მომხმარებლის განხილვა:Jafara777/არქივი 1
ეს არის გავლილი დისკუსიის არქივი. ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს! თუ გსურთ დაიწყოთ ახალი დისკუსია, გთხოვთ გადადით მიმდინარე განხილვის გვერდზე. |
გამარჯობა, Jafara777. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
— ႨႪႨႠ განხილვაწვლილი 18:45, 25 მაისი 2015 (UTC)
წყარო, კატეგორია, საერთაშორისო ბმულები
გამარჯობა, როდესაც სტატიას ქმნით, აუცილებელია მიუთითოთ წყარო. თუ სტატია რომელიმე უცხოენოვანი ვიკიპედიიდანაა ნათარგმნი, მაშინ უბრალოდ დააკოპირეთ სტატიაში არსებული წყარო. ასევე, სტატიის ბოლოში აუცილებლად უნდა მიუთითოთ შესაბამისი კატეგორია ასეთი ფორმით: კატეგორია:კატეგორიის სახელი, რასაც ორ კვადრატულ ფრჩხილში მოაქცევთ. გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ახალი კატეგორია ახალ ხაზზე იწერება. საკითხში უკეთ გასარკვევად გადახედეთ მსგავსი სტატიების კატეგორიებს. საერთაშორისო ბმულები ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ენაზე არსებულ ერთსა და იმავე სტატიას. ბმულების მისათითებლად საჭიროა დააკლიკოთ სტატიის მარცხნივ არსებულ ბმულზე — ბმულების რედაქტირება, რის შემდეგაც გახსნილ ფანჯარაში ენის განყოფილებაში ჩაწერთ რომელიმე იმ ენის კოდს, რომელზეც სტატია უკვე არსებობს, მაგალითად, ინგლისური — en, ხოლო სტატიის განყოფილებაში — სტატიის სახელს შესაბამის ენაზე, შემდეგ კი დააწვებით კავშირი გვერდთან-ს. ასევე, შეგიძლიათ მოძებნოთ ეს სტატია სხვაენოვან ვიკიპედიაში, შემდეგ ნახავთ ბმულს მარცხნივ, ენათა ჩამონათვალის ქვეშ. დააკლიკებთ მასზე და გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც ჩამოთვლილია ენათა კოდები და სტატიების სახელები. დააკლიკეთ რედაქტირებაზე, შემდეგ ვებ-გვერდის ადგილას ჩაწერეთ ქართული (ka), ხოლო მის მარჯვნივ სტატიის ქართული სახელი და დააჭირეთ შენახვას. კითხვის გაჩენის შემთხვევაში მომმართეთ მე ან რომელიმე აქტიურ რედაქტორს, ყველა სიამოვნებით დაგეხმარებათ. შეგიძლიათ იხილოთ დახმარება:საერთო რჩევები. გისურვებთ წარმატებებს --ႨႪႨႠ განხილვა 14:50, 26 მაისი 2015 (UTC)
სულეიმან I
გადახედე ამ სტატიას და ამისდამიხედვით შეასწორე შენი ბოლო სტატია. --ჯაბა 1977 21:52, 27 მაისი 2015 (UTC)
- რომელ ბოლო სტატიაზეა საუბარი? ირანის შაჰ სულეიმან I-ზე? რა არის შესასწორებელი? ისე, ეგ ლაიოშ II-ც ჩემი დაწერილია— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Jafara777 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - . .
კი მაგ სტატიაზე გეუბნებოდი, თუმცა ახლა ჩავასწორე და იმედია კარგად ჩანს რა ცვლლილება განვახორციელე. ლაიოში რომ შენი დაწერილია ეგეც ვიცით და მაგ სტატიამაც სერიოზული ცვლილება განიცადა. იმისათვის რომ ნახო რა ცვლილება განცადა სტატიამ შეგიძლია შეხვიდე სტატიის ისტორიაში აირჩიო სასურველი ვერსიები და შეადარო ერთმანეთს. კიდევ ერთი რამ მინდა იცოდე განხილვის გვერდზე რასაც დაწერ არ უნდა წაშალო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვანდალიზმად ჩაგეთვლება და დაიბლოკები. --ჯაბა 1977 15:51, 28 მაისი 2015 (UTC)
ყურადღება გაამახვილეთ!
ამის შესახებ უკვე მოგწერეთ, მაგრამ როგორც ჩანს ვერ გაიგეთ, ახლა გიკონკრეტებთ:
(სპარს. شاه سلطان حسین), დ. 1668 გ. 1726. ირანის შაჰი 1694-1722 წლებში — ეს არასწორი ფორმატია.
(სპარს. شاه سلطان حسین; დ. 1668 — გ. 1726) — ირანის შაჰი 1694-1722 წლებში. — ეს სწორი ფორმატია.
გთხოვ ჩააასწოროთ ბოლოს შექმნილ სტატიაში ჰუსეინი (ირანი). გარდა ამისა მიუთითეთ ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში ან სხვა რაიმე სანდო წყარო. --ჯაბა 1977 20:17, 29 მაისი 2015 (UTC)
წყარო!!!
სტატიაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ხოლმე შესაბამისი წყარო, გთხოვთ გაითვალისწინოთ.--ႨႪႨႠ განხილვა 15:22, 30 მაისი 2015 (UTC)
- მე მგონი დროა მიხვდეთ, რომ ვიკიპედიაში სანდო წყაროს გარეშე დაწერილი სტატიები წაიშლება. სასწრაფოდ მიუთითეთ წყაროები. --ჯაბა 1977 19:43, 3 ივნისი 2015 (UTC)
წყარო
გამარჯობა! შევნიშნე, რომ თქვენი დაწერილი სტატიები წყაროს გარეშეა, რაც ვიკიპედიის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს არღვევს. იხ. ვიკიპედია:გადამოწმებადობა, ვიკიპედია:წყაროს მითითება, ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება. ვიკიპედიაში მუშაობისას უნდა დაიცვათ ეს აუცილებელი პირობა. გახსოვდეთ, რომ ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. გმადლობთ!. - OTOGI Messages 13:53, 4 ივნისი 2015 (UTC)
ისევ იგივე შენიშვნა
ძალიან კარგია, რომ ვიკიპედიაში მუშაობთ, თუმცა როგორც ჩანს წესების დაცვა არ გინდათ. ვიკიპედიაში წერას აქვს თავისი წესები, ამიტომ გთხოვ გადახედო წინა შენიშვნებსაც და გაითვალისწინო, სიმართლე გითხრა უკვე დავიღალეთ შენი დაწერილი სტატიების ჩასწორებებით, ზემოთ ერთხელ უკვე მოგწერე, რომ სტატიის დასაწყისში სათაურისა და დაბადება-გარდაცვალების შემდეგ იწერება ტირე და არა წერტილი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, როდესაც წესებს ზედიზედ არღვევთ ეს ჩაითვლება ვანდალიზმად და ადმინისტრაცია დაგბლოკავს. --ჯაბა 1977 04:25, 12 ივნისი 2015 (UTC)
15 ადამიანი, რომ დაიღუპა წყარო უნდა მიუთითო მაგას. - OTOGI Messages 20:56, 15 ივნისი 2015 (UTC)
მცირე მითითება
შიდა ბმულების ჩასმა ზოგჯერ გამარტივებულადაც შეიძლება, მაგალითად [[სულთან ბეგუმ მავსილუ]]ს [[სულთან ბეგუმ მავსილუ|სულთან ბეგუმ მავსილუს]] ნაცვლად.--ႨႪႨႠ განხილვა 16:59, 17 ივნისი 2015 (UTC)
ოსმალეთის იმპერიის ვეზირების თარგები
გამარჯობა, საინტერესოა ასეთი მყვირალა ფერებით რატომ ჩაანაცვლე სათაურები? --ჯაბა 1977 20:18, 18 ივნისი 2015 (UTC)
- ჩემი აზრით, თურქეთს და მის თარგებს სწორედ ეს ფერები უხდება. თუ თქვენ არ მოგწონთ, შეგიძლიათ გააუქმოთ. ნამდვილად არ მეწყინება :) — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Jafara777 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
საკუთარი აზრის ქონა ძალიან კარგია, მაგრამ სხვასაც უნდა ჰკითხო აზრი. თურქეთის თარგებისთვის გვაქვს სპეციალური ფერი (წითელი), რაც მომეწონა კიდეც, მაგრამ ყვითელ წარწერას ნამდვილად შევცვლი. --ჯაბა 1977 04:36, 19 ივნისი 2015 (UTC)
- აბა ნახე. სტანდარტულად ასე ვაკეთებთ ყველა ქვეყანაზე. საჭიროა ქვეყნის ფერის მითითება და თეთრი წარწერა. --ჯაბა 1977 04:51, 19 ივნისი 2015 (UTC)
თარგის შესახებ
გამარჯობა! თარგი {{ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულები}} შეცდომით იყო გაწერილი. ამას გარდა, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნაცვლად უშუალოდ ქვეყნები გქონდათ მიწერილი, რაც შეცდომაა. აგრეთვე, უკატეგორიო იყო თარგი. ჩემი აზრით თარგის ფერიც მეტად მყვირალა იყო. ანუ თარგი ტექნიკურად და სტრუქტურალად არ იყო მზად, რომ გაგეშვათ გამოყენებისათვის, რაც თქვენ გააკეთეთ. შევნიშნე, რომ აქტიურად მუშაობთ ქართულ ვიკიპედიაში, თუმცა გირჩევთ მეტი ყურადღებით მოეკიდოთ საქმეს. კარგად დააკვირდით ჩემ მიერ განხორციებულ რედაქტირებებს: აქ, აქ და აქ. P.S. თუ რაიმე არ იცით უნდა შეეკითხოთ თქვენზე გამოცდილ მომხმარებლებს.! გმადლობთ!. - OTOGI Messages 14:10, 21 ივნისი 2015 (UTC)
დიახ, გასაგებია. მაგრამ ჩემი აზრით, იმ ფერს, რომელიც თქვენ მიეცით ამ თარგს, არ უხდება თეთრი ფერი და ცუდად ჩანს. ამიტომ, თუ შეიძლება, სათაურის ფერს შევცვლი :)
- რას ჰქვია ცუდად ჩანს ?! მე ჩემი გემოთი არ გამიწერია ეს ფერი თარგისთვის. იხ. კატეგორია:ფეხბურთის თარგები თარგის ფერი სტანდარტულია, რის გამოც თქვენი ცვლილება გაუქმდება. ნუ იქნებით ერთპიროვნული. ეს ბლოკირებით დამთავრდება!. გზავნილებს ხელი მოაწერეთ ხოლმე!. - OTOGI Messages 14:24, 21 ივნისი 2015 (UTC)
თარგი:თურქეთის ქალაქები
ამ თარგში თქვენი ცვლილებები გავაუქმე, რადგან არასწორად გადამისამართდა ქალაქების დასახელებები. მაგალითად - ბათმანი არის ქალაქიც და წონის ერთეულიც. შესაბამისად (ქალაქი)-ს მოცილების შემდეგ მივიღეთ ის, რომ ქალაქის გადამისამართდა წონის ერთეულზე. გთხოვთ ნუ შემოიტანთ მსგავს ცვლილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს ადმინისტრაციული სანქციები გაქატება. პატივისცემით, --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:20, 24 ივნისი 2015 (UTC)
დიახ, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამასიას სწორედ ახლა ვქმნი და გთხოვთ, ის არ ამოშალოთ ქალაქებიდან. მე ის ჩავამატე, რადგან ეკლდა. დანარჩენი ცვლილებები კი შეგიძლიათ გააუქმოთ. - Jafara777 13:35, 24 ივნისი 2015 (UTC)
- გულისხმიერად და შეგნებულად მოეკიდეთ საქმეს. აქ შენზე მეტად გამოცდილები მუშაობენ და მათ შექმნილ თარგებს ასე თვითნებურად ნუ შეცვლით. როდესაც აპირებთ რაიმეს მსგავსის გაკეთებას უნდა იფიქროთ, რომ რაც არის ეს ალბათ ასეა საჭირო, მაგრამ თუ არ მოგწონთ ელემენტარული წესია იკითხოთ და პასუხს დაელოდოთ, თუ სამი დღე არავინ გამოგეხმაურა კითხვაზე (ესეც ვიკიპედიის წესია) შეგიძლია მერე ისე იმოქმედო როგორც საჭიროდ ჩათვლი. შენი განხილვის გვერდზე უკვე მერემდენედ გაიჟღერა ადმინისტრაციულმა გაფრთხილებამ. ვფიქრობ ეს უკანასკნელია, შემდეგ მსგავს ცვლილებაზე დაიბლოკები. ჩვენი თვითმიზანი არაა შენი დაბლოკვა, მაგრამ შენი უყურადღებობა ამისაკენ გვიბიძგებს. --ჯაბა 1977 13:43, 24 ივნისი 2015 (UTC)
- დიახ, ახალბედა ვარ და ისიც მესმის, რომ აქ ბევრმა ჩემზე მეტი იცის. მე ყველაფერს, რასაც მეუბნებით ვცდილობ გავითვალისწინო და შემდეგში მსგავსი შეცდომა აღარ დავუშვა. მომიტევეთ, თუ ჩემდა უნებურად ვარღვევ ვიკიპედიაში მუშაობის წესებს. ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის წესების დარღვება. ახლაც გავიგე, რა შენიშვნა მომცა მომხმარებელმა პაატა შ-მ. დავფიქრდი და მივხვდი ჩემს შეცდომას და ვთხოვე, რომ ჩემ მიერ ჩამატებული ქალაქი "ამასია" არ ამოეშალა, რადგან თურქეთი ასეთი ქალაქი ნამდვილად არსებობს, ხოლო ამ თარგს ის ეკლდა. დანარჩენ ცვლილებებში კი ნამდვილად შეცდომა დავუშვი და მზად ვარ ეს ვაღიარო. მომავალში ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. თქვენ კი, გთხოვთ გადაწყვიტოთ, თქვენობით უნდა მომმართოთ თუ შენობით. მგონი ნამდვილად არ ვიმსახურებ თქვენგან თქვენობით მომართვას. რადგან ჩემსა და თქვენს ასაკს შორის დიდი განსხვავებაა. (რა თქმა უნდა, ეს დაცინვა არ არის და შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ). რაც შეეხება დაბლოკვას, თუ თქვენ საჭიროდ ჩათვლით, რომ მე არ ვიმსახურებ უფლება მქონდეს ვიკიპედიაში მუშაობისა, მე თქვენს გადაწყვეტილებას შევეგუები და ჩავთვლი, რომ ასე იყო საჭირო, - Jafara777
ანა, როგორც ზემოთ მოგწერე ჩვენი თვითმიზანი არაა შენი დაბლოკვა. მიხარია, რომ გამოთქვი თანამშრომლობის სურვილი. --ჯაბა 1977 14:15, 24 ივნისი 2015 (UTC)
ამასია
ამ სტატიაში პატარა ცვლილება შევიტანე (შეგიძლია იხილო), ვიკიპედიის წესია ჯერ რესურსები ინტერნეტში დავწეროთ და შემდეგ სქოლიო. --ჯაბა 1977 18:57, 24 ივნისი 2015 (UTC)
კატეგორიების შესახებ
ანა გამარჯობა! როდესაც კატეგორიას ქმნით, აუცილებელია, რომ მასში არსებობდეს 1 ჩანაწერი მაინც. ანუ ვთქვათ შეიქმნა რაიმე ახალი კატეგორია, კატეგორია:გარდაცვლილი 1470 → ამ ტიპის კატეგორიას უნდა მიუწერო კატეგორია, ანუ → კატეგორია:1470. ცვლილება აქ იხილეთ: აქ, აგრეთვე სტანდარტულად კატეგორიებში ვამატებთ ხოლმე კომონზის ბმულს, რომელიც თარგის სახითაა წარმოდგენილი, იხილეთ ცვლილება: აქ. - OTOGI Messages 20:23, 29 ივნისი 2015 (UTC)
იემენი
გამარჯობა, გავაუქმე თვის ვიკიპროექტში თქვენს მიერ ნომინირებული იემენი. რადგან იემენის კანდიდატურა უკვე არსებობს და მას 2 ხმა აქვს. ისე, რომ თქვენ შეგიძლიათ მას მიუმატოთ თქვენი ხმა. პატივისცემით, --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:33, 3 ივლისი 2015 (UTC)
- გასაგებია, მაგრამ როცა მსოფლიო რუქას შევხედე, რომელშიც წარმოდგენილი იყო კანდიდატები და უკვე ჩატარებული პროექტები, იემენი არც ერთს არ მიეკუთვნებოდა და ამიტომ შემოგთავაზეთ. იმას რა ჯობია თუ უკვე არის :)--Jafara777 განხილვაწვლილი 14:14, 3 ივლისი 2015 (UTC)
ანა გამარჯობა! გთხოვ, რომ მომავალში ასეთი ჩანაწერებისაგან თავი შეიკავოთ → ბმული. აგრეთვე, დროა ისწავლოთ რედაქტირება Wikidata-ში. უკანასკნელში მუშაობა იმისთვისაა საჭირო, რომ სტატიას მივამაგროთ ენათშორისი ბმულები. აი აქ იხილეთ: ვიკიპედია:ენათაშორისი ბმულები. - OTOGI Messages 20:41, 3 ივლისი 2015 (UTC)
- ბმულებზე გასაგებია, მაგრამ ინტერვიკებს ვაკეთებ-ხოლმე, ახლა კი უბრალოდ გადამავიწყდა... ბოდიშს ვიხდი --Jafara777 განხილვაწვლილი 20:44, 3 ივლისი 2015 (UTC)
- აჰ, გასაგებია. საბოდიშო არაფერია :). ვფიქრობ, უკვე დროა, რომ სანდო მომხმარებლის სტატუსი ჩაგირთოთ. - OTOGI Messages 21:00, 3 ივლისი 2015 (UTC)
- დიდ მადლობას მოგახსნებთ თუ თვლით, რომ ვიმსახურებ. ძალიან გამიხარდა :) --Jafara777 განხილვაწვლილი 21:38, 3 ივლისი 2015 (UTC)
- კი ვთვლი საჭიროდ! ამიერიდან მოგენიჭათ სანდო მომხმარებლის სტატუსი. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცვლილებებს დამოწმება აღარ დასჭირდება. საერთოდ, ერთი რამე არსებობს, ვიკიპედიაში არსებითი კონსოლიდაციაა, მომხმარებელთა შორის პარიტეტის დაცვა, თუმცა ჩემი რჩევაა, რომ ყოველთვის მოუსმინოთ კოლეგა ვიკიპედიელების რჩევას, რამეთუ მხოლოდ ამ რჩევების ხარჯზე არის შესაძლებელი აღიზარდოთ სამაგალითო ვიკიპედიელად! და ბოლოს, არასოდეს მოგერიდოთ კითხვების დასვა. ეს ნორმალურია. სულ ეს არის. წარმატებას გისურვებთ!. - OTOGI Messages 08:33, 4 ივლისი 2015 (UTC)
- უღრმესი მადლობა! --Jafara777 განხილვაწვლილი 08:45, 4 ივლისი 2015 (UTC)
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Gumushane.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.
ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. დათო1010 18:17, 16 ივლისი 2015 (UTC)
ორი შეცდომა
- ქემალფაშა (ართვინი) - ეს სტატია რომ გადაიტანე რით ასაბუთებ რომ საჭირო არაა პროვინციის მითითება? რომ დაასაბუთო ამისათვის არსებობს განხილვის გვერდი და იქ უნდა დაწერო. სამი დღე თუ არავინ გამოგეხმაურა მერე შეგიძლია გადაიტანო.
- ვიკიპედიაში არსებობს სტატიები ჰალიკარნასი და ბოდრუმი და სრული უფლება აქვს სტატიებს იარსებოს ნიკეამ და იზნიქმა. --ჯაბა 1977 20:02, 21 ივლისი 2015 (UTC)
გაფრთხილება
თოლგა სარითაში
ახალი ამბები
სიახლეებიდან ძველ ამბავს როცა შლის ის იმ თარიღის გვერდში უნდა გადაიტანო--დათო1010 15:16, 2 აგვისტო 2015 (UTC)
შეთანხმება
შუადღემშვიდობისა! იმ შემთხვევაში, თუ აპირებ ერაყის მუჰაფაზების შექმნას, იმის გათვალისწინებით, რომ დიდი შანსია მე და შენ რედაქტირების კონფლიქტი მოგვივიდეს, გთავაზობ შეთანხმებას: მომდევნო სტატია ბასრა-ს შევქმნი მე, დაჰუკი შექმენი შენ და ა.შ. იმედია პრინციპს მიხვდი. მგონი ასე არც ერთი არ დავრჩებით უკმაყოფილო. თუ მეთანხმები შემატყობინე. თქვენი მონა-მორჩილი ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 13:07, 4 აგვისტო 2015 (UTC)
- თანახმა ვარ :) --Jafara777 განხილვაწვლილი 13:09, 4 აგვისტო 2015 (UTC)
ძალიან კარგი! წარმატებას გისურვებ (არა მარტო მუჰაფაზებში)! ;) ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 13:13, 4 აგვისტო 2015 (UTC)
მომხმარებლის პირადი გვერდი
მომხმარებლის პირადი გვერდის ჩასწორების უფლება მფლობელის ნებართვის გარეშე არ შეიძლება. სამომავლოდ გაითვალისწინე, რომ სხვისი პირადი გვერდი აღარ ჩაასწორო :)--დათო1010 15:11, 5 აგვისტო 2015 (UTC)
ვიკიშეხვედრა
გამარჯობა, ანა. შეგახსენებ, რომ 8 აგვისტოს შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო თავისუფლების მოედნის შესასვლელთან. შენ ერთ-ერთი ახალი მომხმარებელი ხარ და კარგი იქნება თუ მოხვალ--დათო1010 15:26, 5 აგვისტო 2015 (UTC)
- ძალიან მინდა მოსვლა, მაგრამ 7-ში მივდივარ თბილისიდან. უკვე ვაპირებდი მეცნობებინა შენთვის, რომ ვიკიშვებულებას ვიღებ. --Jafara777 განხილვაწვლილი 15:43, 5 აგვისტო 2015 (UTC)
მუჰაფაზები
შეთანხმება შესრულებულია! თქვენი მონა-მორჩილი არ გამორიცხავს მომავალშიც შემოგთავაზოს მსგავსი რამ! კარგი პარტნიორი გამოდექი! :D } ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 12:42, 6 აგვისტო 2015 (UTC)
- როგორც ჩანს ერთმანეთს კარგად ვეწყობით. მომავალ ვიკიპროექტზეც ვითანამშრომლოთ :D --Jafara777 განხილვაწვლილი 14:50, 6 აგვისტო 2015 (UTC)
Help for translate
Hello and sorry for writing in English. Can you help me translate a small article (2 paragraphs) from English to your language? Xaris333 განხილვაწვლილი 18:49, 6 აგვისტო 2015 (UTC)
- Of course. --Jafara777 განხილვაწვლილი 18:51, 6 აგვისტო 2015 (UTC)
- Thanks for your offer to help. I want you to translate the introductions paragraphs from the article en:Nea Salamis Famagusta FC and create the article in your wiki. Xaris333 განხილვაწვლილი 18:58, 6 აგვისტო 2015 (UTC)