდაფის სიგრძეზე ჩასვმა მაინცდამაინც შენი სტილი არ არის ხო? :) Gobrona განხილვაწვლილი 11:15, 18 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჩემი სტილია :), თუმცა ახლა იმიტომ გამოვიდა ასე, რომ ჩემმა ლეპტოპმა ძალიან აურია, მანამდე კი უბრალოდ არ ვიცოდი როგორ უნდა ჩამესვა სიგრძეზე, მაგრამ ახლა როგორც ხედავთ ვისწავლე და ყოველთვის სიგრძეზე ვსვავ (გარდა დღევანდელი შემთხვევისა) --Rezo1515 განხილვაწვლილი 16:14, 18 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

აგაშენა ღმერთმა, ძლივს შენი ხმა არ გავიგონე :) ვიფიქრე აურია ისევ უწინდელივით მეთქი :). მიხარია რომ ისწავლე. თუ დახმარება დაგჭირდა შემაწუხე. Gobrona განხილვაწვლილი 17:47, 18 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! შექმნილ თარგებს აუცილებლად ბმული მიუთითე. --Mehman 97 20:48, 28 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

კარგით, აუცილებლად გავითვალისწინებ--Rezo1515 განხილვაწვლილი 10:03, 29 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა 2[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, გელით შეხვედრაზე. --Mehman 97 14:47, 3 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

რეზოს გაუმარჯოს. რეზო, აბა ერთი ამ ცვლილებებს გადახედე. Gobrona განხილვაწვლილი 14:13, 6 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

რეზო, გამარჯობა. ამ სტატიაში რაღაც აბდაუბდა წერია, სტატია უფრო ფლორენციის და მედიჩების ისტორიას მოიცავს, ვიდრე კოზიმო I მედიჩის ბიოგრაფიას. თუ სურვილი და დრო გექნება, რო ამოშალო ტექსტი და 5-6 წინადადებიანი სტატია დაწერო. Gobrona განხილვაწვლილი 12:54, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გაბრონა, ახლა გადავავლე თვალი მაგ სტატიას და სრულიად გეთანხმები, ამ დღეებში გადავამუშავებ მასალებს და აუცილებლად შემოვიტან ამ პიროვნების ვრცელ ბიოგრაფიას, ხომ იცით, მე მოკლე სტატიების წერა დიდად არ მიყვარს (თუ პიროვნების ბიოგრაფია ამის საშუალებას იძლევა). --Rezo1515 განხილვაწვლილი 13:23, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--Rezo1515 განხილვაწვლილი 16:53, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილი ოქრო ხარ რეზოჯან, ბაჯაღლო ოქრო :) ჯიგარი ხარ. თუ რამე დაგჭირდება, მითხარი, არ მოგერიდოს! Gobrona განხილვაწვლილი 17:33, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

რეზო, რას შვები, როგორ ხარ? ახლა რამდენიმე შენიშვნა მინდა მოგცე და იმედია არ მიწყენ :)) 1) სტატიის დასაწყისში, დაბ. თარიღსა და გარდ. თარიღს შორის ჩასვი ტირე (გრძელი ხაზი —) და არა დეფისი (მოკლედ ხაზი -). 2. დაბ. და გარდ. თარიღში შენ წერ მძიმეს გარეშე ასე 19 ოქტომბერი 1785, რაც არასწორია, თვე და წელი უნდა გამოყო მძიმეთი, აი ასე 19 ოქტომბერი, 1785. 3) ისევ ტირე, როდესაც ვწერთ 1785-1820, ან მამა-შვილი, ერთ-ერთი და ა.შ. ამ დროს იწერება დეფისი, ანუ მოკლედ ხაზი, მაგრამ როდესაც ვწერთ „ესპანეთის დედოფალ ბარბარა ბრაგანსისა და პორტუგალიის ორი მეფის — ჟუზე I-ისა და პედრუ III-ის დედა“ ამ შემთხვევაში, „ორ მეფესა და ჟუზე I-ს“ შორის აუცილებლად ტირე, ანუ გრძელი ხაზი უნდა. და სხვა შემთხვევებშიც ტირე. 4) მაქსიმალურად ეცადე სიტყვები ჩასვა ბმულში, მაგ. „მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი.“ ბურბონთა დინასტია ჩასვი ბმულში, ვიზუალურადაც ხომ ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს სტატია. და ბოლოს 5) შევნიშნე რამდენიმე სტატიაში გამოყენებული გაქვს ტეგები <nowiki> და </nowiki>, რაც არანაირ საჭიროებას არ მოითხოვს, უბრალოდ ანაგვიანებს ვიკის. მოკლედ მე მოვრჩი. ცოტა ვრცელი კი გამომივიდა ისე ვიღიმი. იმედია გაითვალისწინებ ჩემს რჩევებს. Gobrona განხილვაწვლილი 09:32, 24 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მადლობა რჩევისთვის გაბრონა, აუცილებლად გავითვალისწინებ, მაგრამ რაც შეეხება <nowiki>-ს ამას მე შეგნებულად არ ვსვამ, ალბათ კომპიუტერის ბრალია, თუმცა გამოქვეყნებისას მაინც გადავავლებ ხოლმე თვალს--Rezo1515 განხილვაწვლილი 10:33, 24 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
კაი რაღაცას გასწავლი: ღილაკებ ctrl და F-ზე ერთდროულად დაკლიკებით ზედა მარჯვენა მხარეს ამოგიგდებს ტექსტის ველს, რისი საშუალებითაც სტატიის ნებისმიერ რამესთან მიგიწვდება ხელი, აი მაგალით გაინტერესებს არის თუ არა სტატიაში ტეგი <nowiki>, ან ნებისმიერი სხვა რამ, შეიყვან ტექსტის ველში და წამის მეათედში მოგიძებნის ნებისმიერ რამეს რაც არ უნდა დიდი სტატია იყოს. Gobrona განხილვაწვლილი 10:42, 24 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, მადლობა--Rezo1515 განხილვაწვლილი 11:06, 24 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

პირველი ვიკიორდენი[წყაროს რედაქტირება]

პირველი ვიკიორდენი
ასე ვიტყვი — „ოქრო კაცის ვიკიორდენი“ :) მიიღე ეს შენი პირველი ვიკიორდენი ჩემგან, ბევრი კარგი და ხარისხიანი სტატისთვის, კერძოდ, შუა საუკუნეების ბიოგრაფიული სტატიებისთვის! Gobrona განხილვაწვლილი 19:02, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ძალიან დიდი მადლობა, ახლა უფრო დიდი მოტივაციითა და სიხარულით განვაგრძობ ახალი სტატიების შექმნას და ძველების გაუმჯობესებას--Rezo1515 განხილვაწვლილი 19:21, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

სტატიების მთვლელი[წყაროს რედაქტირება]

Rezo1515 გამარჯობა. ძალიან მიხარია ვიკიში შენი მუშაობა, თვალს გაედვნებ „ჩუმად“ :) ასე გააგრძელე. ახლა რაც შეეხება მთავარ სათქმელს. შევამჩნიე, რომ შენს გვერდზე ამატებ ახალ დაწერილ სტატიებს, შენ ისეთი კარგი პირი გიჩანს ბევრს დაწერ და შენს გვერდზე ყველას ვერ დატევ. :) ამიტომ გადავწყვიტე ეს ბმული მეჩვენებინა. აქ ყველა შენი დაწერილი სტატიაა ბევრი სხვა საინტერესო სტატისტიკით. წარმატებები. --ჯაბა 1977 21:10, 9 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, აწი სტატიების ჩამატებაზე აღარ ვიწვალებ ხოლმე:), მაგრამ ამ გვერდზე მხოლოდ დარეგისტრირების შემდეგ შექმნილი სტატიებია, მე კი მანამდეც მაქვს შექმნილი, ვფიქრობ მანამდე შექმნილსა და შევსებულ სტატიებს დავტოვებ ჩემს გვერდზე, დანარჩენებს კი წავშლი, მართლა ძალიან გაწელილი მეჩვენება ჩემი გვერდი--Rezo1515 განხილვაწვლილი 10:01, 10 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

კარგი Rezo1515, როგორც შენ გადაწყვეტ. მიხარია, რომ ცოტა მაინც გამოგადგა ჩემი რჩევა. წარმატებები. თუ რამე დაგჭირდეს იცოდე შენს სამსახურში ვარ. --ჯაბა 1977 10:04, 10 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

რეზო გამარჯობა, როგორ ხარ? ერთ კარგ რჩევას მოგცემ, ცხრილის დასაწყისში class="wikitable" რო წერია, მაგის გვერდზე დაუსვი აი ეს style="text-align:center" და ცხრილში ტექსტი მოექცევა შუაში. მაინცდამაინც სავალდებულო არ არის, უბრალოდ უფრო ლამაზი იქნება :) Gobrona განხილვაწვლილი 16:32, 7 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

აი თურმე რაში ყოფილა საქმე:), დიდი ხანია უკვე მაინტერესებდა ეგ როგორ გამეკეთებინა, მადლობა რჩევისთვის--Rezo1515 განხილვაწვლილი 16:34, 7 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მარია ამალია საქსონიელი[წყაროს რედაქტირება]

მარია ამალია საქსონიელი — თხოვნა მექნება და შეხვედრაზეც შევთახმდით, რომ „წწ ან წ“ არ ვწერთ სტატიაში. სრულად წლები ან წელს ან საერთოდ არ ვუწერთ.--ცანგალა 19:23, 13 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, გავითვალისწინებ--Rezo1515 განხილვაწვლილი 19:40, 13 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მარია ანა ავსტრიელი (1610-1665)[წყაროს რედაქტირება]

მარია ანა ავსტრიელი (1610-1665) — ძვირფასო, ოდნავ ყურადღებით. ნახე რა შევასწორე.--ცანგალა 05:44, 17 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

შარლ დე ვალუა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. დღეს საოცარი დამთხვევა მოხდა, როცა შექმენი გვერდი შარლ დე ვალუა, მე ვწერდი სტატიას, სადაც ერთ-ერთ შარლზე უნდა გამეკეთებინა ბმული. შენს სტატიაში არის წითელი ბმული „შარლ დე ვალუა (1446—1472)“ (ამ პიროვნებაზე უნდა გავაკეთო ბმული), რომელიც ბერის ჰერცოგი იყო. ამიტომ ხომ არ შევცვალოთ ბმული ასე „შარლ დე ვალუა (ბერის ჰერცოგი)“ ან „შარლ II (ბერის ჰერცოგი) [რუსულს აქვვს ასე]? უბრალოდ ერთ პიროვნებაზე ბმულების აცდენა რომ არ გამოვიწვიოთ. გიო ოქრო 07:19, 13 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად საოცარი შემთხვევაა, რადგან მაგ პიროვნებაზე მეც ვაპირებდი სტატიის შექმნას თუმცა თუ შენ შექმნი კარგი იქნება, რაც შეეხება სათაურს,ჩემი აზრით წლებით აჯობებს, რადგან ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, შვედურ და კიდევ სხვა რამდენიმე ვიკიშიც წლებითაა, ამას გარდა მაშინ სხვა „შარლ დე ვალუებთანაც“ ტიტულებით მოგვიწევს გაკეთება, მაგ. შარლ დე ვალუა (ორლეანის ჰერცოგი) და ა.შ. --Rezo1515 განხილვაწვლილი 07:29, 13 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
გიენზე ვწერდი სტატიას და მაშინ შემხვდა შარლი. კიბატონო იყოს წლებით, მაგრამ გადამისამართებაც გავაკეთოთ ტიტულატურის შემცველობით. გიო ოქრო 08:23, 13 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მარია ამალია საქსონიელი[წყაროს რედაქტირება]

მარია ამალია საქსონიელი — შვილებთან მივუწერე დ. და გ., რომ ჩანდეს რას ნიშნავს მითითებული თარიღები. მომავალში არ დაგავიწყდეს. მადლობა. --ცანგალა 14:16, 17 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

დიახ მაგრამ ეგ სტატია ცოტა ძველია, მაგ დროს ჯერ კიდევ კარგად არ ვიყავი გარკვეული ვიკის წესებში, ბოლო დროს შექმნილ სტატიებში მსგავს შეცდომებს აღარ ვუშვებ, თუმცა მადლობა შესწორებისთვის--Rezo1515 განხილვაწვლილი 15:37, 17 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

იგივე პრობლემა[წყაროს რედაქტირება]

იხ. განხილვა:ანტინოე და ფილიპა ენოელი იგივე პრობლემაა. როგორც იქ შესწორდება ისევე უნდა გაკეთდეს მეორე სტატიაშიც. მადლობა.--ცანგალა 18:43, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

დიახ, მაგრამ ფილიპას დაბადების ზუსტი წელი უცნობია და ყველა ვიკიში (და არამხოლოდ ვიკიში) 1310-დან 1315 წლამდე თარიღი სახელდება, ამიტომაც მგონი უკეთესი იქნება თუ ასე დავტოვებთ--Rezo1515 განხილვაწვლილი 19:29, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

შემმოწმებელი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! ამიერიდან თქვენ ხართ ვიკიპედიის შემმოწმებელი!. გისურვებთ წარმატებას! - OTOGI Messages 11:34, 27 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, ვეცდები წარმატებით გავართვა თავი ახალ მოვალეობებს--Rezo1515 განხილვაწვლილი 11:35, 27 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]