მინდია ხითარიშვილი
მინდია ხითარიშვილი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1 იანვარი, 1973 |
დაბ. ადგილი | ბათუმი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი |
თანამედროვე აკადემიური და ექსპერიმენტული მუსიკა, ჯაზი, მუსიკა კინოსა და თეატრისათვის. |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
აქტიური | 1991 - დღემდე |
საიტი | ოფიციალური საიტი |
მინდია ხითარიშვილი ვიკისაწყობში |
მინდია ხითარიშვილი (დ. 1 იანვარი, 1973, ბათუმი) — ქართველი კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ნოდარ მამისაშვილის საკომპოზიციო კლასი), საქართველოს ხელოვნების აკადემია /მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი/. 1997–2012 წლებში იყო ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე, მუსიკალური პროდიუსერი. წლების მანძილზე მუშაობდა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საესტრადო განყოფილების გამგედ, აჭარის ტელევიზიის მუსიკალურ რედაქტორად, ბათუმის ჰუმანიტარული ინსტიტუტის მუსიკისა და თეატრის ისტორიის კათედრის პედაგოგად. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი) მუსიკის ფაკულტეტზე მიჰყავდა თეორიულ დისციპლინათა კურსი.
2012 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში. 2014 წლამდე მუშაობდა ისრაელის ტელეკომპანია GTV-ის მუსიკალურ პროდიუსერად. ქ. ხაიფის (ისრაელი) დ. ვაიცმანის სახელობის კონსერვატორიის დირექტორთა საბჭოს წევრი.მიჰყავს კომპოზიციის, მუსიკის თეორიისა და ფორტეპიანოს კურსი. ხაიფის მუნიციპალური დრამატული თეატრის კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მინდია ხითარიშვილს ეკუთვნის შემდეგი ნაწარმოებები: როკ-ოპერები „დედამიწის დროით“ (ლიბრეტო: ჯანსუღ ჩარკვიანის),„თავფარავნელის ბალადა“ (ლიბრეტო: ირმა გურიელის) თამაზ ჭილაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.(პრემიერა გაიმართა 2010 წლის დეკემბერში, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში) დამდგმელი რეჟისორი:გიორგი(გოგა)თავაძე.კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები: კონცერტი ორი როიალის,სიმებიანისა და დასარტყამი საკრავებისათვის.(2007)კამერული სიმფონია ბარიტონისა და სიმებიანი ორკესტრისათვის.(2008) სიმებიანი კვარტეტი „ხმელი წიფელი“ (ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით), ვოკალური ციკლი „ამღერებული სტრიქონები“ (გალაქტიონ ტაბიძის ლექსებზე) საგუნდო ნაწარმოებები: შერეული გუნდისათვის „შენ სისხლო ჩემო“ (ტექსტი მუხრან მაჭავარიანის) „ელეგია“ (ტექსტი ილია ჭავჭავაძის), „ო, ენავ ჩემო“ (ტექსტი ირაკლი აბაშიძის) „ზეცის კარამდე“ (ფრანჩესკო პეტრარკას პოეზიიდან) ქალთა გუნდისათვის „ლოცვა აღმაფრენის“ (ტექსტი ტერენტი გრანელის) ჯაზ-ქორალი (ტექსტი ვახტანგ ჯავახაძის) საფორტეპიანო ნაწარმოებები. სონატა-ფანტაზია „ზარები“, იმპროვიზაციები ვარიაციის ფორმაში, ექსპრომტი ხალხურ მოტივებზე,მუსიკალური მომენტი, მედიტაციური ფრაგმენტები.
მუსიკა კინოსა და თეატრისათვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მინდია ხითარიშვილს ეკუთვნის მუსიკა მხატვრული და სატელევიზიო ფილმებისთვის: „ლეში“ (რეჟისორი ვ.თოდუა), „მემედ აბაშიძე“ (რეჟისორი ზ.ცინცქილაძე). მუსიკა თოჯინური და მოზარდ მაყურებელთა სპექტაკლებისათვის: „რწყილი და ჭიანჭველა“, „პეპი გრძელიწინდა“, „მგელი და შვიდი თიკანი“, „სინათლის ჩიტი“ (რეჟისორი რევაზ ბაინაზიშვილი), „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „შაჰრაზადას ათას ერთი ღამის ზღაპარი“, „ნოეს კიდობანი“ (რეჟისორი ეთერ თავართქილაძე), „წითელკანიანთა ბელადი“ (რეჟისორი თამაზ ბოლქვაძე), „პატარა პინგვინების თავგადასავალი“ (რეჟისორი გივი სარჩიმელიძე), „სამი გოჭი“ (რეჟისორი გელა გელაძე), „ჩექმებიანი კატა“ (რეჟისორი რეზო გელაძე) „მოკითხვა მაიმუნს“, „გენა და მისი მეგობრები“, „რკინის გული“, „ბრემენელი მუსიკოსები“, „არგონავტები“, „ბიჭუნა და კარლსონი“ (რეჟისორი ზურაბ ცინცაძე),„წუნა და წრუწუნა“,„ურჩხული და მზეთუნახავი“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი),„ფერადი ნისლების სანაპირო“ (რეჟისორი დავით მაცხონაშვილი) ბერტოლდ ბრეხტი „დედა კურაჟი და მისი შვილები“ (რეჟისორი ზურაბ ცინცაძე). თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი: გ.პეტრიაშვილი „ჩემი ქალაქის ზღაპრები“ (რეჟისორები: ლ.გოგნიაშვილი, ი. გოგია).
ქ. ხაიფის (ისრაელი) დრამატული თეატრი: მ. ლადო „ერთი უბრალო ამბავი“ /2014/ მ.რადოვიჩი „შტრუდელი“ /2015/ ვ.კრასნოგოროვი „სამოთხის კარები“ /2017/ (რეჟოსორი ა. ნაიფელდი) ქ.აშდოდის მუს.კომედიის თეატრი „ძველი ვოდევილები“ /2013/ (რეჟისორი ზ. ბოთერაშვილი) ქ.ხაიფის ექსპერიმენტული თეატრი „სახე“: ნ. პტუშკინა „სხვისი სანთლების შუქზე“ /2017/ (რეჟისორი ხ. დოლინგერი) ერიკ-ემანუელ შმიდტი „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ /2019/ (რეჟისორი ო. შაცმანი) მორის მეტერლინკი „ლურჯი ფრინველი“ /2020/ (რეჟისორი ა. ნაიფელდი). თეატრი "კომედიანტი" (ისრაელი) ი.ჩუბაროვა "კოლიდორი" /2020/ (რეჟისორი: ი.ჩუბაროვა)
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მინდია ხითარიშვილი 1999 წლიდან არის აჭარის თეატრალური კავშირის წევრი, ხოლო 2002 წლიდან საქართველოს კომპოზიტორთა და ავტორთა კავშირის წევრია. ქართული თეატრალური და საოპერო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მინდია ხითარიშვილს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. (ბათუმი,2003)
2009 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მინდია ხითარიშვილი აჭარის თეატრალური საზოგადოების მიერ დაჯილდოვდა „წლის საუკეთესო ორიგინალური მუსიკის ავტორის“ პრემიით, სპექტაკლისათვის „ბრემენელი მუსიკოსები“ (რეჟისორი ზურაბ ცინცაძე)
2009 წელს მინდია ხითარიშვილი ვინიცის (უკრაინა) თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებისათვის სპექტაკლისათვის „არგონავტები“ (ავტორი ნ. აბულაძე, რეჟისორი ზ. ცინცაძე)
2011 წელს, დაჯილდოვდა საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის საპატიო დიპლომიტა და პრემიით. როკ-ოპერის „თავფარავნელის ბალადა“ შექმნისთვის.
2011 წელს, ვარნის(ბულგარეთი) XV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ოქროს დელფინი“, ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, დაჯილდოვდა დიპლომითა და პრემიით. სპექტაკლისათვის „არგონავტები“ (რეჟისორი ზ. ცინცაძე)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://mindiakhitarishvili.musicaneo.com
- http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=2333 დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ახალი ქართული როკ-ოპერა
- მუსიკალური პროდიუსერი დაარქივებული 2011-04-11 საიტზე Wayback Machine.
- https://www.artmastermusic.com/ დაარქივებული 2017-04-10 საიტზე Wayback Machine.
- https://soundcloud.com/mindia-khitarishvili
- https://www.reverbnation.com/mindiakhitarishvili
- https://www.realmusic.ru/m_khitarishvili/