განხილვა:ბჰაგავადგიტა
ეს ერთად იწერება თუ როგორც ბჰაგავად-გიტა? - ალ-ო გ / წ 15:18, 30 ივლისი 2007 (UTC)
ქსე ტ. 2. გვ. 599 მიხედვით ერთად.--ცანგალა (გ) 15:25, 30 ივლისი 2007 (UTC)
ლიგატურა
[წყაროს რედაქტირება]ზოგი ასე წერს და ზოგი ისე. მე პირადად ორიგინალთან სიახლოვე მიყვარს: სანსკრიტში ყველაფერი შერწყმულად იწერება, არამარტო ცალკეული სიტყვები, არამედ მთელი წინადადებებიც კი. არც ვიცი, საიდან მოაქვთ ხოლმე ასეთი დეფიზიანი ფორმები - განგა-დევი და სხვა. სიტყვა ”ბჰაგავად-გიტა” კი საერთოდ კურიოზულია ამ შემთხვევაში - ნახე ორიგინალი:
भगवद्गीता
მუქად გამოყოფილია ”დ” და ”გ” - ერთ ასოდ შერწყმული, ანუ ლიგატურად --Gigineishvili 14:56, 31 ივლისი 2007 (UTC)
ორიგინალთან სიახლოვე ყოველთვის კარგია, მაგრამ ეს ყოველთვის არ გადმოდის. ჩვენს შემთხვევაში ქართული სალიტერატურო ენის წესებიც არის ყოველთვის გათვალისწინებელი. ზოგი ასე წერს და ზოგი ისე - ეს არ გამოგვადგება. ვიკიპედიაში ვცდილობთ დადგენილი ნორმების მიხედვით ვწეროთ. მაგ. ინგლ.: New York - ორიგინალი ორი სიტყვით იწერება, ხოლო ქართულში კი ნიუ-იორკი დეფისით იწერება. Царское цело - ცარსკოე-სელო. --ცანგალა (გ) 15:36, 31 ივლისი 2007 (UTC)
ყიველთვის შეგიძლია სტატიის განხილვის გვერდზე დაწერო და მომხმარებლები გამოგეხმაურებიან. --ცანგალა (გ) 10:10, 1 აგვისტო 2007 (UTC)
კაი, ცანგალავ, შეგეკითხები ხოლმე ასეთ რაღაცეებს, შენ, გატყობ, ქართული მართლწერის ლიტერატურა გაქვს გერმანიაში ჩამოტანილი. მე, სამწუხაროდ, არა. --გუგა 10:00, 1 აგვისტო 2007 (UTC)
ტექსტი
[წყაროს რედაქტირება]სტატიაში მოცემულია ამონარიდი ნაწარმოებიდან. მე მგონია, ზედმეტია. ინგლისურში მაგალითად, არ არის. მოცემულია თავების მოკლე აღწერა და ისტორია. ვიკიპედიის წესებით, ამჟამინდელი მასალა, ასეთი შინაარსით ამოსაღებია. --H.McC. (მომწერეთ) 23:03, 2 მაისი 2012 (UTC)
- რა თქმა უნდა, გეთანხმები. აშკარად ვიკიციტატის კომპეტენციებში ვართ შეჭრილნი. --მიხეილ მიწერა 23:05, 2 მაისი 2012 (UTC)
- მეორეც, სათაური ერთად უნდა ეწეროს? ყველა ენაში ცალ-ცალკე ან დეფისით წერია. ქართულადაც მაქვს ეს წიგნი ნანახი, საკმაოდ სქელტანიანი და ცალ-ცალკე აწერია ბჰაგავად გიტა --მიხეილ მიწერა 23:07, 2 მაისი 2012 (UTC)
- მაგას მეც მივაქციე ყურადღება. წიგნი მეც მახსოვს, აშკარად ცალ-ცალკე ეწერა. ტექსტი კი ამოვიღე. --H.McC. (მომწერეთ) 23:09, 2 მაისი 2012 (UTC)
- მეორეც, სათაური ერთად უნდა ეწეროს? ყველა ენაში ცალ-ცალკე ან დეფისით წერია. ქართულადაც მაქვს ეს წიგნი ნანახი, საკმაოდ სქელტანიანი და ცალ-ცალკე აწერია ბჰაგავად გიტა --მიხეილ მიწერა 23:07, 2 მაისი 2012 (UTC)
ხოდა მაშ მივმართოთ ჩვენს ყადს. --მიხეილ მიწერა 23:11, 2 მაისი 2012 (UTC)
- თქვე განათლებულნო! "მაქვს ეს წიგნი ნანახი", "წიგნი მეც მახსოვს" - "ტექსტი კი ამოვიღე". ყოჩაღ! ("ყოვლადმისაბაძ" ინგლისურ ვერსიას ადარეთ და) მოსპეთ სხვისი ნაშრომი! ეეე.. მორჩა რა. მე ამ თქვენს ქართულ ვიკიპედიაზე არც შემოვალ, აღარც რამეს დავწერ - ვხდები, რა პუბლიკაც "მუშაობთ" აქ. აბა თქვენ იცით, "მიაწექით" ქართულად! ტაშიიიი! --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 00:11, 3 მაისი 2012 (UTC)
- წარმეტაბები ბრაუნ! არც ჩვენ გვინდა ისეთ ადამიანთან მუშაობა, ვინც ისიც კი არ იცის, რა არის ვიკიპედია და აქ მხოლოდ თავის წარმოჩინებას ცდილობს. P.S. ისე, ძალიან მაგონებთ ერთ ძველ მომხმარებელს --მიხეილ მიწერა 08:34, 3 მაისი 2012 (UTC)