მომხმარებლის განხილვა:Solunastra
|
ისევ წესები
[წყაროს რედაქტირება]ვწუხვარ, რომ კვლავ წესების შეხსენება მიწევს. ამ განხილვის საფუძველზე და ქართული ენის ნორმების შესაბამისად, თავის დროზე სტატია გადატანილ იქნა სწორ სათაურზე, თქვენ კი მას ხელახლა ქმნით მცდარი სათაურით. --მიხეილ მიწერა 21:01, 10 მაისი 2012 (UTC)
თხოვნა
[წყაროს რედაქტირება]Z3 - დავამატე ენათშორისო ბმულები (შენც შეგიძლია შემოიტანო). კატეგორია თუ არ იცი სხვა ენიდან თარგმნე და შემოიტანე, ხოლო რაც შეეხება წყაროს, თუ ლიტერატურის მითიტება არ შეგიძლია, მაშინ რესურსები ინტერნეტიდან ჩასვი. წარმატებები.--ცანგალა (გ) 20:01, 12 მაისი 2012 (UTC)
კატეგორიები გამოიყენეთ იგივე, რაც სხვაენოვან ვიკიპედიებშია. ზედა დონის კატეგორიები 'მეცნიერება' და 'კომპიუტერი' არის უადგილო. --H.McC. (მომწერეთ) 14:25, 13 მაისი 2012 (UTC)
სიმღერების ინფოდაფა
[წყაროს რედაქტირება]თხოვნა იქნება - ნუ იგონებთ საკუთარ ინფოდაფას. არსებობს მოქმედი თარგი:ინფოდაფა სიმღერა. --H.McC. (მომწერეთ) 15:57, 13 მაისი 2012 (UTC)
შენიშვნები
[წყაროს რედაქტირება]კიდევ ერთხელ
- ნუ იყენებთ ზედა დონის კატეგორიებს. 'მითოლოგია' არის ზოგადი კატეგორია. ესა თუ ის სტატია, თუ პერსონაჟზეა, უნდა შედიოდეს შესაბამის კატეგორიაში, მაგ. კელტური მითოლოგია.
- გამოიყენეთ იგივე კატეგორიები, რაც წერია უცხოენოვან სტატიაში.
- 'ბმულები'-ს მაგივრად სექციას უნდა ერქვას 'რესურსები ინტერნეტში'. ამ ტერმინს ვიყენებთ აქ. --H.McC. (მომწერეთ) 20:10, 13 მაისი 2012 (UTC)
გთხოვ მიუთითო ლიტერატურა, დაბ. თვე, რიცხვი, სად დაიბადა იგივე გარდაცვალებაზე, სად გარდაიცვალა.--ცანგალა (გ) 17:35, 17 მაისი 2012 (UTC)
- მადლობა თხოვნის შესრულებისთვის. გთხოვ ნახო კვლავ სტატია და ნახავ თვე, რიცხვი დაბ.- გარ. ადგილი სად დავამატე. სტატიის თავში სახელი გვარის შემდეგ. გთხოვ მომავლისთვის გაითვალისწინო და ასევე გააკეთო. და კიდევ როდესც წყაროს მიუთითებ შეგიძლია თარგი ამოიღო სტატიიდან. --ცანგალა (გ) 12:00, 18 მაისი 2012 (UTC)
რესურსები ინტერნეტში
[წყაროს რედაქტირება]ინგლისური სტატია საუნდტრეკის შესახებ რესურსი ინტერნეტში არ არის. --H.McC. (მომწერეთ) 19:41, 27 მაისი 2012 (UTC)
იცით თუ არა, რომ
[წყაროს რედაქტირება]ეს ახლანდელი მთავარი გვერდიდან რომ შემოიტანეთ, ეს რას ნიშნავს, კარუსელი დავატრიალოთ? :)). ეს საიდანაა, თუ შეიძლება მითხარით. Deu. 17:05, 29 მაისი 2012 (UTC)
ახალ სექციებს იცით თუ არა-ში ნუ ქმნით, თუკი თემატურად თქვენი წვლილი ამა თუ იმ არსებულ სექციას შეესაბამება. გეოგრაფიის სექცია ხომ არის უკვე? --H.McC. (მომწერეთ) 12:23, 3 ივნისი 2012 (UTC)
--H.McC. (მომწერეთ) 13:09, 3 ივნისი 2012 (UTC)
ლენონი
[წყაროს რედაქტირება]თქვენთვის ეს სტატია მოდელად არ კმარა??? Imagine (ალბომი). რატომ აკეთებთ ასეთ უაზრო სტატიებს? შეიძლება ლენონის ალბომის სტატიას კატეგორიაში ბითლზი ეწეროს? ან შეიძლება ეწეროს „ალბომში შემავალი სიმღერები“????? სხვა სტატიებში სადმე ასეთი რამ გინახავთ? გამოიყენეთ შაბლონის სახით სხვა სტატიები მომავალში, ვინაიდან ასე იქმნება დომხალი. --H.McC. (მომწერეთ) 21:17, 5 ივნისი 2012 (UTC)
მოკლედ
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა.
პირველ რიგში - მე უბრალოდ გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოდელი, უბრალოდ ის, რაც უკვე წერია. თქვენივე დაწერილია სტატიები, სადაც ზემოთ აღნიშნულ შეცდომებს ადგილი არ ჰქონია, ამიტომ გამიკვირდა, რომ გეწერათ ისეთი რაღაცეები, თითქოს პირველად წერდით.
რაც შეეხება სიმღერების სტატიებს - ისინი შექმნა ავტომატურმა სისტემამ (ანუ ჩათვალეთ, რობოტმა) პირადად ჩემი ზედამხედველობით, ანუ შაბლონებით შექმნა სიმღერების სტატიების ესკიზები და ეს ყველაფერი ნელ-ნელა სწორდება. სამწუხაროდ, ტექნიკურად შეუძლებელი იყო, რომ რობოტს მასობრივად შეექმნა სტატიები, სადაც 2 წინადადებაზე მეტი ეწერებოდა, ვინაიდან სიმღერების შესახებ სტატიათა ტექსტები განსხვავდება. ამიტომ ჩემმა რობოტმა შექმნა სტატია ჯგუფის ყველა ნაცნობი სიმღერის შესახებ. შევქმენი, ვინაიდან ვხედავდი, რომ ასე საქმეს წინ წავიგდებდით. როგორც თქვენ, ასევე მეც მაღელვებს ამ სტატიების ბედი, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე უმცროსი ვარ ასაკით, ჯგუფის მუსიკას 3 წლის ასაკიდან ვეზიარე და ჩემთვის ისეთივე უკვდავი თემაა, როგორც თქვენთვის. გამომდინარე აქედან, ბუნებრივად მსურს, რომ ეს საქმე წინ ერთად წავიგდოთ და ამიტომ არის, რომ თქვენი მხრიდან შენიშვნების უპასუხოდ დატოვება, ასე ვთქვათ, უცნაურად ჩანს.
მესმის, რომ ალბათ დაკავებული ადამიანი ბრძანდებით და ყოველთვის არ გცალიათ, რომ პასუხი გასცეთ ნაწერს (და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ახლა მიპასუხეთ, როდესაც ამდენი ხანია, რამდენიმე ადამიანი გთხოვთ, რაღაც რეაქცია იქონიოთ მცირე მითითებებზე), მაგრამ ვიკიპედიაში კოლაბორაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, მით უმეტეს, მათთან, ვინც იგივე თემატიკის სტატიებზე მუშაობს - და მერწმუნეთ, ქართულ ვიკიპედიაში და კერძოდ, მუსიკის განხრით ჩემთვის პირადად სამი პრიორიტეტული და საინტერესო დასამუშავებელი თემა არსებობს და ბიტლზი მათ შორის უპირველეს ადგილს იკავებს. მე პირიქით, მჭირდება, რომ პიროვნებამ, რომელიც იგივე თემებზე იმუშავებს, გაითვალისწინოს სულ მცირე, ზოგადი მითითებები ვიკიპედიური თხრობის სტილზე, ტექსტის გაფორმებაზე, წყაროების მითითებაზე და ა.შ. (გააჩნია, სად დაუშვებს იგი შეცდომას). დანარჩენი უკვე განხილვას ნაკლებად ექვემდებარება, ვინაიდან სტატიებს თქვენ აბსოლუტურად უნაკლოდ თარგმნით.
ამიტომ შემიძლია პირდაპირ ვთქვა - მე ჩემი მხრიდან, რაზეც შემიძლია მიგითითოთ ვიკიპედიაში მუშაობასთან დაკავშირებით, ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, ვინაიდან მე ეს ყველაფერი უკვე გამოვიარე (აქ პრაქტიკულად 2006 წლის დასაწყისიდან ვწერ). ყველაფერი, რაც დაგაინტერესებთ, შემიძლია გიჩვენოთ. ცინიზმი და მსგავსი რამ პირადად ჩემ ინტერესებში არ შედის, მაგრამ როდესაც ადამიანს უთითებ და არ გპასუხობს თვეების მანძილზე (და არა უბრალოდ 2-3 დღის), ირონიით ან ცინიზმით ნათქვამი სიტყვა ხოლმე ბუნებრივად იბადება - ადამიანები ვართ და არა რობოტები. თუ ჩემმა სიტყვებმა რამე წყენა დაგიტოვათ, ჩათვალეთ, რომ ბოდიშს ვითხოვ ამისათვის. და კიდევ ერთხელ - მზად ვარ ყველაფერი დაგეხმაროთ, ვინაიდან ვიკიპედიაში მუსიკის შესახებ სტატიების სტანდარტი უნდა დაცული იქნას - ისევ და ისევ მომავლისათვის. ხოლო გამოცდილების გაზიარება ისეთივე ბუნებრივი პროცესია, როგორც ზოგადად სტატიების რედაქტირებისადმი ინტერესი. --H.McC. (მომწერეთ) 20:53, 14 ივნისი 2012 (UTC)
- მივესალმებით თქვენს მოწადინებას და კარგია, რომ ამდენი თვის შემდეგ ხმა ამოიღეთ. ვიკიპედიის მთავარი პრინციპია ურთიერთთანამშრომლობა, მის გარეშე, ისეთ ენციკლოპედიას ვერ შევქმნით, როგორზეც თქვენ ოცნებობთ და ჩვენ, აგერ უკვე წლებია ვცდილობთ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ. ასევე, ალბათ დროა უკვე, ცოტა მეტი ისწავლოთ ვიკიპედიაში მუშაობის შესახებ, თუნდაც ის, რომ განხილვებში მონაწილეობისას ხელი უნდა მოაწეროთ. გქონდეთ ჩვენი დახმარების იმედი. --მიხეილ მიწერა 21:38, 14 ივნისი 2012 (UTC)
Time For Lovers
[წყაროს რედაქტირება]- Time For Lovers — წყაროები, კატეგორიები და მინიმუმ 3 გამართული წინადადება. სიმღერების სია წინადადებად არ ითვლება.
- გარდა ამისა, დიდი ხანია შემოვიდა ახალი სტანდარტი სიმღერებისა და ალბომების სტატიებში (და სხვაგანაც)
ვწერთ
„Golden Slumbers — ჯგუფ ბითლზის სიმღერა“
და არა
„Golden Slumbers არის ჯგუფ ბითლზის სიმღერა“
ანუ იგივე ეხება სხვა სტატიებსაც. ნუ იყენებთ ამ „არის“-ს. ეს არღვევს არსებულ სტანდარტებს.
- და ბოლოს, ნუ იყენებთ ამას - „ალბომში შემავალი სიმღერების სია“. ჩვენთან არის სტანდარტი „სიმღერების სია“! --H.McC. (მომწერეთ) 15:14, 6 ივლისი 2012 (UTC)
სალამი. ინგლისურენოვანშიც რატომღაც მხოლოდ 1 წინადადება აქვს. თუკი ხელი მიგიწვდებათ ინფორმაციაზე, შეადგინეთ თუნდაც 3 წინადადებიანი და შექმენით სტატია თავიდან. ძველ სტატიებს ჯერ კიდევ ესაჭიროება განვრცობა, მაგრამ ვცდილობთ, ახლების შექმნისას გავითვალისწინოთ. --H.McC. (მომწერეთ) 18:34, 7 ივლისი 2012 (UTC)
მითითება
[წყაროს რედაქტირება]- კატეგორიები არასწორად გაქვთ მითითებული. ნახეთ, რა არის ინგლისურში:
Torah monarchs
Hebrew Bible people
Articles about multiple people
თქვენ კი გაქვთ ზედა დონის კატეგორიები - ბიბლია, რელიგია და ა.შ. ეს არასწორია.
- როდესაც ამატებთ საერთაშორისო ბმულებს, დაამატეთ სხვაენოვან ვიკიპედიაშიც (1 საკმარისია) [[ka:სტატიის სახელი ქართულად]]. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოძებნიან ქართულენოვან სტატიას. --H.McC. (მომწერეთ) 18:57, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)
გარდა ამისა, ნუ იყენებთ ტერმინს 'გარე ბმულები'. სექციას ეწოდება „რესურსები ინტერნეტში“ - ეს ჩვენი სტანდარტია! --H.McC. (მომწერეთ) 18:58, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)
ამის შესახებ უკვე ერთხელ დაგიწერეთ --H.McC. (მომწერეთ) 19:06, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)
მე მოგიყვანეთ მოდელი. ზედა დონის კატეგორიები ჩვენთან არ გამოიყენება ასეთ სტატიებზე. დახარისხების, სისტემის საკითხია ეს ყველაფერი. მაგალითად, თუ ალბომი 1970 წლისაა და ჯაზის ჟანრის, კატეგორიებში ვწერთ 'ჯაზური ალბომები' და '1970 წლის ალბომები' და არა 'ალბომები' და 'მუსიკა'. იგივეა აქაც - ბიბლია არის ზედა დონის კატეგორია. ბიბლიის რაღაც საკითხს ხომ მიეკუთვნება ეს პერსონაჟი? ის რომ თორა როგორც კატეგორია, ქართულში არაა, გადამწყვეტი არ არის. აუცილებელი არაა, კატეგორია უკვე არსებობდეს, შეიძლება დამატება და თუ ოდესმე შეიქმნება, შესაბამისად, საქმეც გაკეთდება. გარდა ამისა, კატეგორიას სტატიის ინგლისურ ვერსიაში Torah monarchs ეწოდება და არა უბრალოდ 'თორა'. რუსულში მაგალითად არის, კატეგორიები Библейские персонажи და Филистимляне - არც თუ ცუდია. ბიბლიური პერსონაჟებისათვის საკუთარი კატეგორია არის და ასე უფრო დალაგებულია. --H.McC. (მომწერეთ) 20:15, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)
გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „ადაპა“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.
--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 11:23, 8 აპრილი 2013 (UTC)
მაინტერესებს, რატომ არ კითხულობთ გზავნილებს ან რატომ არ ითვალისწინებთ შენიშვნებსა და თხოვნებს? მომხმარებელმა ზევით რამდენიმე დღის წინ დაგიწერათ, რომ წყაროები მიგეთითებინათ სტატიაში. დავიჯერო, არ წაგიკითხავთ? ან რატომ ქმნით აქამდე ყველა სხვა სტატიას რესურსები ინტერნეტში-ს გარეშეც კი (1 ბმულიც არ გაქვთ მითითებული)? არ შეიძლება ასე. პრივილეგიას ვერ მოგანიჭებთ მხოლოდ იმის გამო, რომ არ გცალიათ და თვეში 1-ხელ იხედებით აქ. --H.McC. განხილვაწვლილი 21:50, 29 აპრილი 2013 (UTC)
გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „რატი თორდია“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.
--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 19:48, 6 ივნისი 2013 (UTC)
გამარჯობა სტატიიდან რატი თორდია კატეგორიების ამოღების მიზეზი რა იყო? მე ეს ცვლილება გავაუქმე და დავაბრუნე სტატიაში კატეგორიები. პატივისცემით, --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:08, 1 აპრილი 2015 (UTC)
იხ. [1], სადაც დაბ. 1913 წელია. --ცანგალა 20:08, 28 დეკემბერი 2019 (UTC)