მიხეილ შარვაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მიხეილ შერვაშიძე)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.
მიხელ (მიქაელ) შარვაშიძე
ხამუთ-ბეი
Mikhail chachba.jpg
აფხაზთა მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1822
მმართ. დასასრული: 1864
წინამორბედი: დიმიტრი შარვაშიძე
მემკვიდრე: (სამთავრო გაუქმდა)
სხვა წოდებები: გენერალ-ადიუტანტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1806
დაბ. ადგილი: აფხაზეთი
გარდ. თარიღი: 1866
გარდ. ადგილი: ვორონეჟი
მეუღლე: ალექსანდრა დადიანი
შვილები: მიხეილი და გიორგი
დინასტია: შარვაშიძე
მამა: გიორგი შარვაშიძე
დედა: თამარ დადიანი
მოქვის ტაძარი, თავად შარვაშიძეთა საძვალე
Prince Michael of Abkhazia (Hamid Bey). Laurence Oliphant. The Trans-Caucasian campaign of the Turkish army under Omer Pasha. P.50.1856.jpg

მიხეილ შარვაშიძე (ჩაჩბა), იგივე ხამუთ-ბეი, ზოგ შემთხვევაში, რუსულიდან მომდინარე შერვაშიძე (დ. 1806 — გ. 1866, ვორონეჟი) — აფხაზეთის სამთავროს უკანასკნელი მთავარი 1822–1864 წლებში, უბრწყინვალესი თავადი, გენერალ-ადიუტანტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო აფხაზეთის მთავრის, გიორგი II შარვაშიძის, (1810–1821) და სამეგრელოს მთავრის, კაცია II დადიანის (1757—1788) ასულ თამარ დადიანის მეორე ვაჟი. იზრდებოდა უბიხების წინამძღოლ ჰაჯი ბარზეგ დაგუმოყვასთან. მამის, საფარ-ბეის ნებით მიიღო ქრისტიანობა გაგზავნილ იქნა თბილისში კავკასიის ცალკეული კორპუსის (Отдельный Кавказский корпус) მთავარსარდლის შტაბში. განათლება მიიღო რუსეთში. საფარ-ბეი გარდაიცვალა 1821 წელს და აფხაზეთის მთავარი გახდა მისი უფროსი ვაჟი დიმიტრი.

1823 წელს, უფროსი ძმის, დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის მიხეილი დაბრუნდა აფხაზეთში ორი რუსული ეგერთა პოლკის (დაახლოებით 400 ჯარისკაცი) თანხლებით, კაპიტან მორაჩევსკის მეთაურობით. 1824 წლამდე აფხაზების ალყაში იყო თავის რეზიდენციაში, სოფელ სოუკსუში.[1] 1824 წელს 800 კაციანი რუსული რაზმის მხარდაჭერით, გენერალ-მაიორ პ. გორჩაკოვის მეთაურობით, შეძლო ალყის გარღვევა და აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შესრულებას პრაქტიკულად შეუდგა. 1826 წელს მინიჭებული ჰქონდა მაიორის ჩინი.

1830 წელს აფხაზეთში დაიწყო მოძრაობა თურქეთის ქვეშევრდომობაში გადასასვლელად. მიხეილ შარვაშიძემ შეძლო თავიდან აეცილებინა მოვლენათა ამგვარი განვითარება და დაელოდა რუსული ჯარის მოსვლას, რომელმაც საბოლოოდ ჩაახშო ეს მოძრაობა. 1836 წელს დაქორწინდა მესამედ, ცოლად მოიყვანა ალექსანდრა გიორგის ასული დადიანი. 1838 წელს მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთსა და უბიხებს შორის მოლაპარაკებებში როგორც შუამავალი. წარმოადგენდა რუსეთის დასაყრდენ ძალას შავიზღვისპირა რეგიონში. რუსებთან ერთად იბრძოდა უბიხების დასამორჩილებლად, რისთვისაც ის არაერთხელ იქნა დაწინაურებული, ჯერ გენერალ-მაიორის წოდება მიიღო, შემდეგ კი – გენერალ-ლეიტენანტის და გენერალ-ადიუტანტის. მუდმივად ექიშპებოდა სამურზაყანოს გამო ოდიშის სამთავროს, სადაც 1840 წელს დამყარდა რუსული მმართველობა.

1853-55 წლებში, ყირიმის ომის დროს დაეხმარა რუსებს აფხაზეთიდან სამეგრელოში ჯარების უდანაკარგოდ გადაყვანაში. თავად კი თავისი ცოლის ნათესავებს შეაფარა თავი, მაგრამ შემდეგ კვლავ დაუბრუნდა თავის სამფლობელოს. აფხაზეთში ჩასულს შეხვედრა ჰქონდა შამილის ნაიბ მაგომეტ ამინისა და ჩერქეზი თავად საფარბეისთან. მათი მიზანი იყო გადაებირებინათ მიხეილ შერვაშიძე, რაზეც უარი მიიღეს. ასევე უარით გაისტუმრა სტამბოლის მთავრობაში კავკასიის საქმეთა მმართველი ომარ-ფაშა. ასევე მას სტუმრობდა არაერთი ავანტიურისტი მათ შორის ვინმე მეხმედბეი, რომელიც თავს „კავკასიაში ევროპული არმიის მათავარსარდლად“ მოიხსენიებდა.

ყირიმის ომის დროს მან საბოლოოდ მაინც გამოუცხადა ლოიალობა ოსმალეთს და ომარ ფაშამ 1855 წელს მას აფხაზეთის სანაპიროს ფაშობა უბოძა. ეს ფაქტი მას გაუხსენეს 1864 წელს, როდესაც ომის დროს თურქეთთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. იმავე წლის 24 ივლისს მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შარვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ..[2] აფხაზეთის მთავარი, რომელიც მაშინ ავადმყოფობდა და ითხოვდა საცხოვრებლად საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დატოვებას, მაგრამ ის ვორონეჟში, რუსეთში გადაასახლეს , რაც ძალიან უარყოფითად იქნა აღქმული აფხაზი ხალხის მიერ. მიხეილ შარვაშიძე 1866 წ. 16 აპრილს გარდაიცვალა. მაისის თვეში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს.[3]

მიხეილ შარვაშიძის დეპორტაციის და მალევე მისი გარდაცვალების შედეგი იყო ის, რომ 1864 წელის 24 ივნისს საბოლოოდ გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო და შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება. 1866 წლის ივლისში აფხაზთა სახალხო აჯანყების მონაწილეებმა მიხეილის ვაჟი გიორგი აფხაზეთის მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში რუსეთის არმიამ აჯანყება ძალის გამოყენებით ჩაახშო.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიხეილ შარვაშიძის, ისევე, როგორც სხვა შერვაძიძეთა ოფი­ციალური და არა­ოფი­ციალური მიმოწერა, ეპი­ს­ტო­ლა­რული მემ­კვიდრეობა და მისი კანცელარიიდან გამოსული სხვა ოფიცია­ლუ­რი დოკუ­მე­ნ­ტები მხო­ლოდ ქარ­თულ ენაზე იწარმოებ­და. აღსანიშნავია, რომ ამას ადასტურებენ თვით კა­ვ­კა­სი­ის რუ­სული ად­მინისტ­რა­ცი­ის მაღალ­ჩინო­ს­ნე­ბი. კერ­ძოდ, მიხეილ შარვაშიძის კა­რზე მყო­ფი რუ­სი გენერლის კოცებუს განც­ხა­დებით: "მთავარ შარვაშიძეთა ოჯახში დამწერლობისთვის ქართული ენა გამოიყენება" (в фа­ми­лии князей Шарвашидзе упо­т­ре­­­би­­тель­ний пи­­сьмен­ный язык грузинский).[4][5]
  • მოქვის ტაძარში დაკრძალული მიხეილ შარვაშიძის (ისევე, როგორც მისი ვაჟის, გიორგის) საფლავზე ეპიტაფია ამოკვეთილია ქართული ასო­­მთავ­რულით.[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lak'oba, S. (1999). 18th century-1917 in The Abkhazians; a handbook. Curzon Press, Richmond (England)
  • И. Дроздова Обзор военных действий на западном Кавказе с 1848 по 1856 год т. XI, стр. 482
  • Высадка в 1857 г. на черкесский берег польско-английского десанта стр. 591 т. XIII
  • Утверждение наше в Абхазии стр. 124, 128, 130, 136, 140, 145, 146
  • Н. В. 1840, 1841 и 1842 годы на Кавказе стр. 365, 367, 421 и 422
  • т. XIV, то же, ст. 314 и 317
  • К. Обзор событий на Кавказе в 1846 году стр. 422 т. XVII

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Воспоминания Григория Ивановича Филипсона "Русский Архив" 1883 г. № 6, стр. 303, 307, 308 и 348
  2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 416, აღწ. 3, საქმე 177, ფურც. 48
  3. «Кавказ», 1866, № 68
  4. ჩხეტია შ. აფხაზეთის სამთავროს ისტორიისათვის (1853-1855 წ.წ.), საისტორიო მოამბე, №15-16, თბილისი, 1963
  5. 5.0 5.1 სპეკალი, №1 // ზურაბ პაპასქირი, შარვაშიძეთა სამთავრო სახლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურულ-პოლიტიკური იერ-სახის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2019-05-01. ციტირების თარიღი: 2020-09-13.