შუაველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რივენდელი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუაველი (Rivendell, სინდარინზე: იმლადრისი, Imladris) — ელფთა საგუშაგო შუახმელეთის ტერიტორიაზე. აღწერილია ჯ.რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებებში. იგი მეორე ეპოქის პერიოდში აგებული იქნა და შემდგომში იმართებოდა ელფ ელრონდის მიერ. გარდა ელრონდისა და სხვა ელფებისა, შუაველში ცხოვრობდნენ გლორფინდელი და ერესტორი.

სახელწოდება „Rivendell“ არის პირდაპირ თარგმანი ან კალკი სინდარინზე წარმოთქმული „იმლადრისი“-დან. ორივე ნიშნავს „ნაპრალის ღრმა ველს“. რომანის „ჰობიტი“ 2002 წლის ქართულ თარგმანში გამოყენებულია სახელწოდება „ველვარდნილი“, ხოლო მის 2009 წლის და „ბეჭდების მბრძანებლის“ თარგმანებში (2009-2011) - „შუაველი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]