გენერალ-ადიუტანტი
Jump to navigation
Jump to search
გენერალ-ადიუტანტი — ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო წოდება რუსეთში (XVIII საუკუნე-XIX საუკუნის დასაწყისი). შემოიღეს 1716 წელს სამხედრო წესდებით. გენერალ-ადიუტანტები მეფის, გენერალ-ფელდმარშლებისა და მათი თანაშემწეების, აგრეთვე სრული გენერლების სამსახურში იდგნენ, ადიუტანტის მოვალეობას ასრულებდნენ და წარმართავდნენ შტაბის საქმის წამოებას. ეკატერინე II-ის დროს მორიგე გენერალ-ადიუტანტი განაგებდა არმიის პირად შემადგენლობას.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 44, თბ., 1978 წელი.