ნორმანბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნორმანბი
მშობ. სახელი: ინგლ. Normanby Island
Normanby Island (PNG) Topography.png
ნორმანბის კუნძული
გეოგრაფია
მდებარეობა სოლომონის ზღვა
კოორდინატები 10° ს. გ. 151° ა. გ. / 10° ს. გ. 151° ა. გ. / -10; 151
ფართობი 1040 კმ²
სიგრძე 73 კმ
სიგანე 4 — 28 კმ
უმაღლესი წერტილი 1158 მ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი პაპუა
პროვინცია მილნ-ბეი
დემოგრაფია
მოსახლეობა 10 000 (1971)
სიმჭიდროვე 9,615 ად. /კმ²

ნორმანბი (ინგლ. Normanby Island), ზოგჯერ დუაუ (ინგლ. Duau Island) — ვულკანური კუნძული სოლომონის ზღვაში. დ’ანტრკასტოს კუნძულების ნაწილია, რომელიც ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. კუნძულის ფართობია — 1040 კმ². ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის. კუნძულზე მთავარი დასახლებული პუნქტია ესა'ალა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორმანბის კუნძული ყველაზე სამხრეთი კუნძულია დ’ანტრკასტოს კუნძულების ჯგუფში. კუნძულს აქვს არასწორი გაჭიმული ფორმა. კუნძული გაჭიმულია სიგრძეში მიმართულებით ჩრდილო-დასავლეთი — სამხრეთ-აღმოსავლეთი 73 კმ-ზე, სიგანით 4 — 28 კმ.[1]. კუნძულის რელიეფი და ლანდშაფტი მრავალფეროვანია. კუნძულის ყვრლაზე მაღალი წერტილია უსახელო მაღლობი, სიმაღლით 1158 მ, რომელიც მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში პრევოსტის ქედზე. უახლოესი კუნძულებიდან გამოყოფილია დოუსონის სრუტით (3 კმ კუნძულ ფერგუსონამდე) და გოშენის სრუტით (18 კმ კუნძულ ახალ გვინეამდე)[1]. პლეისტოცენის ეპოქაში კუნძულზე არსებობდნენ აქტიური ვულკანები[2].

კუნძულის კლიმატი სუბეკვატორული მუსონურია[3]. თვის საშუალო ტემპერატურა იმყოფება ინტერვალში 20 — 33 °С, მაღლობ ადგილებზე — უფრო დაბალია[2]. ნოტიო სეზონი — მარტ-ოქტომბერში. ნალექების წლის საშუალო რაოდენობაა 4500 — 5500 მმ (10 000 მმ-მდე უაჰოლას რაიონში[2]). ნალექების დიდი რაოდენობის გამო ფართოდ გავრცელებულია პირველადი ტროპიკული ტყეები. მეორადი ტყეები წარმოდგენილია უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის ბაღებით. სანაპიროს გასწვრივ გავრცელებულია ქოქოსის პალმა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ევროპელი, რომელიც ეწვია კუნძულს იყო ინგლისელი კაპიტანი ჯონ მორზბი. 1873 წელს გემ Basilisk ის შეჩერდა კუნძულთან, რომელსაც ავსტრალიის შტატის კუინზლენდის მაშინდელი გუბერნატორის, ნორმანბის მარკიზის, ჯორჯ ფიპსის პატივსაცემად დაარქვა სახელი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი და ასევე მისი ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ესა'ალა, რომელიც მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ეკონომიკური ცხოვრების საფუძველია კოპრის და ხის მერქნის წარმოება. უახლოეს პერიოდში აქ აღმოაჩინეს ოქროს და ვერცხლის მარაგი, რომელიც შეფასებულია 990 ათას ტონა ნედლეულად ოქროს შემცველობით 6,1 გრამი/ტონაზე და ვერცხლის — 12 გრამი/ტონაზე (სულ 194 000 უნცია ოქრო და 382 000 უნცია ვერცხლი)[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Normanby Island. www.oceandots.com. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 TECHNICAL REPORT ON THE MT. NAKRU, SIMUKU, SINIVIT, NORMANBY AND FENI PROPERTIES, PAPUA NEW GUINEA. PETER CHRISTOPHER & ASSOCIATES INC.. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი 2010.
  3. Islands of Papua New Guinea. UNEP/DEWA/Earthwatch. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი 2010.