მომხმარებლის განხილვა:Henry McClean/არქივი 8

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რა არის ვანდალიზმი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ჰენრი. გთხოვ, გაეცნო რა არის და რა არ არის ვანდალიზმი. ტესტირება არ უნდა ავურიოთ ვანდალიზმში. Deu. 17:41, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მოდი, დავით, არ გეწყინოს, მაგრამ ზედმეტად პანიკობ. მე აქ გუშინ არ მოვსულვარ. მე ყოველ ეგეთ აქტზე ვანდალს არ ვუწერ ადამიანს და ალბათ არ უნდა ავტეხოთ საქვეყნო ამბავი - მარტო იმის გამო, თუ შემეშლება და ამ აბდაუბდა Edittools-ში „ტესტის“ მაგივრად „სხვა რამეს“ დავაჭერ და არც მივაქცევ ყურადღებას თუ რა გავაკეთე. --H.McC. (მომწერეთ) 17:47, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ასეთი სათაურით სტატიის დამწერს ღიმილი და მადლობა ეკუთვნის? რაღაც არ ჩანდა, რომ ეგ ტესტს ატარებდა. --მიხეილ მიწერა 17:51, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
რა შუაშია პანიკა? უბრალოდ ეს არ იყო ვანდალიზმი. ეს იყო ან ტესტირება, ცდა: გამოვიდოდა თუ არა რამე. თუკი მაგ მომხმარებლის მიზნები უფრო შორს მიდის ვანდალიზმისაკენ, ამას გვიჩვენებს დროს და ვანდალის თარგის არ დააყოვნებს, ჯერ-ჯერობით კი ეს არ იყო ვანდალიზმი და ტყუილად რატომ მივწეროთ მასე და დავაშინოთ? ჯობია ჯერ წესებზე მივუთითოთ. Deu. 18:04, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჰენრი, შენ თუ შეგეშალა, ძალიან ცუდი: ამ შეცდომების გამო მომხმარებელი არ უნდა გავაღიზიანოთ. ჩემგან პატარა შეხსენება, მაშინ როცა მე არ ვიცი შენ შეგეშალა თუ არა, რატომ უნდა აღიქვა პანიკად, ეს ვერ გავიგე და არ მომწონს ვწუხვარ Deu. 18:07, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩვენში დარჩეს და რომელ გაღიზიანებაზეა საუბარი, ზოგი მომხმარებელი გაფრთხილებებსაც არ კითხულობს ხოლმე. პრაქტიკიდან გამომდინარე ვსაუბრობ. პანიკას რაც შეეხება - მე პანიკად იმის გამო აღვიქვი შენი ნაწერი, რომ კარგად იცი და გითქვამს, როდის და რა უნდა ჩავუსვათ. ბევრჯერ. ამიტომ ეს ყველაფერი ორჯერ ორია ჩვენთვის. არ ვიცი, შენ საერთოდ ხედავ ამას თუ არა, მაგრამ სწორედ ტესტის თარგს ვუგდებ ხოლმე, როდესაც ეგეთ რამეს აკეთებს - რა მოხდა, ამ ერთხელ სხვაგან მოვახვედრე კურსორი. რამე ისეთი რომ ყოფილიყო, რაზეც არასოდეს მსმენია, კიდევ ჰო, მაგრამ ვიცი ეს დარიგებები დიდი ხანია. --H.McC. (მომწერეთ) 18:12, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხო, მოდი ნუ გავაიგივებთ ყველას, ზოგი კითხულობს :). ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი ვცადოთ. კარგი, გასაგებია. მაგრამ მე რა ვიცოდი, რომ შენ შეგეშალა :). პანიკა არაფერ შუაშია მაინც, მაგრამ კარგი, თუ გინდა დავარქვათ ამას პანიკა :). Deu. 18:16, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩასაფრებული ნამდვილად არ ვარ შენზე, რომ ვიცოდე რომელ აი-პის რომელ თარგს უსვამ ხოლმე, ასე რომ, თუ ესაა ჩემი დანაშაული, მაშინ იმედია მაპატიებ :)) Deu. 18:18, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი ჰენრი. ბოტს ხომ ამუშავებ? როცა მოიცლი, იქნებ ეს ჩაასწორო — [[ფლორა (მცენარეები)|ფლორა]] → [[ფლორა]]. წინასწარ მადლობა. --მიხეილ მიწერა 10:14, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ამ წამს ვამუშავებდი. და რომელ სტატიებში ჩავასწორო? ანუ რომელ კატეგორიაში. --H.McC. (მომწერეთ) 10:15, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეგ სულ გამომრჩა, რომ კატეგორიის მიხედვით უნდა. კარგი მაშინ იყოს, ხელით ჩავასწორებ თანდათან, გაბნეულია სხვადასხვა კატეგორიის სტატიეში. --მიხეილ მიწერა 10:19, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
თეორიულად შეიძლება. უბრალოდ awb დიდ ხანს მოუნდება ფიქრს. :) შეიძლება სადღაც 1 საათი დასჭირდეს, რომ იპოვოს ყველა სტატია. პროგრამა გაიჭედება თუ არა, ეგეც საკითხავია. ცდა ბედის მონახევრეა ისე, მაგრამ თუ შედარებით ცოტა სტატიაშია, იქნებ ხელით ნახო. --H.McC. (მომწერეთ) 10:20, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
კაი, გაიხარე. ხელით ვიზამ მერე. --მიხეილ მიწერა 10:27, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მიშა თუ წინააღმდეგი არ იქნები მე გავაკეტებ მაგას awb-თი--დათო1010 10:34, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე დათო! --მიხეილ მიწერა 11:15, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ნინო ვლადიმერის ასული ალექსი-მესხიშვილი. :) --ჯაბა ლაბაძე 15:26, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]


ალბათ გაგეცინება და შენს სფეროში შემოვიჭერი ვიკრიჭები თუ დრო გაქვს, იქნებ გადახედო და ინფოდაფასა და კატეგორიაში დამეხმარო. --მიხეილ მიწერა 19:15, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე მგონია, გავაკეთე. თუ ცალკე სექციად შემადგენლობას დაწერ, ინფოდაფიდან დაილინკება ყოფილი წევრების სია :) --H.McC. (მომწერეთ) 19:22, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

უღრმესი მადლობა, გაიხარე. მგონი ეგ სექცია აღარაა საჭირო. --მიხეილ მიწერა 19:25, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
არაფრის. ჰო, დამეზარა უბრალოდ ყოფილი წევრების სახელ-გვარების ჩამოწერა. --H.McC. (მომწერეთ) 19:36, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბოტის შექმნა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ჰენრი, ბოტის შექმნა მინდა და ხომ არ იცი რამე დამხმარე გვერდი ვიკიპედიაზე? (თუმდაც უცხოენოვანი). ბოდიში თუ გაწუხებ.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 21:43, 12 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ნიკა, რთული პროცესია ეგ საშინლად. მე მხოლოდ იმიტომ მომცეს რომ დიდი ხნის სტაჟი მაქვს და თან მასობრივ ოპერაციებს ვასრულებ. რაც შეეხება გზამკვლევს, არაფერი ეგეთი არ წამიკითხავს. უბრალოდ ვიცი რა სიტყვები რით ჩავანაცვლო და ეგაა. --H.McC. (მომწერეთ) 21:45, 12 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

კარგი, ბოდიში ვიღიმი.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 21:48, 12 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
არა, რის ბოდიში :) ისე თუ სადმე მასობრივი ჩანაცვლება დასჭირდება რამეს, მომწერე. გააჩნია მასშტაბსაც, თუ ერთ კატეგორიაში იქნება, უკეთესი იქნება, იმიტომ რომ სანამ ბოტი მთელ ვიკიპედიას დაასკანირებს, ძალიან დიდი დრო გავა. --H.McC. (მომწერეთ) 21:49, 12 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
რაღაცა მასალები ვიპოვე და რომ ვეცადო და გამომივიდეს ბოტის ყოლის უფლება მააქვს? (ჯერ ტესტ ვიკიპედიაზე რომ გამოიცადოს და მერე სტატუსის მიღბაზე რომ უნდა განვაცხადო ვიცი).--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 21:55, 12 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჰკითხე რომელიმე ადმინისტრატორს. მიხეილს მაგალითად. --H.McC. (მომწერეთ) 22:00, 12 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჰენრი, გთხოვ შენი ბოტი შეამოწმე, როგორც ჩანს რაღაც გაგეპარა. Too Much Monkey Business, Watching Rainbows, What You're Doing, What's the New Mary Jane – ესენი ვნახე და ალბათ სხვაგანაც იქნება გაპარული. – BruTe () 08:25, 13 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი გამარჯობა. შენთან ერთი თხოვნა მაქვს. შეგიძლია ამიხსნა AWB-თი ახალი სტატიების შექმნა როგორ უნდა?--დათო1010 08:05, 24 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი, დათო. ვცდი აგიხსნა.

დალოგინებულზე ბოტს მიეცი 0 წამი (ალბათ, ეგრე დაგჭირდება ან თუ გინდა, ნუ მისცემ საერთოდ, რომ ყოველ სტატიაზე დამოწმება გაუკეთო).

გვერდზე სვეტში, სადაც სტატიების სიას აჩენს, ჩასვი შენი, წინასწარ შედგენილი სია - თითო ხაზზე თითო სტატიის სათაური, რა თქმა უნდა.

SKIP განყოფილებაში მიუთითე Exists.

MORE-ში ჩართე Prepend text და ჩაუწერე სტატიის შაბლონი, თავისი კატეგორიებით და ყველაფრით, რაც გინდა, რომ ჰქონდეს (ჩვეულებრივი ვიკიკოდით ვწერთ).

ძირითადად ეს არის, მაგრამ სხვათა შორის, Melberg-მა თავის დროზე ეგრე შექმნა ჭიანჭველების სტატიები (კარგად მახსოვს ის საღამო, აჭრელდა ვიკი ვიკრიჭები ). იქნებ მაგანაც გირჩიოს რამე. მე მერე ხელით მომიწია ბითლზის სიმღერებში რაღაცეების შეცვლა ან თუ 10-12 სიმღერა იყო ალბომში, AWB-თი სიტყვების ჩანაცვლება შესაბამისი სიტყვებით (ალბომის სახელწოდება, წელი). --H.McC. (მომწერეთ) 09:29, 24 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ჯერ საცდელად გავაკეთებ რა გამოვა. ჩემი შედგენილი სია ტექსტურ ფაილად უნდა გავაკეთო ხო?--დათო1010 09:49, 24 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

სხვათა შორის, არის რაღაც მოდულები, რომლითაც შეგაქვს ტექსტური ფაილი და ისინი გეხმარებიანსავით, მაგრამ ნერვები არ მქონდა იმაში გარკვევის. აი აქ კი არ გჭირდება ტექსტური ფაილი - გვერდით რომ სიაა, იქ შეგიძლია ნებისმიერი ტექსტის ჩაკოპირება, ამიტომ უბრალოდ არსებული სია დააკოპირე და ჩასვი. --H.McC. (მომწერეთ) 09:57, 24 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უკვე მივხვდი და გავაკეთე კიდეც ვიღიმი. ერთადერთი რიცხვების გასწორება იქნება საჭირო--დათო1010 10:02, 24 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჰო, ეგრეა. არაფრის ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 10:03, 24 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
დამავიწყდა დამემატებინა - მანდ Start-ში Summary-ში ჩაუწერე რამე სხვა, იმიტომ რომ ამჟამად აჩვენებს, რომ Clean up გაკეთდა (შექმნისას). არ ვიცი, ეგ უკვე შენ როგორც ისურვებ, უბრალოდ მახსოვს, რომ შექმნისას უნდა იწერებოდეს, რომ შეიქმნა, არა? --H.McC. (მომწერეთ) 10:19, 24 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხო მართალი ხარ ეგ დამავიწყდა--დათო1010 10:33, 24 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ე, ალო? ამდენი ნაშრომი, სანსკრიტიდან ქართულად ნათარგმნი მთელი პირველი თავი გიტასი აი ასე უბრალოდ გააუქმე აქ? ეგ რა ამბავში? თავისუფალი ენციკლოპედიაა თუ როგორ? ვინ ხარ? ვინმე დიქტატორი ან ქრისტიანი ხომ არა? --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 23:47, 2 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

პირველი - საუბრის ტონი გმართებთ გამართულად (მით უმეტეს, უცნობ ადამიანთან). მე მგონია, ბავშვები არ ვართ. მეორე - ენციკლოპედია ლიტერატურული ნაწარმოებების კრებული არ არის. იხ. მაგ სტატიის განხილვა და გარდა ამისა, რა არ არის ვიკიპედია --H.McC. (მომწერეთ) 23:50, 2 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს ბოლო დღეა ჩემი თქვენ "ვიკიპედიაში"[წყაროს რედაქტირება]

მე არ ვიცი, შენ რა ენებს ფლობ (ალბათ) ინგლისურის გარდა, რა ენებზე კითხულობ სტატიებს აქ და როგორ გესმის ვიკიპედიის - მე ბევრ ენაზე ბევრი ორიგინალური ტექსტი ან ტექსტიდან ამონაწერები წამიკითხავს სხვა ენებზე ვიკიპედიაში. სრული ტექსტები, პროგრამები, მთლიანი წიგნები, ცნობარები, ვიკიპედიელების მიერ განათლების, ინფორმირების მიზნით დადებული. არაფერი დაუშავდებოდა ქართულ ვიკიპედიას, ბჰაგავადგიტას პირველი თავი მაინც რომ ჰქონოდა მკითხველისთვის ამ უძველესი სიბრძნის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად. შემდგომი თავების თარგმანს და დადებასაც ვგეგმავდი. დღეს გადავიკითხე ჩემი ნაშრომი, ერთი ასო შევცვალე, არასწორად მეწერა. თქვენ, ახალბედა "ვიკიპედიელებმა", შეამჩნიეთ ეს და საერთოდ ამოიღეთ და მოსპეთ ჩემი ნაშრომი, რომელიც წლების განმავლობაში აქ იდო და, შესაძლებელია, ვინმე დააინტერესა, ინფორმაცია, ბიძგი მისცა. კარგი, თქვენი სიმართლე იყოს. გააგრძელეთ ასე. მოსპეთ სტალინივით და ჰიტლერივით, რაც თქვენ არ შეგიქმნიათ და თქვენ წარმოდგენებს ვერ შეესაფერება. --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 00:45, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ შემიძლია არ ჩავერთა თქვენს საუბარში. სწორი შენიშვნა მოგცეს ბრაუნ, ვიკიპედია ურთიერთთანამშრომლობაზეა აგებული, რასაც უპირველესად ისეთი მიმართვები აფუჭებს, როგორიც თქვენ ზემოთ გააკეთეთ. უპრობლემოდ შემეძლო დამებლოკეთ კიდეც, რადგან რელიგიური შეურაცხყოფა მიაყენეთ ადამიანს. ერთი პრობლემა გაქვთ — მეტიჩრობას ამჟღავნებთ, გგონიათ კარგს აკეთებთ, ამ დროს კი არ გინდათ გადახედოთ ელემენტარულ, რამდენიმეწინადადებიან განმარტებას, თუ რა არ არის ვიკიპედია. მეორეც, აშკარად მისამართი შეგეშალათ — „მე ბევრ ენაზე ბევრი ორიგინალური ტექსტი ან ტექსტიდან ამონაწერები წამიკითხავს სხვა ენებზე ვიკიპედიაში. სრული ტექსტები, პროგრამები, მთლიანი წიგნები, ცნობარები, ვიკიპედიელების მიერ განათლების, ინფორმირების მიზნით დადებული.“ — ეს მეგობარო ვიკიმედიის სხვა პროექტებია, ვიკიწიგნები, ვიკივერსიტეტი და ა. შ. --მიხეილ მიწერა 08:30, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

Henry McClean - სტატიაში ლანა დელ რეი თქვენს გააუქმეთ ტექსტს რომელიც ქონდა დამატებული მომხმარებელს : --92.51.75.179, კომენტარში გიწერიათ რომ საშინელი ენით ეწერა, რაშიც ვერ დაგეთანხმებით. ვფიქრობ რომ ტექსტი არ იყო წასაშლელი და სრულად აკმაყოფილებდა ვიკიპედიის სტანდარტებს. პატივისცემით, პაატა. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:27, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფილმოგრაფიის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გაუ, ფეისბუქით შევიტყვე, რომ ეროვნული ფილმოგრაფია ვებ-გვერდი დახურვა სურთ. ამიტომ თუ სადმე გვაქვს მითითებული გვერდი გაუქმების შემდეგ ყურადღებით უნდა ვიყოთ და სტატიებიდან ამოღება მოგვიწევს.--ცანგალა () 16:53, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰო ცანგალა, მეც გავიგე ეგ. საიტზეც უწერიათ. ძალიან სამწუხარო ამბავია. ან მომავალში რით უნდა იარსებო. თუმცა დროის მანქანაც გვაქვს. მოკლედ, თუ გათიშავენ, მერე ხელით დავუვლი. --H.McC. (მომწერეთ) 17:06, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

საშინელება ის არის, რომ როგორც სქოლიო ისე არის მითითებული. და სტატიები გაფუჭდება ალბათ.--ცანგალა () 17:18, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ანუ გამოდის, რომ ამოსაღები იქნება ref-ებიც. თავად სქოლიოს სექციები რომ დავტოვოთ? თუ მოიძიება რაღაც, ჩასმული იქნება წყაროს სახით და სქოლიოშიც გამოჩნდება. --H.McC. (მომწერეთ) 17:32, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ადმინისტრატორის ვიკიორდენი
მინდა დავუშვა ყველანაირი, ალბათ ნებისმიერ ვიკიპედიაში გამონაკლისი შემთხვევა და ეს ორდენი მოგანიჭო. შენ ფაქტიურად უსტატუსო ადმინისტრატორი ხარ! სხვათა შორის, რაზეც ძალიან მწყდება გული. — მიხეილ მიწერა 21:45, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიღიმი რა უნდა ვთქვა აბა. უბრალოდ როდესაც შენთვის ვიკიპედია ხდება ვირტუალურად სამუშაო ადგილი, გრძნობ რომ ისეთი ადგილია, რომელიც არ უნდა დანაგვიანდეს და ცდილობ ამას ხელი შეუწყო. ალბათ ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი მადლობა, მიხეილ. ვიკრიჭები არ ვიცი სხვები ამას როგორ შეხედავენ, მაგრამ დავაკოპირებ ამ ორდენს მაინც, სადაც საჭიროა. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 21:59, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მესმის შენი, ვერ წარმოიდგენ ისე კარგად ვიღიმი ვიცი რას ნიშნავს როცა სისხლსა და ხორცში გაქვს გამჯდარი ვიკის სიყვარული და რაც მთავარია, იდეა. სხვების აზრზე მეც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ მოდი ჩავთვალოთ, რომ ჩემი ბიუროკრატიული „უფლება“ გამოვიყენე ვიღიმი --მიხეილ მიწერა 22:04, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა, ეს ორდენი დამსახურებულია! Так держать, Henry! ვიღიმიG.G. 06:47, 8 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

თუ გცალია, გადახედე რა ვიღიმი ამ სოლუნასტრას კი აღარ ვიცი რა მოვუხერხო... --მიხეილ მიწერა 16:58, 8 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ, მე მგონია, რომ დასაბლოკია. მაგრამ არა 3 არამედ ნაკლები პერიოდით. ვთქვათ 2 დღით. რომ წაიკითხოს გასაგებად ყველაფერი. უბრალოდ ყველაფერს შეუძლებელია კუდში სდიო. არ ესმის ამ ხალხს, რომ კატეგორიების არჩასმა იგივეა რაც ბიბლიოთეკაში წიგნი მიიტანო და დააგდო სადღაც მაგიდაზე და არა თაროზე, ანბანის მიხედვით.

მეორე - ამ დაკოპირებულმა სტატიებმა უკვე დაგვღალა მგონია. თავისია თუ ვისია?--H.McC. (მომწერეთ) 17:00, 8 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არა, დალიდა მე დავწერე ვიკრიჭები რაღაც გაუგებრობა მოხდა, მე რედაქტირებაში ვიყავი შესული და შენც ამ დროს მიგიწერია. --მიხეილ მიწერა 17:02, 8 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

იმასთან? :) ჰო, ჩემის ზევით დაიწერა მერე. --H.McC. (მომწერეთ) 17:03, 8 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

დალიდა ნორმალურია, არაფერი სჭირს ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 17:03, 8 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე. რახამც ასე მოხდა, კიდევ ერთი მსგავსი რედაქტირება და მერე მივხედავ. --მიხეილ მიწერა 17:05, 8 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
პირდაპირ გადამრევს ეს კაცი! უხეში ნათქვამია, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი მახსენდება. არ მახსოვს მე ასეთი რამ. --მიხეილ მიწერა 21:03, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიღაც ბავშვი რომ იყოს, კიდევ ჰო...არ გამიკვირდებოდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ უმცროსებისგან უფრო მეტი აქტიურობაა, ეს კი ასე საკუთარ თავთან არის ჩაკეტილი (ვირტუალურად), არ აქვს სხვებთან მუშაობის სურვილი... გეგონება ბიტლზი მაგის გარდა არავის მოსწონს და არ სურს დაეხმაროს. --H.McC. (მომწერეთ) 21:05, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი რა, ცოტასაც ვუყურებ და თუ ისევ ისეთებში გადავიდა, ცოტა მეტ ხანს გამოვუწერ ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 21:06, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

46 წლის კაცი (ახლა დავითვალე). ნეტავი როდის შეაწუხებს, რომ ასე ყოველგვარი კოლაბორაციონიზმის გარეშე ცდილობს საქმის გაკეთებას? --H.McC. (მომწერეთ) 21:08, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შეიძლება არ იცის როგორ მოგვწეროს? მაგრამ მე ჩემს გვერდზე გარკვევით მიწერია „მომწერეთ ფოსტაზე“, როგორც წესი, ძალიან ბევრი მწერს ხოლმე, მაგრამ მას იქაც კი არ მოუწერია, ასე რომ, არ სურს, კაცია და გუნება. --მიხეილ მიწერა 21:11, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შესაბამისად აისახება მისივე ვიკიპედიურ შემოქმედებაზე. რა ვქნათ, ეგრეა. --H.McC. (მომწერეთ) 21:13, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა დავარღვიე ვერ გავიგე და იქნებ ამიხსნათ რომ მომავალში გავითვალისწინო. მადლობა წინასწარ

პირადი გვერდი[წყაროს რედაქტირება]

ჰენრი, მე პირადად ასეთ გვერდებს აღარ წავშლი. როგორც ჩანს, მომხმარებელი იმას დაიწერს, რაც უნდა ვიღიმი --მიხეილ მიწერა 18:38, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გიორგი ლაცაბიძე[წყაროს რედაქტირება]

Hello Dear Henry McClean: Would you be so kind to confirm a change for გიორგი ლაცაბიძე's page please? I have added a new photo today him with the President of Georgia Saakashvili. It would be nice if you don't mind helping me in confirming? Thanks a lot in advance! Sausa11 განხილვაწვლილი 20:22, 24 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

Done and dusted. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 20:33, 24 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

THANKS SO MUCH!!!! ვიღიმი 184.179.79.151 00:04, 25 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შუამიწეთის არტეფაქტების სია[წყაროს რედაქტირება]

ვერ მივხვდი თქვენი მინიშნების არსს. (Tato Iakobidze განხილვაწვლილი 17:11, 27 მაისი 2012 (UTC))[უპასუხე]

შუამიწეთის არტეფაქტები[წყაროს რედაქტირება]

მე თუ მკითხავთ, „ვინგილოთე“ უფრო „ელფურად“ ჟღერს და მელოდიურია, ვიდრე „ვინგილოტე“.

aphrodisiacs sxva mnishvnelobac aqvs da roca dzebnashi miscem marto aphrodisiacs sxva rames amoagdebs unda ganarvhie ertmanetisgan sityva da ubralod smigera :)))) inglisurs wikipediaze masea calkea sityva romelsca tvaisi mnishvneloba a da calke simgera rokmelsac mitiebulia qvs rom es aris simgera da ara is stiyva.

ნახე რა გამოვიდა ვწუხვარ Deu. 05:05, 3 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

უი დათო მადლობა, მეგონა, ყველას გადავხედე. ბითლზის სიმღერების სია რომ არის, მანდ თითქოს ყველა იყო ჩამოწერილი. ეტყობა, ეს გამომჩა. მოკლედ, გამოდის რომ ბითლზის სიმღერაა და კიდევ როლინგ სტოუნზის ალბომი მისახედი, ყველას ვაკეთებ ამჟამად ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 09:05, 3 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შუამიწეთის არტეფაქტების სია[წყაროს რედაქტირება]

ჭკუას ნუ მასწავლით!!! თქვენ თავში არ მოგსვლიათ იმ სტატიის შექმნა, რომელსაც ახლა მე ვქმნი. ასე რომ, სტატიის რედაქტორი მე ვარ და იგი მე მეკუთვნის. რაც შეეხება თქვენს მიერ მოცემულ შენიშვნას, თარგმანი როგორიც არ უნდა დავწერო, სტატიის სათაური (რივენდელი) ვიცი და დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს თავად შეამოწმოს, ვინაიდან მე ყოველთვის ასე ვწერ „შუაველი“.

სექციები შეგნებულად ავურიე, ახლა შენ შემოგიჩნდა ეს მომხმარებელი (მიხვდები რომელიც), გაძლებას გისურვებ ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 12:18, 13 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაძლების რა მოგახსენო, მთავარია ყველაფერი გაითვალისწინოს, უფროს პიროვნებასთან ურთიერთობას რა ჯობია. ვიღიმი ისე ორი უკიდურესობაა ხოლმე - თუ უმცროსი თაობაა, ამბიციები აქვთ და არ ითვალისწინებენ რაღაც შენიშვნებს (მაგალითად, გაუმართავი ენით წერენ), აი უფროსებთან კი ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ უკიდურესობა ისაა, რომ ტექნიკურ საკითხებში უფრო დიდ ხანს გარკვევა დასჭირდებათ. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 12:28, 13 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, წუხელ მე ის მიდგომა არ მომეწონა ამ მომხმარებლის მხრიდან — ვერ ვერკვევი დეტალებში, მე დავწერ და შემდეგ შენ ჩამისწორე ხოლმეო ვიკრიჭებიმიხეილ მიწერა 12:37, 13 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
აი ამას ვიძახდი მეც ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 20:09, 13 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რაის კვადრატულები, ღმერთო...ხომ უთხრეს, როგორ უთითებენ წყაროებს. --H.McC. (მომწერეთ) 20:10, 13 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შუამიწეთის არტეფაქტების სია[წყაროს რედაქტირება]

ბოდიშს ვიხდი ჩემი სიტყვებისათვის Tato Iakobidze განხილვაწვლილი 11:02, 4 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

Would you please tell me what is the problem with the language usage in the article. I do not see mistakes enough to delete it all. Why do not you help it improve? If there is a problem, it can be solved, right? I am also Georgian but not a native speaker of the Georgian language. Oh, I have just realised that you told to ask local wikipedians, so would you mind creating the article? The English version of it would be quite adequate to do so. Thanks in advance. Have a nice day! — 78.167.37.48 18:49, 4 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა ვუყოთ ასეთ სტატიებს? იქნებ მხოლოდ ინგრედიენტების ჩამონათვალი დაგვეტოვა? თორემ, ასეთი სახით წასაშლელია. --მიხეილ მიწერა 15:43, 7 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

პასუხი ცინიზმზე[წყაროს რედაქტირება]

ბატონო H.McC., როდესაც იძახით რომ უაზრო სტატიებს ვწერ, ჯერ ჩემი ყველა სტატია განიხილეთ. გადაავლეთ თვალი "ბითლზის" სიმღერებისადმი მიძღვნილ სტატიებს: ვიღაცას ჩამოუმწკრივებია ყველა სიმღერაზე მხოლოდ ორიოდე სიტყვა, რომ ესა და ეს სიმღერა შედის ამა და ამ ალბომის შემადგენლობაში და მორჩა. თუ ალბომ Abbey Road-ის სიმღერებს სათითაოდ გადაათვალიერებთ, ნახავთ, რომ მხოლოდ ჩემს მიერ შექმნილი სტატიებია მათგან საუკეთესო და სრულყოფილი (Because, Golden Slumbers, Maxwell's Silver Hammer, Sun King, Carry That Weight). ან იქნებ 9 Newcastle Road, ჯეფ ლინი და ბითლზი, თომას დეკერი ან ჯონ ლენონის დედის, ჯულია ლენონისადმი მიძღვნილი სტატიებია უაზრობა?!! საინტერესოა რას იტყვის ინგლისელი მკითხველი, რომელიც ნახავს, რომ "251 Menlove avenue" სტატია მხოლოდ 5 ენაზეა დაწერილი და ამათგან ქართული ვერსია საუკეთესოა (თვით ინგლისურზეც კი). თქვენ კი ამას უაზრობას ეძახით? ვაღიარებ, რომ შეცდომებს ვუშვებ (უშეცდომო არავინაა), მაგრამ თქვენ იმისთვის ხართ, რომ გამოასწოროთ ეს შეცდომები და არა იმისთვის, რომ ცინიკურად მოიხსენიოთ. მე ვიკიპედიაზე იმიტომ ვწერ სტატიებს, რომ 1) მინდა ჩემი წვლილი შევიტანო, 2) მიყვარს ”ბითლზი”, 3) მინდა რომ ქართული ენა ასცდეს 100 000-ს და შევიდეს ლიდერთა შორის. ვფიქრობ, რომ ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე ქართული ვიკიპედიის აღზევებისათვის. გისურვებთ წარმატებებს!

ძალიან კარგი! მაშ ვაკეთოთ საერთო საქმე საერთო ინტერესებიდან გამომდინარე და მეტი "აგური" დავდოთ ქართული "ვიკი-სახლის" ასაშენებლად. ყველაფერი წინაა და იმედია მეტ საერთოს გამოვნახავთ, ვიდრე განსამიჯნავს.

შუამიწეთის არტეფაქტების სია[წყაროს რედაქტირება]

მადლობას გიხდით დახმარებისთვის. ციტატების წერის წესი არ ვიცოდი. Tato Iakobidze განხილვაწვლილი 10:55, 15 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი ამ მომხმარებელთან დაკავშირებული ჩემი ცვლილებები არ გეწყინოს. ვიკიპედიის სისხლი მე გადავუსხი :) აქამდე რაც გააკეთა ჩემი დახმარებით. ახლა თავისით გამოთქვა ინიციატივა და მოვიდა ვიკიპედიამდე. ნიჭიერი ადამიანია. გთხოვ მაცადო, ამ საღამოს მე მგონი გამომივლის და ჩავასწორებინებ თავადვე, თავის ცვლილებებს. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი. იმედია სწორად გამიგებ. --ჯაბა ლაბაძე 15:34, 16 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეგ არაფერია, მივხვდი (ბოლო ცვლილებებს ყოველთვის ვკითხულობ). უბრალოდ პირად გვერდზე სტატიებს არ ვწერთ და ამის გამო ვწერდი (სტატიის სტილზე და ვიკიპედიურობაზე არ მქონდა საუბარი). იმედია, აუხსნი ამას. --H.McC. (მომწერეთ) 15:41, 16 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა. ეჭვიც არ შემპარვია რომ წესები დაარღვია, სწორედ მაგას ავუხსნი და მისივე ხელით შეიქმნება ერთი ახალი, ენციკლოპედიური სტატია, მთავარია მოვიდეს ჩემამდე. :) მადლობა, გაიხარე. --ჯაბა ლაბაძე 15:44, 16 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბევრი სურათის ჩასმა მსურს ერთდროულად. რამოდენიმე სტატია, რომელსაც მე ვთარგმნი შემხვდა და ვერ ჩავსვი და არის ეს თარგი ჯერ ეს მაინტერესებს? როგორც ვიცი და თუ არ ვცდები რუსულადაა ეს თარგი ჩვენთან --Beneto9 განხილვაწვლილი 12:18, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კვლავ აქტუალურად და ასევე მოთხოვნ საკითხად დავტოვებ ამ საქმეს --Beneto9 განხილვაწვლილი 18:27, 21 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

იქნება, ვნახავ რისი გაკეთება შეიძლება. --H.McC. (მომწერეთ) 18:31, 21 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

დაააა გავიდა გარკვეული პერიოდი და იგივე მოთხოვნით მოვადექი იგივე პიროვნებას : ) --Beneto9 განხილვაწვლილი 22:04, 14 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეგ თხოვნა ჩემთან აღარ არის. მე ვერაფერი მოვუხერხე და ვითხოვე, რომ ეცადათ გაკეთება, მგონი ვიღაც ცდილობდა სავარჯიშოში, არ მახსოვს. სამწუხაროდ, ყველა თარგს ვერ ვაკეთებ. --H.McC. (მომწერეთ) 22:16, 14 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კარგი ვინც ცდილობდა ვიცი და ისევ მას მივწერ... --Beneto9 განხილვაწვლილი 22:18, 14 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიას ლეგოზე დავამატე ინფო და გვერდის შენახვას სანამ დავაჭერდი კომპიუტერმა გაჭედა და ბრაუზერი გაითიშა. უკვე თითქმის დამთავრებული იყო. დაბრუნების შანსი თუ არის? თუ არა ახლიდან დავწერ --LEGO განხილვაწვლილი 17:08, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

--LEGO განხილვაწვლილი 21:03, 19 ივნისი 2012 (UTC) გავითვალისწინებ ინფოდაფის საკითხს[უპასუხე]

გასაგებია. Jeg vil gjøre det --LEGO განხილვაწვლილი 21:21, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

იქნებ ვადროვოთ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ჰენრი, ამ ბოლო დროს ვამჩნევ რომ ახლად შექმნილ სტატიებს ქორივით დააცხრები ხოლმე. ეს ცუდი არაა, დიდად ვაფასებ შენს წვლილს, მაგრამ ამ შემთხვევაში კი ზედმეტი მოგივიდა, ერთი წუთის შემდეგ სტატიას როგორც წესი ხელი არ უნდა დავაკაროთ, ჯერ ხომ რედაქტირება დამთავრებული არ აქვს არცერთ მომხმარებელს და მით უმეტეს დამწყებსაც კი. მოდი ვადროვოთ და ვასწავლოთ. ახალი დამწყები მომხმარებელია და რედაქტირების კონფლიქტში მოყვა, რაც აბნევს ახლებს. იმედია სწორად გამიგებ. --ჯაბა ლაბაძე 15:03, 22 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მარტო მე კი არ ვაცხრები ქორივით, არამედ ნებისმიერი აქტიური რედაქტორი, რომელიც იმ წამს ვიკიპედიაშია და სურვილი აქვს, არედაქტიროს. მაინცდამაინც მე რა შუაში ვარ, როდესაც ეს ხშირი მოვლენაა?

მეორე - სუფტა ტექნიკური საკითხი - ვიკიპედიაში რომ ყოფილიყო ინდიკატორი იმისა, რომ მომხმარებელი ამ დროს ონლაინშია და სტატიას არედაქტირებს (როგორც ეს ფორუმებზე ხდება), ამაზე საუბარი დასაშვები იქნებოდა. მაგრამ მე ხომ არ ვიცი, ის იმ წამს ონლაინში იმყოფება თუ 1 კვირით წავიდა ვიკიპედიიდან?

გარდა ამისა - ვერ ვხედავ წინაღობას, რატომ არ უნდა შევიდე და ცვლილება შევიტანო. ვინმეს ჩვენთან უნდა ენიჭებოდეს პრივილეგია (გარდა იმისა, რომ უბრალოდ რბილად უნდა მოვექცეთ ახალ იუზერებს)? ანუ გამომდინარე იქიდან, რომ ახალი, მის სტატიას საერთოდ არ უნდა შევეხოთ? და რა კრიტერიუმით და სადამდე ვაცადოთ? ანუ 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 1 თვე, 1 წელი თუ როგორ? ხომ უნდა ვიცოდეთ.

და ბოლოს - მე მგონია, ახლა მივხვდი, ვინ არის. ლოგიკურია, რომ მე (თუ სხვა) არ ვართ ვალდებული, ვიცნობდეთ მას ნიკით (თუკი ის შენი ქვეშევრდომია და რამდენიმე გყავს ასეთი ან ერთი). თანაც ეს სტატია შექმნა სულ სხვა ნიკით და არა იმ ნიკით, რომლითაც წერს. ეს ხაშურელი და Xashurski სხვადასხვა ხალხია? --H.McC. (მომწერეთ) 15:15, 22 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი მართალი ხარ ქორივით მარტო შენ არ აცხრები და იმედია ამას სხვა ქორებიც წაიკითხავენ. :) აუცილებლად უნდა აცადო, შენ ერთ წუთში ჩაასწორე სტატია და მე მგონი ამას დიდი მკითხაობა არ უნდოდა, რომ მომხმარებელი ისევ ონლაინში იქნებოდა.

იმიტომ არ უნდა შეხვიდე და ცვლილება იმიტომ არ უნდა შეიტანო, რომ ახალ მომხმარებელს უნდა მისწერო და თავად მან ჩაასწოროს. ამით ის სწავლობს ვიკისაქმიანობას. მე ამ მხრივ ცანგალას გამოვყოფდი, რომელმაც სწორედ მასე მასწავლა ვიკიპედია.

და ბოლო კითხვამ გამაცინა მაგრად ხაშურსკი ლაბაძე მიხეილია, ხოლო ხაშურელი თორნიკე ივაშენკო, ორივე შეგიძლია ნახო ჩემს ფეისბუქზე. ასე რომ ვერაფერსაც ვერ მიხვედრილხარ. დადგება დრო გაიცნობ ორივეს თუ რა თქმა უნდა გვეწვიე ვიკიშეხვედრებზე და მერე შეგრცხვება ამ ბრალდებისა. :) მოკლედ ბოლო კითხვა არ უნდა დაგესვა. ამ კითხვამ გაგცა, გაბრაზებულხარ. მე კი ეს კითხვა სასაცილოდ არ მყოფნის. :D --ჯაბა ლაბაძე 15:29, 22 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ღმერთმანი, სულ არ მიფიქრია მაგაზე (დროც კი არ მქონდა მაგისი). მე იმას ვამბობ, რომ Xashurski რომ ყოფილიყო, საერთოდ არ შევეხებოდი იმ წამსვე ან 1 საათის შემდეგაც მაგ სტატიას და მე რა ვიცი, „ხაშურელი“ ვინაა, ხომ არაა აუცილებელი, მარტო შენიანი ხალხი იყოს. მე რომ ხაშურელი ვიყო, მაგრამ თბილისში ვცხოვრობდე და სულ არ გიცნობდე და ვიკიპედიაში დარეგისტრირება მინდოდეს, ავდგები და ავიღებ ნიკს, ვთქვათ, Xashuri956796396. ეს არის და ეს. ან ბოლო ბოლო, კაი მე ეს ყველაფერი ამიხსენი და სხვამ რა ქნას, ყველამ ხომ არ იხედება ჩემს განხილვაში და ყველამ ხომ არ იცის, რომ შენს ნაცნობებს უნდა ვაცადოთ ვიღიმი როგორ აპირებ, აუხსნა? ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 15:36, 22 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი ჩემს ნაცნობებს კი არ უნდა აცადო ადამიანო, ყველას უნდა აცადო. ყველას. :D --ჯაბა ლაბაძე 15:44, 22 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. ისე კი მინახავს მაგალითები, როდესაც კაცი 1 წუთით შემოსულა და გასულა, ხდება ეგეთებიც. --H.McC. (მომწერეთ) 15:52, 22 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი ჩემო კარგო, მასე მეც გამიკეთებია, მაგრამ მოდი ჩემი თხოვნა იქნება, ვიკიპედია ვასწავლოთ სხვებსაც, რა მნიშვნელობა აქვს ამას ეს ხაშურელია, ზესტაფონელი თუ სამტრედიელი. ჩვენს მერე წარღვნა ხომ არაა შე კაცო? :D --ჯაბა ლაბაძე 15:57, 22 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

თარგი:შუამიწეთი[წყაროს რედაქტირება]

არაფრის, უბრალოდ, არაბუნებრივად ჩანდა სიტყვა „ცალკე“ და შევასწორე. Tato Iakobidze განხილვაწვლილი 07:18, 27 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

„შუამიწეთის არტეფაქტების სიის“ დასრულების შემდეგ ვაპირებ „არდის არსებების სიის“ შექმნას, სადაც ნოლდორების ელფების ქვერასად წარმოდგენა მაქვს განზრახული, ამგვარად იმიტომ მაქვს დაწერილი. Tato Iakobidze განხილვაწვლილი 09:10, 27 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი მაგრამ, ამ ერთწინადადებიან სტატიას მარტო მე ხომ არ ვიყენებ? იგივე ხდება ვიკის ინგლისურენოვან გვერდებზეც. ვიკის სტანდარტებში ამომწურავად რომ გაერკვე, ცალკე ფილოლოგი უნდა იყო და ცალკე – დროის 80% მაინც უნდა გამოჰყო მისთვის. რაც შეეხება სხვა შენიშვნებს, შემდგომში გავითვალისწინებ და ასეთნაირად შევეცდები მეტად დავხვეწო სტატიების წერა.

--Solunastra მიწერა 19:02, 7 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი ჰენრი. თუ დრო გაქვს, იქნებ ეს ნახო და გაარკვიო რა უნდა ამ ადამიანს. — მიხეილ მიწერა 20:57, 10 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ემინემზეა საუბარი? --H.McC. (მომწერეთ) 20:58, 10 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხო, ისტორიას გადახედე და მიხვდები. --მიხეილ მიწერა 21:02, 10 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ალბომის სტატიაში სიმართლე ჩაწერა, მარშალ მაზერსი ემინემის ნამდვილი სახელია, უბრალოდ ტყუილებს რას უწოდებს, ვერ გავიგე. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 21:03, 10 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მხოლოდ კითხვა მაქვს[წყაროს რედაქტირება]

ჰენრი საიდან დაადგინე რომ სტატიები მიხო მოსულიშვილი, მინდია ხითარიშვილი და გიორგი ლაცაბიძე შექმნილია თავად ამ პიროვნებების მიერ? როგორც მიხო მოსულიშვილის და გიორგი ლაცაბიძის სტატიების ისტორია გვეუბნება ეს სტატიები შექმნილია პირველი ცანგალას მიერ, ხოლო მეორე ვინმე Dabitur09-ის მიერ. ხოლო სტატია მინდია ხითარიშვილი შექმნილია Mindia72-ს მიერ. დარწმუნებული ხარ Mindia72 - მინდია ხითარიშვილია? ან კიდევ Dabitur09 - გიორგი ლაცაბიძეა? --ჯაბა ლაბაძე 16:20, 13 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

უი ჰო გამახსენდა. მიხო მოსულიშვილი თავად შემოდის და აქტიურად არედაქტირებს ამ სტატიას, მაგი უვლის. ლაცაბიძეზე უკვე ვეღარ გეტყვი, მაგრამ აი მინდია კი ნაღდად მინდია ხითარიშვილია. აბა საიდან უნდა ჰქონდეს ამდენი მასალა მინდიას შესახებ, თანაც არაერთი ფოტო პირადი არქივიდან და ასეთი დაწვრილებითი ინფორმაცია? --H.McC. (მომწერეთ) 17:18, 13 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ ჰენრი. გაიხარე. --ჯაბა ლაბაძე 17:20, 13 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]