ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Green check.svg ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია.
ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობები:
შინაარსის სახელმძღვანელო
ვპ:წყარო
ვპ:ლმ
Walnut.png ორი სიტყვით: მასალა, რომელიც შესაძლოა საკამათო გახდეს საჭიროებს სარწმუნო წყაროების მითითებას. ამ გვერდზე ახსნილია, თუ როგორ უნდა მიუთითოთ სტატიაში წყაროები.
ვიკიპედიის სახელმძღვანელოები
ქცევის წესები

ნუ ეცემით ახალბედებს · ეტიკეტი · განხილვის გვერდების მართვა · იყავით გაბედული · ვიკიპედია:რეზიუმე · მალსახმობი · კატეგორიზაცია

შინაარსის სახელმძღვანელოები

ლიტერატურის მითითება · სანდო წყაროები · ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს

რედაქტირების წესები

ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა · წყაროს მითითება

სტილის სახელმძღვანელო

სტილის სახელმძღვანელო


იხ. აგრეთვე დებულებები

ციტატა

1. თუ ციტატის ავტორის ან წყაროს მითითება ხდება ტექსტში ციტატის შემდეგ, მაშინ ის უნდა ჩაისვას ფრჩხილებში.

  • „...ციტატა...“ (ი.ჭავჭავაძე)
  • „...ციტატა...“ (ი.ჭავჭავაძე, „ქვათა ღაღადი“)
  • „...ციტატა...“ (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია)

2. თუ ციტატის წყაროს თაობაზე უფრო დაწვრილებით გსურთ მითითება, იგი განათავსეთ სტატიის ბოლოში, სექციაში „გამოყენებული ლიტერატურა“ და გადასვლის ადგილთან ჩაწერეთ ასეთი ბმული:


„...ციტატა...“ [[#გამოყენებული ლიტერატურა|ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]]

სქოლიო

  1. თუ ტექსტში ციტატას არ იყენებთ, მაგრამ აკეთებთ მითითებას (ბმულს) გამოყენებული ლიტერატურის სექციის რომელიმე სტრიქონზე, მაშინ ჩაწერეთ ასე:
    <sup>[[#გამოყენებული ლიტერატურა|ნომერი სიაში]]</sup>
  2. თუ ტექსტში რომელიმე წყაროზე დაყრდნობით რაიმე ფაქტს უთითებთ და გჭირდებათ სქოლიოში წყაროს მითითება, ფაქტის კონსტატაციის ბოლოს ჩასვით
    <ref>მითითება წყაროზე</ref>.
ამასთან სტატიის ბოლოს სექციაში „სქოლიო“ უნდა ჩასვათ თარგი {{სქოლიოს სია}}, რომელიც ავტომატურად ჩასვამს ამ სექციაში ზემოთ სტატიაში მითითებულ ყველა წყაროს.

სექცია „ლიტერატურა“

მალხმობა:
ვპ:სექლიტ

ვინაიდან ვიკიპედიის გამოყენება განსაზღვრულია აგრეთვე ბეჭდვითი ფორმით, სტატიების ბოლოს ერთმანეთისაგან უნდა გამოიყოს მითითები ბეჭდვით პროდუქციაზე და ინტერნეტის რესურსებზე. ამიტომ რეკომენდებულია სტატიის შემდეგ დაიწეროს ჯერ „იხილეთ აგრეთვე“ (ვიკიპედიის შიგა ბმულები), შემდეგ „ლიტერატურა“, „რესურსები ინტერნეტში“ (გარე ბმულები), ბოლოს კი — „სქოლიო“.

თუ „ლიტერატურის“ ბლოკში ჩამოთვლილია მხოლოდ გამოყენებული ლიტერატურა, მაშინ სექციასაც ასე უნდა ეწოდოს. თუ იქვე მიუთითებთ ასევე რეკომენდებულ ლიტერატურას, რომლის გაცნობასაც ურჩევთ მკითხველს, მაშინ სექციას დაარქვით „ლიტერატურა“, რომელიც ორი განაყოფი ექნება: „გამოყენებული ლიტერატურა“ და „რეკომენდებული ლიტერატურა“.

სტილი

  1. ლიტერატურის სიაში ჯერ მიუთითეთ ქართულენოვანი წყაროები, შემდეგ უცხოენოვანი.
  2. წყაროს ავტორი იწერება კურსივით.
  3. წყაროს სათაური იწერება ნორმალური შრიფტით ფრჩხილების გარეშე, მას მოსდევს ტომის (წიგნის) ნომერი, გვერდების ნომერი.
  4. შემდეგ იწერება ტირე და სხვა პარამეტრები: გამოცემის ქალაქი, გამომცემლობის სახელი, გამოცემის წელი, ISBN კოდი (თუ ცნობილია თქვენთვის).
  5. წყაროს აღმწერი პარამეტრები ერთმანეთისაგან გამოყავით მძიმეებით.


მაგალითი:


  • ს.ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, ტ. I, გვ. 95 — თბილისი, „მერანი“, 1998.
  • ს. მაკალათია. თუშეთი, მეორე გამოცემა, გვ. 66 — თბილისი, „ნაკადული“, 1983.

იხილეთ აგრეთვე