9 Newcastle Road

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კოორდინატები: 53°23′28″N 2°54′51″W / 53.3910° ჩ. გ. 2.9142° დ. გ. / 53.3910; -2.9142

9 Newcastle Road - ჯონ ლენონის პირველი სახლი

ნიუკასლ როუდის 9 (ინგ. 9 Newcastle Road) — სახლი ლივერპულში (ინგლისი), პენი ლეინიდან ორი კვარტლის მოშორებით, სადაც ბავშვობის პირველი ხუთი წელი გაატარა ჯონ ლენონმა. ეს იყო ლენონის დედის, ჯულია სტენლის სახლი, სადაც მათთან ერთად ცხოვრობდნენ ჯულიას მშობლები და ჯონის მამა - ალფრედ ლენონი. მას შემდეგ, რაც ალფი და ჯულია 1938 წლის 3 დეკემბერს დაქორწინდნენ, ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ წითელი აგურით მოპირკეთებულ ამ ტერასული ტიპის სახლში, რომელსაც სამი საძინებელი ჰქონდა: ერთი წინა მხარეს, მეორე - უკან, ხოლო მესამე, შედარებით პატარა - შუაში. სავარაუდოდ სწორედ ეს შუა საძინებელი უნდა ყოფილიყო ჯონის.

შემდგომში, 1946 წელს ლენონი საცხოვრებლად გადავიდა მენდიპსში - დეიდა მიმის სახლში, სადაც 1963 წლამდე ცხოვრობდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 251 Menlove Avenue - ჯონ ლენონის ბავშვობის სახლი