მოკლეცხვირა ხტუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოკლეცხვირა ხტუნია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ხტუნიასებრნი
ოჯახი:  ხტუნიასებრნი
გვარი:  გრძელყურა ხტუნიასებრნი
სახეობა:  მოკლეცხვირა ხტუნია
ლათინური სახელი
Elephantulus brachyrhynchus (smith, 1836)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : [1] [1]
გავრცელება

მოკლეცხვირა ხტუნია (Elephantulus brachyrhynchus) არის გრძელყურა ხტუნიების ერთ-ერთი სახეობა ხტუნიასებრთა რიგიდან. ის გავრცელებულია აფრიკაში. ბუნებრივად ის ცხოვრობს სავანაში და ტროპიკულ ან სუბტროპიკულ მშრალ ველებზე.

კონსერვაციის სტატუსი და საფრთხეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკლეცხვირა ხტუნია შედის IUCN-ს ყველაზე ნაკლებად საფრთხის ქვეშ მყოფ სიაში. ის გავრცელებულია სამხრეთ აფრიკის ვრცელ ტერიტორიებზე, რომლებიც არ არიას დასახლებულები ადამიანებით. ამჟამად ამ სახეობას არ ემუქრება არც ერთი კონკრეტული საფრთხე, მაგრამ მომავალში მას შეიძლება დაემუქროს ბუჩქების უზომო გავრცელება და გაუდაბნოება.[1]

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს სახეობა გავრცელებულია სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთიდან, ჩრდილოაღმოსავლეთ ნამიბიამდე, ცენტრალურ აფრიკაში ის ცხოვრობს ბოტსვანაში, ანგოლაში, ზიმბაბვეში, მალავიში, ზამბიაში და მოზამბიკში, ჩრდილოთით კონგოს დემოკრატიულ რესპუკლისაში, ხოლო აღმოსავლეთით ტანზანიაში, კენიაში და უგანდაში.[1]

ჰაბიტატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკლეცხვირა ხტუნიები ცხოვრობენ მშრალ და ნახევრად მშრალ ადგილებში. ისინი ამჯობინებენ მჭიდრო ბუჩქნარს, სავანას და მდელოებს.[2]

სიცოცხლის ხანგძლივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკლეცხვირა ხტუნიას მოკლე სიციცხლის ხანგძლივობა აქვს. ერთ-ერთმა მათგანმა 4.2 წელი იცოცხლა.[3]

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკლეცხვირა ხტუნიების საშუალო სიგრძე თავიდან კუდამდე 21 სანტიმეტრია, ხოლო მის წონა 50 გრამია.[2] მათ სხეულზე ყავისფერი ბეწვი აქვთ თეთრი რკალით თვალების და ტუჩების გარშემო.[4] მათ აქვთ მოყავისფრო-მოყვითალო წერტილები ყურების უკან. მათ აქვთ გრძელი წვრილი ცხვირი, რაც დამახასიათებელია გრძელყურა ხტუნიებისთვის. მათი ცხვირი ცოტათი უფრო მოკლეა სხვა ხტუნიებთან შედარებით.[5] მათი პატარა ზომა მათ ხდით პოტენციურ მსხვერპლს დიდი ჩიტებისთვის, დიდი კატებისთვის და გველებისთვის.[6]

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკლეცხვირა ხტუნიებს მონოგამური ურთიერთობა აქვთ მათ წყვილთან.[6] მდედრ მოკლეცხვირა ხტუნიას შეუძლია ჰქონდეს 5-დან 6 მაკეობამდე წელიწადში, რომელიც გრძელდება 57-დან 65 დღემდე.[5] თითო მაკეობისას იბადება ერთიდან ორამდე ნაშიერი რომლების იბადებიან მთლიანად ბეწვით დაფარულები, ისინი თვალებს ახელენ და დარბიან დაბადებისთანავე.[2] ნაშიერები იბადებიან 10 გრამის და სჭირდებათ 50 დღე რომ მიაღწიონ ზრდასრულ ასაკს.[5] დაახლოებით 15 დღეში ისინი გადადიან თვიანთ ტერიტორიაზე.[6]

ქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკლეცხვირა ხტუნია დღით აქტიური ცხოველია, მათი ყველაზე აქტიური დღის პერიოდი ადრე დილაა.[2] მაშინ როდესაც ისინი ხანდახან წყვილად არიან, ისინი უმეტესად მარტო ცხოვრობენ.[2] ისინი ძალიან აქტიური ცხოველები არიან რომლებიც სწრაფად დარბიან და ერიდებიან გაშლილ ადგილებს.[2] მოკლეცხვირა ხტუნიები ძალიან ტერიტორიალური ცხოველები არიან, რომლებიც იცავენ თავიანთ ტერიტორიას სხვა თავიანთი სქესის წარმომადგენლისგან.[6] ისინი იყენებენ სოროების ქსელს უსაფრთხოებისთვის რომლებსაც ისინი ან თვითონ თხრიან ან იყენებენ სხვა მღრღნელების სოროებს.[5]

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკლეცხვირა ხტუნიები ძირითადად მწერებით იკვებებიან.[2] მათი რაციონი შედგება ჭიანჭველებისგან, ტერმიტებისგან, კალიებისგან და ჭრიჭინებისგან, მაგრამ მცენარეებით, ხილით და თესლებითაც იკვებებიან თუ აუცილებელი გახდა.[7]

კომუნიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკლეცხვირა ხტუნიების კომუნიკაცია ხდება ქიმიური ნივთიერებებით და შეხებით.[8] ისინი თავიანთ ბილიკს სუნის გლანდებით ნიშნავენ, რომელიც მათი ყურების უკან მდებარეობს. ტერიტორიის მონიშვნა ორ მიზანი აქვს: ტერიტორიის დაფუძნება და სხვა ცხოველების გაფრთხილება.[6] ისინი ასევე ავლენენ ქცევას რომელსაც ფეხების ბაკუნი ეწოდება, ისინი სწრაფად აბაკუნებენ უკანა ფეხებს. ისინი ამჟღავნებენ ამ ქცევას დაძაბულ სიტუაციებში, როგორიცაა შეწყვილება და მტაცებლებისგან თავის დაღწევა.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Stuart, C., Perrin, M., FitzGibbon, C., Griffin, M. (IUCN SSC Afrotheria Specialist Group) & Smit, H. (Stellenbosch University) 2008. Elephantulus brachyrhynchus. The IUCN Red List of Threatened Species. Version 2014.3. www.iucnredlist.org. Downloaded on 17 April 2015.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Smithers, R. 1983. The Mammals of the Southern African Subregion. University of Pretoria: Pretoria, Republic of South Africa.
  3. Richard Weigl (2005) Longevity of Mammals in Captivity; from the Living Collections of the World. Kleine Senckenberg-Reihe 48: Stuttgart.
  4. "Cardboard Box Travel Shop." Short-Snouted Elephant Shrew. Web. 17 Apr. 2015. http://www.namibian.org/travel/wildlife/shortsnouted-elephant-shrew.html დაარქივებული 2020-01-24 საიტზე Wayback Machine. .
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Nowak, R. 1991. Walker's Mammals of the World Fifth Edition Volume 1. Baltimore and London: Johns Hopkins University Press.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Mcarthur, Yvonne. Awesome Facts about Elephant Shrews. Scribol. Web. 16 Apr. 2015.
  7. Leirs, H., R. Verhagen, W. Verhagen, M. Perrin. 1995. The Biology of Elephantulus brachyrhynchus. Mammal Review, Volume 25, Nos 1 and 2: 45-49.
  8. Elephantulus Brachyrhynchus (short-snouted Elephant-shrew)." Animal Diversity Web. Web. 17 Apr. 2015. http://animaldiversity.org/accounts/Elephantulus_brachyrhynchus/>.
  9. Faurie, A., E. Dempster, M. Perrin. 1996. Footdrumming patterns of southern African elephant-shrews. Mammalia, volume 60, n4: 567-576.