დობუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დობუ
მშობ. სახელი: ინგლ. Dobu
Karta PG D´Entrecasteaux isl.PNG
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 9°46′00″ ს. გ. 150°53′00″ ა. გ. / 9.76667° ს. გ. 150.88333° ა. გ. / -9.76667; 150.88333
ფართობი 7,2 კმ²
სიგრძე 3 კმ
სიგანე 2,4 კმ
უმაღლესი წერტილი 130 მ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი პაპუა
პროვინცია მილნ-ბეი
დემოგრაფია
მოსახლეობა 900 (1980)
სიმჭიდროვე 125 ად. /კმ²

დობუ (ინგლ. Dobu) — კუნძული წყნარ ოკეანეში. შედის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში. მდებარეობს დოუსონის სრუტეში. კუნძულის ფართობი შეადგენს 7,2 კმ²-ს. 1980 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობამ 900 კაცი შეადგინა. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დობუ წარმოადგენს პატარა კუნძულს, რომელიც მდებარეობს დ’ანტრკასტოს კუნძულებში, დოუსონის სრუტეში, რომელიც გამოყოფს ფერგუსონის კუნძულს ნორმანბის კუნძულისაგან. გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა და წარმოადგენს ჩამქრალ ვულკანს. დობუს მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ხშირი ტროპიკული მცენარეულობით. მხოლოდ დასახლებულ რაიონებს უკავიათ ან მეორადი ტყეები, ან მინდვრები. კუნძულზე კლიმატი ტროპიკულია. გამოიყოფა ორი სეზონი. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2540 მმ-ს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დ’ანტრკასტოს კუნძულების, რომლის შემადგენლობაშიც შედის კუნძული დობუ პირველი ევროპელი აღმომჩენია ფრანგი მოგზაური ჟოზეფ ბრუნი დ’ანტრკასტო, რომელმაც კუნძულები აღმოაჩინა 1793 წელს ჟან-ფრანსუა დე ლაპერუზას დაკარგული გემის ძებნის დროს.[2] მთლიანობაში, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჰქონდათ უმოწყალო მეომრების და კაციჭამიების რეპუტაცია, რომლებიც არა ერთხელ ესხმეოდნენ თავს მეზობელი კუნძულების მოსახლეობას.[3]

კუნძულელების რეგულარული კონტაქტი ევროპელებთან დამყარდა XIX საუკუნის შუაში, ხოლო 1884 წელს კუნძულზე გადასხდნენ პირველი «შავ შაშვებზე მონადირენი», რომლებმაც გაიყვანეს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სხვა ქვეყნებში პლანტაციებში სამუშაოდ. შემდგომში კუნძულზე გაჩნდა ქოქოსის პალმის საკუთარი პლანტაციებიც, ხოლო კოპრა გახდა ძირითადი საექსპორტო საქონელი.[3]

1888 წელს მოხდა დ’ანტრკასტოს კუნძულების ფორმალური ანექსია ბრიტანეთის იმპერიის მიერ, რომელიც გახდა ბრიტანეთის ახალი გვინეის ნაწილი (1904 წლიდან — პაპუას ტერიტორია ავსტრალიის მმართველობის ქვეშ).[4] 1891 წელს დობუზე დაარსდა პირველი ქრისტიანული მისია, მიუხედავად ამისა მისიონერებს დასჭირდათ ორმოც წელზე მეტი, რომ კუნძულელები გამხდარიყვნენ ქრისტიანები.[3]

1975 წლიდან კუნძული დობუ დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.[4]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წელს კუნძულზე ცხოვრობდა დაახლოებით 900 ადამიანი. ადგილობრივი მოსახლეობის ძირძველი სალაპარაკო ენაა დობუ.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Dobu - Orientation. Every Culture. წაკითხვის თარიღი: 2010-04-30.
  2. Max Quanchi; John Robson. Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands. — Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xv. — ISBN 0810853957
  3. 3.0 3.1 3.2 Dobu - History and Cultural Relations. Every Culture. წაკითხვის თარიღი: 2010-04-30.
  4. 4.0 4.1 Stanley J. Ulijaszek. Population, Reproduction and Fertility in Melanesia. — Berghahn Books, 2008. — P. 92. — 256 p. — ISBN 1845452690
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დობუ&oldid=3417629“-დან