მისიმა (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მისიმა
მშობ. სახელი: ინგლ. Misima
Karta PG Louisiade isl.PNG
ლუიზიადის არქიპელაგი
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 10°40′ ს. გ. 152°45′ ა. გ. / 10.667° ს. გ. 152.750° ა. გ. / -10.667; 152.750
ფართობი 202,5 კმ²
სიგრძე 40 კმ
სიგანე 10 კმ
უმაღლესი წერტილი 1036 მ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი პაპუა
პროვინცია მილნ-ბეი
დემოგრაფია
მოსახლეობა 5000
სიმჭიდროვე 24,691 ად. /კმ²

მისიმა (ინგლ. Misima) — კუნძული წყნარ ოკეანეში. შედის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული მისიმა წარმოადგენს დიდ კუნძულს, რომელიც შედის ლუიზიადის არქიპელაგის შემადგენლობაში და გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 1050 კმ-ში. კუნძული მდებარეობს კუნძულ ვანატინაის ბარიერული რიფის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოებასთან კუნძულ ახალი გვინეიდან დაახლოებით 200 კმ მანძილზე სამხრეთ-აღმოსავლეთით[1]. არქიპელაგში უმრავლესი კუნძულების მსგავსად აქვს მთიანი რელიეფი და დაფარულია ხშირი მცენარეული საფარით[2].

გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა[3]. მისიმას ფართობი შეადგენს 202,5 კმ²-ს, ხოლო ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი, მთა კოია-ტაუ, აღწევს 1036 მეტრს[3]. კუნძულის სიგრძე — დაახლოებით 40 კმ-ია, ხოლო სიგანე — 10 კმ[1].

კუნძულზე კლიმატი ნოტიო ტროპიკულია[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ფრანგი მოგზაური ჟოზეფ ბრუნი დ’ანტრკასტო, რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1793 წელს[4].

1888 წელს მოხდა ლუიზიადის არქიპელაგის და შესაბამისად კუნძულ მისიმას ფორმალური ანექსია ბრიტანეთის იმპერიის მიერ, რომელიც გახდა ბრიტანეთის ახალი გვინეის ნაწილი (1904 წლიდან — პაპუას ტერიტორია ავსტრალიის მმართველობის ქვეშ).[5]

1890-იანი წლების დასასრულს კუნძულზე აღმოაჩინეს ოქროს საბადოები. მათი აქტიური მოპოვება დაიწყო უკვე XX საუკუნის დასაწყისში, ხოლო 1990 წლიდან 2001 წლამდე ოქრო მოიპოვებოდა ღია წესით[1].

1975 წლიდან მისიმა დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.[5]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ მისიმაზე ცხოვრობს დაახლოებით 5000 ადამიანი. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — ბვაგაოია (ინგლ. Bwagaoia).

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი მაცხოვრებლების ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა (კოპრის წარმოება)[1]. არსებობს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Misima Island. Encyclopædia Britannica. 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-24. წაკითხვის თარიღი: 2010-05-02.
  2. Misima. Oceandots.com. წაკითხვის თარიღი: 2010-05-02.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Island Directory. Islands of Papua New Guinea. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-05-02.
  4. Max Quanchi; John Robson. Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands. — Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — გვ. {{{გვერდნი}}} . — P. xv. — ISBN 0810853957
  5. 5.0 5.1 Stanley J. Ulijaszek. Population, Reproduction and Fertility in Melanesia. — Berghahn Books, 2008. — გვ. {{{გვერდნი}}} . — P. 92. — 256 p. — ISBN 1845452690