დახმარება:საერთო რჩევები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რჩევები ვიკიპედიის ახალბედა რედაქტორებს:

  1. სტატიას სახელი დაარქვით ვიკიპედიის წესების დაცვით (გვერდების სახელები)
  2. დაწერეთ სტატია არატენდენციურად (ნეიტრალური თვალსაზრისი).
  3. არ გამოიყენოთ ინფორმაცია, რომლის საავტორო უფლებები დაცულია.
  4. პატარა სტატია ბევრი ბმულებით უკეთესია, ვიდრე დიდი სტატია ცოტა ბმულებით.
  5. დიდი მოცულობის სტატია ადვილი წასაკითხი იქნება, თუ მოახდენთ მის სტრუქტურირებას — თავებად და ქვეთავებად დაყოფას.
  6. პატარა, არასრული სტატია უმჯობესია, ვიდრე არაფერი.
  7. დაწერეთ სტატია იმ თემაზე, რომელიც უკეთ იცით ან გაინტერესებთ.
  8. შეადგინეთ სტატიის ესკიზი და შემდეგ ნელ-ნელა შეავსეთ სათანადო ინფორმაციით.
  9. მკითხველთა უმეტესობა თვალიერებისას ხედავს გვერდის მხოლოდ ზედა ნაწილს, ამიტომ შეეცადეთ გვერდი იყოს პირამიდული სტრუქტურის (სათაურები, ქვესათაურები და ა.შ.).
  10. განხილვის გვერდებზე კომენტარების განთავსებისას აუცილებლად მოაწერეთ ხელი, ხოლო ძირითად გვერდზე ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია.
  11. შემჩნევისთანავე აუცილებლად შეასწორეთ სტატიაში დაშვებული შეცდომა ან უზუსტობა.
  12. გამოიყენეთ ენათშორისი ბმულები.
  13. ყოველთვის შეამოწმეთ ანონიმი ავტორების მიერ შეტანილი ცვლილებები.
  14. ყურადღებით წაიკითხეთ სტილის სახელმძღვანელო — სტატიების გარკვეული ჯგუფისთვის სტილებია ჩამოყალიბებული (მაგ. ბიოგრაფიული სტატიები, თარიღების სტატიები და სხვა).

იხილეთ აგრეთვე