Because

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Because“
სიმღერა , შემსრულებელი ბითლზი
ალბომი Abbey Road
გამოსვლის თარიღი 26 სექტემბერი 1969
ჩაიწერა 1 და 5 აგვისტო 1969, EMI-ს სტუდია, ლონდონი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, არტ-როკი
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 2:45
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple Records
ავტორი ლენონი / მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Abbey Road სიმღერების სია

Becauseჯონ ლენონის [1]მიერ დაწერილი სიმღერა, რომელსაც ასრულებს ბითლზი (ავტორები: ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი). ეს არის 3-ნაწილიანი ჰარმონიული ვოკალური ნაწარმოები, რომელსაც ასრულებენ ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი და რომელშიც სამივე ხმა სამ ფენადაა დაშრევებული, რათა შექმნილიყო 9-ხმიანი ჟღერადობა. სიმღერა თავისი ხმოვანებით წააგავს ”ბიჩ ბოისს” ("Beach Boys") და შედის ”ბითლზის” 1969 წელს გამოშვებულ ბოლო სტუდიურ ალბომში სახელწოდებით Abbey Road.

კომპოზიცია[რედაქტირება]

სიმღერას ელექტრო კლავესინზე დაკვრით იწყებს ჯორჯ მარტინი, შემდეგ ელექტროგიტარით შედის ლენონი, რომელიც აორმაგებს მარტინის დაკრულს ლესლი სპიკერის დახმარებით.

„Because“ განეკუთვნება ბითლზის იმ მცირერიცხოვან სიმღერებს, სადაც გამოყენებულია ანალოგური სინთეზატორი. ”ბითლზი” ალბომ Abbey Road-ის ჩაწერის დროს იყო ერთ-ერთი მოწინავე ჯგუფთაგანი, რომელიც ცდებს ატარებდა სინთეზატორ Moog-ის დახმარებით.

ლენონის მონათხრობის მიხედვით სიმღერის შექმნის შთაგონება მოუვიდა ბეთჰოვენის „მთვარის სონატის“ მოსმენის დროს: ”იოკო ფორტეპიანოზე უკრავდა ბეთჰოვენის ”მთვარის სონატას”... მე ვუთხარი: „შეგიძლია, დაუკრა ეს აკორდები უკუღმა?” და დავწერე „Because“ მათ გარშემო. სიტყვები თავისით დაიწერა... არანაირი წარმოსახვა, არანაირი გაურკვეველი მინიშნებები“.

ჩაწერა[რედაქტირება]

სიმღერა „Because“-ის ჩაწერის მთავარი სესიები გაიმართა 1969 წლის 1 აგვისტოს, ვოკალის დაშრევება მოხდა 4 აგვისტოს, ხოლო ჯორჯ ჰარისონის მიერ Moog სინთეზატორის ხმის დადება - 5 აგვისტოს. ეს იყო ალბომის უკანასკნელი სიმღერა, რომელიც ჩაწერილ იქნა მაგნიტურ ფირზე, თუმცა ჯერ კიდევ შესასრულებელი იყო ხმის დადებები ალბომის სხვა სიმღერებისთვისაც.

პერსონალი[რედაქტირება]

  • ჯონ ლენონი - სამმაგი წამყვანი ხმა (შუა რეგისტრი), სოლო და რიტმ-გიტარები
  • პოლ მაკ-კარტნი - სამმაგი მეორე ხმა (ზედა რეგისტრი), ბას-გიტარა
  • ჯორჯ ჰარისონი - სამმაგი მესამე ხმა (ქვედა რეგისტრი), Moog სინთეზატორის ორმაგი ჩანაწერი
  • ჯორჯ მარტინი - ელექტრო-პიანინო, ბოლდიუნის კლავესინი

ალბომის ვერსიები[რედაქტირება]

წელი შემსრულებელი გამოცემა შენიშვნები
1969 გერი მაკფერლენდი Today
1976 ლინსი დე პოლი All This and World War II
1977 Devo The Truth About De-Evolution (სიუნდტრეკი) სიმღერა სრულდება ფილმის ბოლოს ტიტრების ჩვენებისას.
1978 ელის კუპერი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (საუნდტრეკი)
1982 პედრო აზნარი Pedro Aznar
1994 The Nylons The Nylons
1998 ვანესა მეი ჯორჯ მარტინი - In My Life სიმღერას ასრულებს სოლო-ვიოლინოზე გუნდის ფონური ჟღერადობის თანხლებით.
1999 ელიოტ სმითი American Beauty (საუნდტრეკი)
2005 ჯორჯ კლინტონი How Late Do U Have 2BB4UR Absent?
2007 Solveig Slettahjell Domestic Songs
2007 Various artists Across the Universe ექვსი მთავარი და სამი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ფილმში, სადაც კომბინირებულია ცხრა ვოკალური პარტია.
2009 მარტინ ჯონ ჰენრი Abbey Road Now!
2009 ჯერი რეფერტი Life Goes On
ალეხანდრო დოლინა Tangos del Bar del Infierno ასევე გამოიყენება მისი რადიო-შოუს La Venganza Será Terrible დამწყებ თემად.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Sheff, 2000, p. 191
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Because&oldid=2665195“-დან