დალიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დალიდა
Dalida 1974.jpg
დალიდა 1954 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი იოლანდა კრისტინა ჯილიოტი
დაბ. თარიღი 17 იანვარი, 1933
კაირო, ეგვიპტე.
დაბ. ადგილი კაირო[1]
გარდ. თარიღი 3 მაისი, 1987
პარიზი, საფრანგეთი
გარდ. ადგილი 18th arrondissement of Paris[1]
დასაფლავებულია მონმარტრის სასაფლაო
ეროვნება იტალიელები
ჟანრ(ებ)ი შანსონი, კლასიკა, ევროდისკო, პოპი, პოპულარული მუსიკა, ფრანკო-არაბული, რაი, მსოფლიო მუსიკა, იე-იე,
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1956-1987
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი
ხელმოწერა Dalida signature.png
საიტი ოფიციალური საიტი
დალიდა ვიკისაწყობში

დალიდა (ფრანგ. Dalida; არაბ. داليدا‎‎; 17 იანვარი 19333 მაისი 1987) დაიბადა იტალიური სახელით იოლანდა კრისტინა ჯილიოტიეგვიპტეში დაბადებული იტალიური წარმოშობის და ფრანგად ნატურალიზებული მომღერალი. ცხოვრების ადრეული წლები ეგვიპტეში გაატარა, იტალიელთა უბანში, მაგრამ მოზარდობის ასაკში ცხოვრების უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა.[2][3] გამოშვებული აქვს 55 ოქროს ჩანაწერი და ის პირველი მომღერალი იყო, რომელმაც ბრილიანტის დისკი ჩაწერა.[4][5] დალიდა ასრულებდა და უშვებდა ალბომებს ათზე მეტ ენაზე, მათ შორის ფრანგულად, არაბულად, იტალიურად, ბერძნულად, გერმანულად, ინგლისურად, იაპონურად, ებრაულად, გერმანულად და ესპანურად.

ცნობილი გახდა ფრანგული და მსოფლიო მუსიკისთვის შესრულებული ძლიერი და მკაფიო შესრულებით. დალიდა თაყვანისმცემლებს დღემდე ახსოვთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 30 წლიანმა კარიერამ (მისი დებიუტი 1956 წელს შედგა, უკანასკნელი ალბომი კი 1986 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა) და შემდეგ სიკვდილმა სახელგანთქმული მომღერლისა და ტრაგიკული დივას ხატი შექმნა.

1987 წლის 3 მაისს, დალიდა ბარბიტურატების (ნარკოტიკი) გადაჭარბებული დოზის შედეგად გარდაიცვალა. თვითმკვლელობის წინ დაწერილ წერილში ის წერდა: „La vie m'est insupportable... Pardonnez-moi“ — „ცხოვრება ჩემთვის აუტანელია... მაპატიეთ“.[6][7]

დაკრძალულია პარიზში, მონმარტრის სასაფლაოზე. მის საფლავზე აღმართულია დალიდას რეალური ზომების ქანდაკება.[8][9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ოფიციალური
ბიოგრაფიული
დისკოგრაფია
ფილმოგრაფია
ზოგადი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #119375001 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Dalida's Official Website, Biography დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 28 January 2010
  3. Dalida Biography at RFI Musique დაარქივებული 2006-05-19 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 28 January 2010.
  4. Dalida Official Website, Awards and Achievements დაარქივებული 2004-03-17 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 28 January 2010.
  5. Dalida: Entre violon et amour, by Isaline, Éditions Publibook, 2002, p. 127. ISBN 2-7483-2629-6 and ISBN 978-2-7483-2629-1. Retrieved 28 January 2010.
  6. „Dalida“. New York Times. 5 May 1987. ციტირების თარიღი: 28 February 2008.
  7. Simmonds, Jeremy (2008). v. Chicago Review Press, გვ. 225. ISBN 1-55652-754-3. 
  8. Les Cimetières de Montmartre (The Cemeteries of Montmartre). Syndicat d'Initiative de Montmartre (Official Montmartre Tourist Information Authority). ციტირების თარიღი: 30 December 2009.[მკვდარი ბმული]
  9. In the footsteps of Dalida in Montmartre. Syndicat d'Initiative de Montmartre (Official Montmartre Tourist Information Authority). ციტირების თარიღი: 30 December 2008.[მკვდარი ბმული]