მესოამერიკული მითოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კეცალკოატლი

მესოამერიკული მითოლოგია წარმოადგენს ოლმეკების, მაიას, ტოლტეკებისა და აცტეკების მითოლოგიის ერთობლიობას, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსებები, ისე განსხვავებები.

მესოამერიკა გეოგრაფიულად წარმოადგენს თანამედროვე მექსიკის, გვატემალას, ჰონდურასის, კოსტა-რიკას, ბელიზის და სალვადორის რეგიონს. ითვლება, რომ პირველი ხალხი ამ რეგიონში 15 000 წლის წინ გამოჩნდა. მათ გადაკვეთეს ბერინგის სრუტით თანამედროვე რუსეთი და ალასკა და სამხრეთისკენ გაეშურნენ. დაახლოებით ძვ. წ. 2500 წლიდან ესპანელების შემოჭრამდე 1519 წლამდე, მესოამერიკა იყო რამდენიმე ცივილიზაციის ცენტრი, რომლებიც კარგად იყვნენ განვითარებულნი ენის, წერის, ხელოვნების, არქიტექტურის, მათემატიკის, ასტრონომიისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში. იქ არ ყოფილა ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფო, არამედ იყო სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებიც ხშირად ომობდნენ ერთმანეთში.

სექციების სია

კულტურა და არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესოამეიკული საზოგადოებები მაღალგანვითარებულნი იყვნენ ხელოვნებასა და ხელობაში. ჩვენი ცოდნის დიდი ნაწილი, რაც მათი კულტურისა და სულიერი ნაწილის შესახებ გაგვაჩნია, მოდის მათი ფრესკებიდან, კერამიკიდან და სკულპტურებიდან. სამკაულები, ნიღბები და ორნამენტები მშვენივრად იყო დამუშავებულო ოქროში, ფირუზში, ოფსიდიანსა და ნეფრიტში. კაშკაშა ფერებით გაფერადებული ბუმბულები, განსაკუთრებით კი კვეზალის კაშკაშა მწვანე ბუმბლი, გამოიყენებოდა ტანსაცმლისა და სამხედრო უნიფორმების გასაფორმებლად. XVI საუკუნის ესპანელი დამპყრობლები აღფრთოვანდნენ ამ ხალხის კულტურული მიღწევებით, მაგრამ კიდევ უფრო აღფრთოვანდნენ მათი ქალაქების დახვეწილობითა და სიდიადით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაიას ქალაქები: პალენკე, ტიკალი და ჩიჩენიცა, ასევე აცტეკების ქალაქები: ტეოტიუაკანი და ტენოჩტიტლანი. პალენკის სასახლის აგებას ორ საუკუნეზე მეტი დასჭირდა და ის არქიტექტურული შედევრია. ამბობენ, რომ პალენკეს წარწერებიან ტაძრის ოთახებს მიწისქვეშეთისკენ მივყავართ. ტიკალი, რაც ნიშნავს „ადგილს, სადაც სულების ხმები გვესმის“, იყო უდიდესი მეტროპოლისი, აგებული ჯუნგლების შუაგულში. ჩიჩენიცა გვთავაზობს ფიდებულ პირამიდას, რომელიც მეომართა ტაძრის სახელით არის ცნობილი. აქ არის ყველაზე დიდი საბურთაო მოედანი მთელს ცენტრალურ ამერიკაში და წმდა ჭა, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ წვიმის ღმერთს ჩააკს. ტეოტი-ჰუაკანი აცტეკებისთვის იყო მოსალოცი და ძალიან მნიშვნელოვანი წმინდა ადგილი, განსაკუთრებით ღირებული მზისა და მთვარის პირამიდების გამო. ტენოჩტიტლანი, აცტეკების პოლიტიკური და სულიერი ცენტრი, აშენდა 1325 წელს კუნძულზე, ტბა ტესკოკოზე ("მთვარის ტბა") და დღეს დამარხულია თანამედროვე მექსიკის დედაქალაქის, მეხიკოს ქვეშ. აცტეკების ქალაქი აშენებული იყო ომის ღვთაების, უიცილოპოჩტლის, ღვთაებრივი შთაგონებითა და წინამძღოლობით.

სიმინდის ხალხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიკალი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მესოამერიკული ქალაქი

მესოამერიკის ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებული იყო მიწათმოქმედებაზე, განსაკუთრებით სიმინდის მოყვანაზე. ეს კულტურები მოყავდათ ტროპიკული ტყეების ახოებში, მორწყულ მინდვრებში ან მოტივტივე ბაღებში, რომლებიც ჩინამპას სახელითაა ცნობილი. ლობიო, წიწაკა და გოგრა, ისევე როგორს კაკაოს მარცვალი, ძირითადად ველურად იზრდებოდა და ასევე ითვლებოდა მნიშვნელოვან ჭირნახულად მესოამერიკის ხალხისთვის.

სიმინდის კარგი მოსავლის გამო მესოამერიკის მოსახლეობა მონადირეობისა და შემგროვებლობის კულტეურიდან დასახლებულ, აგრარულ საზოგადოებად განვითარდა. ამას მოჰყვა პოპულაციის ზრდა და დიდი სოფლებისა და ქალაქების განვითარება. სიმინდის მარცვლეული იმდენად მნიშვნელოვანი იყო მათი ფიზიკური და მატერიალური კეთილდღეობისთვის, რომ მის შესახებ შეიქმნა მრავალი მესოამერიკული მითი, სიმბოლო და რიტუალი.

მაიას ტომის შესაქმის მითი მოგვითხრობს, რომ პირველი ადამიანები დაფქული სიმინდის მარცვლისგან გაჩნდნენ. აცტეკების ლეგენდის თანახმად, ფრთიანი გველის ღვთაება კეცალკოატლი ჭიანჭველად გადაიქცა, რათა შეეგროვებინა თესლი, რომელიც შემდგომში სიმინდის პირველ ყანებად გადაიქცა.

ლოცვა რიტუალები და მსხვერპლშეწირვა სრულდებოდა ნაყოფიერების, მზის და წვიმის ღვთაებებისათვის, იმ იმედით, რომ ღმერთების პატივისცემით უხვ მოსავალს მიიღებდნენ.

სიმინდის ღმერთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმინდი ,მაიას მთავარი მარცვლეული, არა მხოლოდ ყანებში, არამედ ხეობებსა და კლდის ფერდობებზე იზრდებოდა. მას სხვადასხვავარად ამზადებდნენ და მიირთმევდნენ ტორტილას, ტამალესს და ატოლეს, ცხელ სასმელს, რადგან სომინდი ისეთი მნიშვნელოვანი იყო, მაიას ტომის არსებობისათვის, მას განსაკუთრებული ადგელი ეკავა მათ მითოლოგიაში, რელიგიასა და რიტუალებში.

მაიას მითები მოგვითხრობს, თუ როგორ გაჩნდნენ პირველი ადამიანები სიმინდიდან ერთ ერთი ყველაზე პატივცემული ღვთაება იყო სიმინდის ღმერთი, რომელსაც მრავალი სახელით მოიხსენიებდნენ: ჰუნ ჰუნაპჰუ, აჰ მუნი და იუმ კააქსი (ტყის მბრძანებელი). ეს იყო კეთილმოსურნე ინერტული ღმერთი, რომელსაც ხშირად გამოსახავდნენ ახალგაზრდა კაცის სახით, მისი თავიდან აღმოცენებული მწიფე სიმინდის ტაროთი. რიტუალებსა და მსხვერპლშეწირვებს სიმინდის ღმერთის მიმართ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ისინი ხშირად იმართებოდა. ის იმდენად პოპულარული იყო, რომ მაიას ტომის ხალხი პატარა ბავშვებს თავის ქალის ფორმას სპეციალურად უცვლიდნენ, რათა სიმინდის ტაროსავით წაგრძელებული ყოფილიყო.

მსხვერპლშეწირვა და ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსხვერპლშეწირვის რიტუალი

ოქროს, ყვალვილების, ცხოველების და რაც მთავარია, ადამიანის სიცოცხლის მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობისადმი რწმენა მესოამერიკული რელიგიის დამახასიათებელი ნაწილი იყო. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ თუ ღმერთებს სისხლს შესწირავდნენ, ღმერთები მათ დააჯილდოვებდნენ მზისა და წვიმის კეთილად შეზავებით. თუმცა ამ მსხვერპლშეწირვის უფრო ღრმა ეგზისტენციალური მიზეზი არსებობდა. ძირითადად, ღმერთები და ქალღმერთები მომთხოვნი და არაპროგნოზირებადი იყვნენ. როგორც მაიას, ასევე აცტეკის მითებში გვიხსნიან, თუ როგორ შეიძლება განადგურდეს სამყარო და ადამიანები ღმერთების ახირების გამო, ასე რომ, ადამიანების მოვალეობა იყო ღმერთებისთვის ისე ესიამოვნებინათ, რომ მათ სამყარო აღარ გაენადგურებინათ. ღმერთები დააჯილდოვებდნენ მსხვერპლშეწირვის ობიექტს (განსაკუთრებით თვითშეწირულთ ან თვითმკვლელთ) ზეცაში მოხვედრით. მაია და მათზე უფრო მეტად აცტეკები სამხედრო პოლიტიკაზე ორიენტირებული ტომები იყვნენ და სამხედრო ტყვეებს მსხვერპლშეწირვისთვის იყენებდნენ. მსხვერპლშეწირვის ძირითად ფორმას წარმოადგენდა სამსხვერპლოდან გულის ამოკვეთა. თავის მოკვეთა და ცოცხლად გატყავება ასევე მიღებული ფორმა იყო. ადამიანის მსხვერპლშეწირვა პოკატოკის - რიტუალური ბურთის თამაშის - ასევე მნიშვნელოვან ელემენტი იყო.

მაიას მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაია მოიცავდა თანამედროვე გვატემალას, ჰონდურასს და მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულს, მაიას ცივილიზაციამ თავისი განვითარების პიკს მიაღწია ჩვ. წ. 250-900 წწ. ის იყო მაღალორგანიზებული, განვითარებული საზოგადოება, რაზეც მოწმობს პალენკესა და ჩიჩენიცას ადგილები იუკატანის ნახევარკუნძულზე და ტიკალი გვატემალაში. იმის უმრავლესობა, რაც ჩვენ მაიას ტომის სულიერ სამყაროზე ვიცით, რამდენიმე წიგნიდან მოდის (ცნობილი როგორც კოდექსები), რომლებიც არ განადგურებულა ესპანელი დამპყრობლების მიერ და პოპოლვუჰი, მაიას მთავარი საკრალური ტექსტიდან. მაიას ტომს სჯეროდა უხილავი ძალების, რომლებიც ბუნებაში აესებობდნენ, ნათელისა და ბნელის თანაზომიერებისა, სიკვდილისა და რეგენერაცის დაუსრულებელი ციკლისა.

მაიას კოსმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაია სამყარო სამი ნაწილისგან შედგებოდა: ზეცა, მიწა და ქვედა სამყარო. თითოეული მათგანი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო მსოფლიო ხით.

ზედა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსხვავებით სხვა ცხოვრების შემდგომი რწმენებისა, მაიას ზედა სამყარო არ იყო სიქველეთათვის ზეციური ჯილდო. ერთადერთი გზა, რითაც ადამიანს შეეძლო მოეპოვებინა ზედა სამყაროს სასუფეველი, ძალადობრივ სიკვდილზე გადიოდა. ყველაზე ფასეულად საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვა ითვლებოდა, შემდეგ მოდიოდა ბრძოლაში დაღუპვა, ვინც მშობიარობას გადაჰყვა და ისინი, რომლებიც ხანძარს ან წყალდიდობას შეეწირნენ. ისინი, ვინც თავს იკლავდნენ, იგზავნებოდნენ ზეციურ სამეფოში, რომელსაც იქსტაბი, თვითმკვლელობის ქალღმერთი მართავდა. მას ხშირად გამოსახავდნენ ყელზე შემოხვეული მარყუჟით.

შუა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლებოდა რომ შუა სამყარომ არსებობა დაიწო მაშინ, როცა ღმერთებმა წარმოთქვეს სიტყვა „მიწა“, და იგი აღმოცენდა ნაზად, როგორც ნისლი ოკეანიდან. დედამიწა ისევე იყო ორგანიზებული, როგორც მაიას ხალხის სიმინდის ყანები. ეს პროცესი აღწერილია მაიას ტომის ერთგვარ „შესაქმის წიგნში“ - პოპოლვუჰში, როგორც "ოთხჯერადი გადასვლა, ოთხჯერადი მოხვევა, გადაზომვა, ოთხჯერადი მონიშვნა „მიწისა, ოთხი მხარისა, ოთხი კუთხისა“

ქვედა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვედა სამყარო ასევე ცნობილი იყო ქსიბალვას ("შიშის ადგილი") სახელით და როგორც ზედა სამყარო, ისიც მრავალ დონედ იყო დაყოფილი. ეს იყო ადგილი, სადაც ყველა ხვდებოდა, გარდა ძალადობრივი სიკვდილით გარდაცვლილებისა. ქსიბალვასგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა იყო დამღლელ დაბრკოლებათა ერთობლიობის გადალახვა, რომლებშიც მოკვდავი ქვედა სამყაროს მკვიდრთ (როგორც ეს ნახსენებია პოპოლვუჰის მოთხრობაში "გმირი ტყუპების" შესახებ) ჭკუაში ეჯიბრებოდა. ქსიბალვას მხატვრული ინტერპრეტაციები სხვადასხვაგვარია. ზოგი მას გამოსახავს მიწისქვეშ მდებარედ, ზოგს კი წყალქვეშ ეგულებოდა. ქვედა სამყაროს დემონები ნაჩვენები არიან როგორც საზიზღარი, ჭუჭყიანი და გროტესკული არსებები, რომელთაც ხშირად ასხმული აქვთ ადამიანის თვალებისგან დამზადებული ყელსაბამი.

მაიას ტომის „დაბადების წიგნი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუკუმაცის გამოსახულება შებას სასახლეში

უძველესი იეროგლიფური პოპოლ ვუჰი, რაც „რჩევების წიგნს“ ნიშნავს, არის შესაქმის ისტორია გვატემალური ქუიჩეს, მაიას ტომის მიხედვეით. რთული მათემატიკური გამოთვლეიბთ, მაიას ტომმა დაასკვნა, რომ დედამიწა (შუა სამყარო) გაჩნდა ძვ. წ. 3114 წელს (უფრო ზუსტად 13 აგვისტოს). აღსანიშნავია, რომ პოპოლვუჰის დასაწყისი ძლიერ ჰგავს ბიბლიის „დაბადებას“, შესაძლებელია იმიტომ, რომ პირველადი სახით წმინდა ტექსტი გადაწერეს იმ ესპანელმა ბერებმა, რომლებიც ხვდებოდნენ ამ ღირებული ხენაწერის გადარჩენის მნიშვნელობას, მაგრამ თავიანთი რელიგიის საფუძვლებს ვერ გაექცნენ: თავიდან არაფერი იყო, მხოლოდ მშვიდი წყალი, წყნარი ზღვა, მარტო და დამშვიდებული... შემდეგ შეიქმნა სამყარო. ღმერთებმა გუკუმაცმა და ჰურაკანმა ერთად წაიჩურჩლეს სიტყვა „დედამიწა“ და სიტყვა საქმედ იქცა. იგი აღმოცენდა ზღვიდან. მიუხედავად იმისა, რომ ორი ღმერთი გახარებული იყო მათი ქმნილებთ, დედამიწა მაინც ცარიელი და ჩუმი ჩანდა. ასე რომ, ის ცხოველებით, ფრინველებით, რეპტილიებით, ძუძუმწოვრებით და თევზებით გაავსეს იმ იმედით, რომ ისინი ლოცვას აღავლენდნენ. მაგრამ როცა გუკუმაცმა და ჰურაკანმა სცადეს ცხოველებისთვის ლაპარაკი ესწავლებინათ, შეშფოთდნენ იმ უხეში და მკრეხელური ხმებით, რომლებსაც ცხოველები გამოსცემდნენ. „ჩვენ შევქმნით სხვა არსებებს, რომლებიც დაგვემორჩილებიან. შეეგუეთ თქვენს ხვედრს. თქვენი სხეული დაიფლითება“.

პირველი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოველების მჭერმეტყველების ნაკლებობით იმედგაცრუებულმა თმერთებმა გადაწყვიტეს ახალი არსებები შეექმნათ, რომლებიც მათ თაყვანს სცემდნენ და მსხვერპს შესწირავდნენ. მაგრამ, ცხოველებისგან, ხეებისგან, წყლისა და მიწისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ფიქრით და სიტყვით შეიქმნა, ღმერთები მიხვდნენ, რომ ეს განსაკუთრებული არსებები - ადამიანები - ისეთი მყარი ნივთიერებისგან უნდა შექმნილიყვნენ, როგორიც თავად მიწაა.

ადამიანის შექმნის პირველი მცდელობისას ღმერთებმა გამოიყენეს ტალახი და თიხა. თუმცა ეს არსებები ან დაიშალნენ, რადგანაც ზედმეტად რბილები იყვნენ ან უსარგებლონი და ადამიანის ფორმის ქვებად გამაგრდნენ. ამის შემდეგ ღმერთებმა გადაწყვიტეს დახმარებისთვის ბაბუა ღმერთის - ქსპიაკოკისთვის და ბებია ქალღმერთისთვის - ქსმუკანესთვის მიემართათ. ამ მოხუცებმა ურჩიეს, რომ შესაძლებელია, ხე უფრო შესაფერისი მასალა ყოფილიყო. ხის ტიკინები, რომლებიც დამზადებული იყო მარჯნის ხისა და ლერწმს ბოჭკოებისგან, რა თქმა უნდა, ტალახისგან დამზადებულ წინამორბედებზე უკეთესი იყო, მაგრამ მათ ინტელექტი და აუცილებელი დახვეწილობა აკლდათ, რათა ღმერთებისთვის ესიამოვნებინათ. განრისხებულმა ჰურაკანმა საშნელი ქარიშხალი გაგზავნა ხის ქმნილებების გასანადგურებლად. საბოლოოდ, მათ აღმოაჩინეს სიმინდის ყვითელი, თეთრი, შავი და წითელი მარცვლები. ქსმუკანმა დაფქვა მარცვლები, შეურია წყალი და შედეგად ცომმა პირველი ადამიანის ფორმა მიიღო (ოთხი კაცი და ოთხი ქალი), რამაც ღმერთები დააკმაყოფილა. მათი მთავარი ნაკლი იყო ის, რომ ისინი ზედმეტად ჭკვიანები და ცნობისმოყვარენი იყვნენ, ასე რომ, ღმერთებმა გამოიწვიეს ღრუბელი, რომელმაც დაფარა მათი ხედვა და აღქმა. ამრიგად, მათ აღარასდროს ექნებოდათ სრულყოფილი ცოდნა და ყოველთვის დამოკიდებულები იქნებოდნენ ღვთაებებზე, რათა გადაეჭრათ ცხოვრებისეული საიდუმლოებები.

მაიას ღვთაებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ჰყავდა დაახლოებით 170 ღმერთი და ქაღმერთი, რომელთ არსებობა ვრცელდებოდა მათი ყოვედღიური ცხოვრების ყველა ნაწილზე. არსებობდა ბუნების ყველა ასპექტის ღმერთი - ცხოველების, დედამიწის, ქარის, წვიმის, მზის და მთვარის - და ისინი საჭიროებდნენ უწყვეტ პატივისცემასა და შესაწირავებს, რომლებიც ზოგჯერ გადაიზრდებოდა სისხლისღვრასა ან ადამიანის მსხვერპლშეწირვაში.

ჰუნაბ კუ: ღმერთი ღმერთების უკან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუნაბ კუნიშნავს „მხოლოდ სულს“ ან „ეულ ღმერთს“. ჰუნაბ კუ იმითაა უჩვეულო, რომ ის მაიას ერთადერთი ღმერთია, რომელიც მთლიანად აბსტრაქტული და უხილავია. ზოგიერთს სჯერა, რომ იგია შემოქმედი ღმერთებისა, დედამიწისა და ცისა. ის იცამნას, უზენაესი ღმერთის მამაა.

ერთ-ერთი ვერსია სამყაროს შექმნისა, მაიას ტომის მიხედვით ასეთია: ჰუბან კუმ პირველად შექმნა სამყარო, რომელზეც გამრავლებული პატარა ხალხი, ხოლო შემდეგ წარღვნით დაანგრია დიდი გველის დახმარებით, რომელმაც პირიდან ამოანთხია მძვინვარე წყალი. შემდეგ შექმნა სამყარო, სადაც ცხოვრობდა უცნაური მოდგმა, სახელად დზოლობი, რომელიც ასევე წარღვნით განადგურდა. ხოლო მესამედ სამყარო მან მაიას ხალხით გაავსო, რომლითაც ძლიერ კმაყოფილი იყო.

იცამნა: უზენაესი ღმერთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტცამნა, უზენაესი ქალღმერთი

ზოგის რწმენით, იცამნა ჰუნუბ კუს ხილული გამოვლინებაა და ის, რა თქმა უნდა მრავანიჭიერი და მრავალფუნქციური ღვთაებაა. უპიველეს ყოვლისა, ის მთვარის ღმერთი, მთვარის ქალღმერთის იქსჩელის ქმარი და ხელისუფლების მფარველი ღმერთია. იცამნას უყვარდა თავისი ხალხი და ჩუქნიდა წიგნებს, დამწერლობას, კალენდარსა და მედიცინას. მისი სახელი ნიშნავს „იგუანას სახლს“ ან „ხვლიკის სახლს“, რაც ასახავდა მაიას შეხედულებას, რომ დედამიწის საფუძველი ხვლიკების სხეულისგან ჩამოყალიბდა. იცამნა კეთილმოსურნე პატრიარქია, რომელიც ხშირად ჰამოსახულია როგორც ჭარმაგი კაცი კვადრატული თვალებით, გამოშვერილი ყბით და ქორის ნისკარტივით მოკაუჭებული ცხვირით. მაიას ახალი წლის ცერემონია იცამნას მიაგებს პატივს ისევე, როგორც კროს პალენკში მდებარე ჯვრის ტაძარი.

იქსჩლი: მთვარის ქალღმერთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იქსჩლი მრისხანე ქალღმერთა, რომელიც ასოცირებულია მთვარესთან, ზღვის მიცოქცევასთან და წყალდიდობასთან. ზოგან ის ნახსენებია, როგორც უზენაესი ღერთს იცამნას ცოლი, სხცა მოთხრობებშ კი ის დაქორწინებულია მზის ღმერთ კინიჩ აჰაუზე (თმცა მისი ქმრები შეიძლება ჩაითვალოს ერთი ღვთაების ორ ასპექქტთან).

როგორც ახალგაზრდა ცოლი, იქსჩელი ძლიან უბედური იყო უნაყოფობის გამო - მას საერთოდ არ ჰქონდა რეპროდუქციული ორგანოები, ერთ დღესაც ირემი მივიდა და მის მუცლის ღრუს ფეხი დააბიჯა, რამაც ბავშვების გაჩენის საშუალება მისცა. მისი შვილები ცნობილები იყვნენ, როგორც ბაკაბები.

იქსჩელი ჭირვეულია, როგორც მთვარე და ასევე, მუდმივად ცვალებადი. ის კეთილგანწყობილი ცისარტყელა, დედა ქალღმერთია, რომელიც შვილიერებას და ქსოვას მფარველობს. ის ასევე გამოსახულია, როგორც სასტიკი გრძნეული. მისი მუზარადი და ქვედა ტანი მორთულია გველებით (ძლიერ ჰგავს აცტეკების ქალღმერთს კოატლიკს). მას უჭრავს წყლის დოქი, რომელიც შეუძლია მარცვლეულს ან ნაზად მიასხუროს ან გამანადგურებელ წყალდიდობად გადააღვაროს.

ბაკაბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იცამნას, უზენაეს ღმერთს და იქჩელს, მთვარის ქალღმერთს, ოთხი ვაჟი ჰყავდათ, სახელად ბაკაბები. ასეთი განდიდებული მშობლების გამო ბაკაბები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ღვთაებები იყვნენ. რადგან დედამიწა დაბლობად ითვლებოდა, ბაკაბების მოვალეობა იყო, მის ოთხივე კუთხეში მდგარიყვნენ და გადასაფარებლის მსგავსად დაეკავებინათ ცის ცამეტი ფენა. ისინი ხშირადაა გამოსახული აღმართული ხელებით და ზოგჯერ წარმოდგენილები არიან იაგუარებად. ბაკაბები დაკავშირებულები არიან ოთხ მიმართულებასთან, როგორც ნაჩვენებია მაიას მსოფლიო ხეზე: ჩრდილოეთი (თეთრი), სამხრეთი (ყვითელი), აღმოსავლეთი (წითელი) და დასავლეთი (შავი). ყველაზე უფრო ცნობილი ბაკაბია წვიმის ღმერთი ჩააქი (მაგალითად, ზოგ მეცნიერს სჯერა, რომ ოთხი ბაკაბი უბრალოდ ერთი ღმერთის - ჩააქის - ოთხი ასპექტია.

ჩააქი: წვიმის ღმერთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წვიმის ღვთაება ჩააქი

ვინაიდან სიცოცხლე წყლის გარეშე ვერ იარსებებს, ჩააქი, წვიმის ღმერთი ყველაზე უფრო პატივცემულია მთელს მაიას ღვთაებათა შორის, მისი აცტეკური ორეულია ტლალოკი. აგრეთვე ცნობილი როგორც აჰ ცენული („ის, ვინც სხვებს საჭმელს აძლევს“) ან აჰ ჰოია („ის, ვინც შარდავს“), ჩააქი არსებითად კეთილმოსურნე ღმერთი იყო, მაგრამ სიკეთის ჩასადენად რეგულარულად სჭირდებოდა რიტუალები და მსხვერპლშწირვა. ის ხანდახან თავის ხალხს არიგებდა, თავი შეეკავებინათ ჭამისა ან სექსისგან, მაგრამ, როცა მკაცრ განწყობაზე იყო, მას შეეძლო ებრძანებინა მათთვის, გაკოჭილიყვნენ და გადაცვენილიყვნენ წმინდა ჭაში ჩიჩენიცაში.

ჩააქი სხვადასხვა სახით გვხვდება. ზოგიერთი გამოსახულება მას გვაჩვენებს დახვეული, დინგის მსგავსი ცხვირით, ზოგჯერ ნაჩვენებია სასწორით ან ლოქოს ულვაშებით ან თვალებიდან მოღვარღვარე ცრემლებით. ხშირად დახატულია ლურჯი ფერით და ნაჯახით, რომლითაც ჭექა ქუხილს ქმნის. ჩააკი მჭიდროდაა დაკავშირებული სიმინდის ღმერთ იუმ კააქსთან და დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს იუკატანის რეგიონში მცხოვრები ხალხის ცხოვრებაში, განსაკუთრებით წვიმის სეზონის მოახლოებისას. ბაყაყის ყიყინი წვიმის მოახლოებას ნიშნავს და ითვლება რომ ეს ჩააქის ხმაა.

გუკუმაცი: ბუმბულებიანი გველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი აცტეკური ორეულის, კეცალკუატლის მსგავსად გუკუმაცი (აგრეთვე ცნობილი როგორც კუკულკანი) არის ქარის ღმერთი. ითვლება, რომ ის დასავლეთიდან მოვიდა და თან მიტანა სამყაროს მთელი საიდუმლოებანი. ხანდახან დახატულია, როგორც წყალზე მოძრავი. ის შეიძლება იყოს უზენაეს ღმერთ იტცამნას კიდევ ერთი მანიფესტაცია. ჩიჩენიცაში არის არაჩვეულებრივი ტაძარი, რომელიც გუკუმაცის მიეძღვნა. გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობებზე გუკუმაცი ჩნდება ტაძრის კიბეების გასწვრივ, როგორც გველის ფორმს გრზელი ჩრდილი.

ჰურაკანი: ქარიშხლის ღმერთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას „შესაქმის წიგნის“, პოპოლ ვუჰის თნახმად, ღმერთი ჰურაკანი გუკუმაცთნ თნამშრომლობდა დედამიწის შექმნის დროს და ტალახისა და ხისგან პირველ ადამიანებს აკეთბდა. ჰურაკანი უხეში ღმერთი იყო. უკმაყოფილო იყო იმით, რომ ხის ადამიანები მეტად მოსაწყენები და ბრიყვები იყვნენ და ისინი წყალდიდობით გაანადგურა, თუმცა რამდენიმე გადარჩა და ვინც ეს მოახერხა უმოწყალოდ გაიტანჯა. ჰურაკანმა დაასაქმა გარეული ძაღლები და მოძალადე მონსტრები, როგორიცაა „ამოკაწრული სახეები“ და „მღრღნელი იაგუარი“, რათა შეეშინებინა და დაესახიჩრებინა მისი საბრალო ქმნილებები. ხის ხალხის უმრავლესობა განადგურდა, გადარჩენილები კი გამოქვაბულებში დაიმალნენ და აღარასდროს გამოჩენილან.

კინიჩ აჰუა: მზის ღმერთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქვს როგორც ბნელი ისევე ნათელი ასპექტი. კინიჩ აჰუა დღისით მზეა, მაგრამ ღამით ის ხდება იაგუარი მბრძანებელი ბალამი, რომელიც მიიპარება ქვედა სამყაროს ქვემოთა მიდამოებში. კინიჩ აჰუა ქალაქ იზამალის მფარველია. მზის ღმერთი აჰ ქსოკ კინის სახელით, იგი ასევე მუსიკისა და პოეზიის ღვთაებაა.

აჰ პუჩი

იქსტაბი და აჰ პუჩი: სიკვდილის ღვთაებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხოლოდ ის ადამიანები შევლენ ზეციურ სამეფოში, რომლებიც ძალადობით ან თვითმკვლელობით დაიღუპნენ. იქსტაბი, თვითმკვლელობის ქალღმერთი, აცილებს სამოთხეში იმ ადამიანების სულებს, რომლებიც საკუთარი ხელით დაიხოცნენ და უმასპინძლდება მათ საჭმელით და სასმელით მსოფლიო ხის ჩრდილში. იქსტაბი გამოსახულია, როგორც საკმაოდ შესაზარი ქმნილება, რომელიც მარყუჟთაა ჩამოკიდებული. როგორც მშვენიერი ახალგაზრდა ქალღმერთი, იქსტაბი სიამოვნებას იღებდა კაცების ტყეში შეტყუებით, მათი მოხიბვლით, მოჯადოებით და შემდეგ მათი გაქრობით. ზოგი დაკარგული ტყეში რჩებოდა, ხოლო ვინც სახლის გზას პოულობდა ჭკუიდან იშლებოდა და მისი სიყვარულის სამუდამო ლტოლვას განიცდიდა.

აჰ პუჩი (ან იუმ კიმილი), სიკვდილის ღმერთი, არის ქვედა სამყაროს ქვედა დონის მბრძანებელი და იღებს მრავალ განსხვავებულ ფორმას: ჩონჩხის, გაბერილი გაშეშებული გვამის ან ბუს.

აცტეკური მოთოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მექსიკის აცტეკების ცივილიზაცია არსებობდა 1325-1521 წლებში. ეს იყო მილიტარისტული იმპერია, რომლის სპირიტუალური რწმენის სისტემა მოიცავდა 1000 ღვთაებაზე მეტს. აცტეკების სამყარო მრავალფეროვანი იყო და მათი თქმულებები შესაქმის შესახებ რთული და ჩახლართულია. ესპანელებმა მრავალი უძველესი ხელნაწერი გაანადგურეს და აცტეკების რელიგიის შესახებ ჩვენი ცოდნის უდიდესი ნაწილი ეფუძნება ფლორენტინის კოდექსს, რომელიც გადაწერილია ფრანცისკანელი ბერის, ბერნარდინო დე საჰაგუნის მიერ.

სამნაწილიანი სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აცტეკების რწმენით სამყარო სამმხრივი იყო და სამი ნაწილისგან შედგებოდა: მიწა, სამოთხე, და ქვედა სამყარო.

მიწა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აცტეკების სამყაროს ცენტრშ, სამოთხის, დედამიწისა და ქვედა სამყაროს გზაგასაყარზე მდებარეობდა დედაქალაქი ტენოჩტიტლანი. ლეგენდის თანახმად ადგილობრივი ხალხი ცნობილი იყო, როგორც ტენოჩკა მაგრამ ომის ღმერთმა ჰუიცილოპოჩტლიმ მექსიკა დაარქვა და დაავალა აეშენებინათ დედეაქალაქი კუნძულზე, ტექსკოკოს ტბის შუაგულში. ქალაქის ცენტრში იდგა შესანიშნავი „დიდი ტაძარი“, რომელიც ეძღვნებოდა როგორც ჰუიცილოპოჩტლის აცტეკების წვიმის ღმერთს სახელად ტლალოკს.

ცა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცა უზარმაზარი გუმბათი იყო, რომელიც შედგებოდა 13 დონისგან და დედამმიწის ზედაპირიდან ზემოთ იყო აღმართული. სამოთხის უმაღლეს დონეზე ცხოვრობდა ომეტეოტლი, უმაღლესი ღვთაება და ორბუნებიანობის ღმერთი. არც ერთ სხვა ღმერთს ან მოკვდავს არ შეეძლო შეეღწია ამ უმაღლეს სამეფოში.

შემდეგ მოდიოდა სიცოცხლის შემდეგი დონეები, რომლებიც განისაზღვრებოდა ადამიანის სულიერების დონით მისი ფიზიკური სიკვდილის დროისთვის. მზის სახლი აღმოსავლეთით იყო უმაღლესი ჯილდო, სულებს შეეძოთ იქ სამუდამოდ დარჩენა და აღარასოდეს მოუწევდათ დედამიწაზე დაბრუნება. დასავლეთით იყო მშვიდობიანი სიცოცხლის შემდგომი სამყოფელი, განკუთვნილი მათთვის, ვინც ბრძოლაში ან მშობიარობისას დაიღუპებოდა. სხვა კარგ სულებს შეეძოთ ეცხოვრათ ისეთ შესანიშნავ ადგილებშ, როგორებიცაა ღრუბლების ქვეყანა, უხორცოთა ქვეყანა ანუ წყლისა და ბურუსის ქვეყანა.

ქვედა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხოლოდ ის მიდიოდა პირდაპირ ცაში, ვინც ბრძოლაში ან მშობიარობისას დაიღუპებოდა. ყველა დანარჩენი პირველ რიგშ ქვედა სამყაროში ხვდებოდა. ამ სამყაროს ერქვა მიკლტანი, რაც ნიშნავს „ის რაც ჩვენს ქვემოთაა“. ქვედა სამყაროს შიშისმომგვრელი ღმერთი მიქტლანტეკუჰტლი ხშირად გამოსახულია, როგორც ჩამჯდარი, ჩონჩხისმაგვარი ქმნილება წვეტიანი ქუდით და მოზრდილი, ამოზნექილი თვალებით. როდესაც სული ქვედა სამყაროს მიაღწევდა, მას შავი ტეზკატლიპოკა ხვდებოდა, რომელიც აგზავნიდა მატ მიკტლანის ცხრა დონეში სამოგზაუროდ. სულებს მოუწევდათ რთული ტესტების გადალახვა ოთხი წლის ვადაში, უნდა შემოევლოთ რხევადი მთების, საშიშ პეიზაჟბისა და მუხანათი მდინარეებისთვის, თუ მათ გადალახავდნენ, სულებს უფლება ეძლეოდათ, ერთ ერთ ზეციურ საუფლოში შესულიყვნენ, მაგრამ თუ ვერ შეძლებდნენ, უდაბლეს საფეხურზე მარად დარჩენა მოუწევდათ.

ოთხი მიმართულების შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი ღმერთი ომეტეოტლი მრავალი სახელით იწოდება: ტლოკე ნაჰუაკე, ზემდგომი ღმერთი, ორის უფალი, ორბუნებიანობის ღმერთი და ბეჭდის ღმერთ მიუხედავად ამისა, ხანდახან, უბრალოდ მოიხდენიებენ, როგორც „ღმერთ“ ომეტეოტლის აქვს როგორც კაცის ისე ქალის ატრიბუტები და თავის თავში როგორც კეთილ, ისე ბოროტ საწყისებს აერთიანებს. როგორც კაცი ის ცნობილია სახელით ომეტეკუჰტლი, ხოლო როგორც ქალი სახელით - ომეკიჰუატლი. მარადიული სიცარიელისგან ომეტეოტლმა შექმნა საკუთარი თავი და შემდეგ თავისი ვაჟები, რომლებმაც გააგრძელეს სამყაროს შექმნა ოთხივე მიმართულებით. ოთხი ვაჟი (რომლებსაც ხშირად მაიას მითოლოგიის ბაკაბებს ადარებენ) წარმოადგენდა ღმერთ ტეზკატლიპოკა|ტეზკატლიპოკას სხვადასხვა აქცენტს.

აღმოსავლეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმართულება, რომელიც ასოცირებულია მზის ამოსვლასთან, შეიქმნა წითელი ტეზკატლიპოკას მიერ, რომელიც ასევე ცნობილია ქსიპე ტოტეკის სახელით. მას დიდ თაყვანს სცემდნენ, როგორც მიწათმოქმედების, ნაყოფიერებისა და აღორძინების ღმერთს.

ჩრდილოეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთი იმართებოდა შავი ტეზკატლიპოკას მიერ. ძრითადად ცნობილი როგორც ტეზკატლიპოკა ან „კვამლიანი სარკე“, ღამის ცის ღმერთი. მას საკმაოდ არაკეთილმოსურნე ბუნება ჰქონდა და ამასთან ჭირვეული და მანიპულატორი იყო.

დასავლეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეცალკოატლი, „ფრთანი გველი“ არის თეთრი ტეზკატლიპოკა და დაკავშირებულია დასავლეთთან და ჩამავალ მზესთნ. ის ყველაზე ცნობილი და საყვარელი ღვთაება იყო აცტეკების პანთეონში და თავისი ძმის ტეზკატლიპოკას მთავარი მეტოქე.

სამხრეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ჩანს, არსებობს რამდენიმე ლურჯი ტეზკატლიპოკა. ზოგიერთი წყარო ამბობს. რომ სამხრეთი შეიქმნა ტლალოკის, წვიმის ღმერთის მიერ. სხვები ამ მიმართლებას მიაწერენ ჰუიცილოპოჩტლის, ომის ღმერთს. ორივე ამ ღვთაებას დიდ პატივს სცემდნენ აცტეკები.

კეცალკოატლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეცალკოატლი ადამიანის სამოსში

კეცალკოატლს მრავალი განსხვავებული სახე აქვს - როგორც ადამიანური, ისე ღვთაებრივი და მიმსგავსებულია როგორც მეფე არტურთან, ასევე იესო ქრისტესთან. მისი სახელი ორ ნაწილად იყოფა: მშვენიერი, მწვანე ბუმბულიანი ჩიტია ცენტრალური ამერიკის მთებში და კოატლი, რომელიც გველს ნიშნავს. ის ყველაზე ხშირად გამოასხულია როგორც „ბუმბულიანი გველი“ - ქმნილება, რომელიც დედამიწას ცასთან აკავშირებს. კეცალკოატლის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი შედევრია ტეოტიუაკანის უძველეს ქალაქში. კეცალკოატლის სიმბოლოა მოლუსკის ნიჟარა, რომელიც ასოცირდება ქართან და ზღვასთან.

ითვლებოდა, რომ ის იყო ძველი ტოტლეკის ღვთაება. კეცალკოატლი ასევე დაკავშირებულია მაიას ქარის ღმერთ გუკუმაცთან და აცტეკების ქარის ღმერთ ეჰეკატლისთან. ისა ასევე ჰაერის მზე, მეორე მზის შემქმნელი და მმართველია.

ლეგენდა იმასაც ამტკიცეებს, რომ ისტორიული კეცალკოატლი რეალურ ცხოვრებაში შევიდა როგორც ისტორიული პერსონა ტოპილცინი, X საუკუნის ტოტლეკი შემბრალებელი მმართველი, რომელმაც ადამიანთა მსხვერპლშეწირვის რიტუალი გააუქმა.

შემდგომი ორი მთხრობა გვიჩვენებს კეცალკოატლის აღმზრდელობით, ცხოვრების გასაუმჯობესებელ თვისებებს.

ნაყოფიერების წყლისა და ქარის ღვთაებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აცტეკები თაყვანს სცემდნენ 100-ზე მეტ ღმერთსადა ქალღმეთს, რომლებიც აკვირდებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ მათი ცხოვრების ყველა ასპექტში.მათ შორის იყვნენ ყველაზე უფრო პატივცემული და საშიში ღმერთები:

ქსიპე ტოტეკი:აყვავებული დედამიწის ღმერთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზაფხულის ახალგაზრდა სიმინდის ყლორტთან გაიგივებული ქსიპე ტოტეკი არის აღორძინებისა და ნაყოფიერების ღმერთი. რადგან სიმინდი იყო აცტეკების ძირითადი და მათი ცხოვრების განუყოფელი მარცვლეული, მრავალ ადამიანს სწირავდნენ ქსიპე ტოტეკს და სხვა ღვთაებებს, რათა ღმერთებს უზრუნველეყოთ კარგი მოსავალი.მსხვერპლშეწირვის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა იყო ტყავის გაძრობა (ცოცხლად გატყავება). მსხვერპლების დამტყვევებლები ისევე, როგორც ქურუმები, ზოგჯერ გაშიშვლებულ სხეულზე ტყავს ატარებდნენ, რაც გამოსახავდა სიმინდის მარცვალს, რომელიც კარგავს გარე საფარს, როდესაც ახალი ნაყოფი აღმოცენდება. ქსიპე ტოტეკი ხშირად გამოსახულია გატყავებული ადამიანის ტყავით. ასევე ითვლებოდა, რომ მან ნება დართო საკუთარი ტყავის გაძრობისა, რათა მაგალითი მიეცა თავისი ხალხისთვის, ნიშნად განახლებისა და აღორძIნებისა.

ტლალოკი: წვიმის ღმერთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხიკოში აღმოჩენილი ტლალოკის სპილენძის გამოსახულების ფრაგმენტი

ტლალოკი მესამე მზის, წვიმის მზის შემქმნელი, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებაააცტეკურ პანთეონში, შეესაბამება მაიას ტომის წვიმის ღმერთს ჩააქს. მას ზოგჯერ უწოდებენ კოატლიკეს („ის, რომელსაც ნეფრიტის ქვედატანი აცვია“) მეუღლის ძმას. ტლალოკს ოთხი დოქი აქვს. რომელთაც ის წვიმას ასხამს დედამიწაზე, ზოგიერთი წვიმა მართვლეულისთვის სასარგებლო და კეთილთვისებიანია, ხოლო ზოგი - გამანადგურებელი. მას ეხმარება ცის გველი, რომელიც ინახავს დიდი რაოდენობით წყალს დიდ მუცელში.

ზოგჯერ ის გაოსახულია, როგორც საშიში არსება ეშვებითა და წრეებით ტვალების გარშემო. ტლალოკი მომთხოვნი ღმერთია, რომელიც მრავალ მსხვერპლს ითხოვს. გვალვის დროს ხალხი თავიანთ ბავშვებს სწირავდა, ვისი ცრემლებიც, ითვლებოდა, რომ წვიმის მოსვლას დაეხმარებოდა. ტლალოკის დასამშვიდებელი რიტუალების დროს ხშირად აუცილებელი იყო , რომ ქურუმებს მსხვერპლის ხორცი შეეჭამათ.

ნებისმიერი ადამიანი ვისაც მეხი დაეცემოდა , დაიხრჩობოდა ან ინფექციური დაავადებით მოკვდებოდა, მიდიოდა სამოთხეში სახელად ტლალოკანი(ტლალოკის ადგილი)

ქსოჩიკეცალი:„ფრთიანი ყვავილი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქსოჩიკეცალი ასევე ცნობილია სახელით „უხვფრთიანი ყვავილი“ და გამოსახულია, როგორც კეცალის ბუმბულებით მორთული. ის მრავალმხრივი ღვთაებაა, არის მთვარის, ყვავილების, ქორწინებისა და ბავშვების ქალღმერთი, ამასთან მხატვრობის და ფეიქრობის მფარველია. ქსოჩიკეცალი ცნობილია თავისი სილამაზით, ახალგაზრდობით და სექსუალურობით, მაგრამ ასევე ოჯახური ფასეულობების დამცველია. როდესაც წვიმის ღმერთის ტლალოკის ცოლი იყო, ტეზკატლიპოკას იმდენად ძლიერ სურდა, რომ საბოლოოდ მისი სიყვარულისთვის ბრძოლაში ფეხი დაკარგა.

ტლაზოლტეოტლი: ტალახისა და ექსკრემენტების ქალღმერთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოადგენდა რა ქალის სექსუალურობის მეორე მხარეს, ტლაზოლტეოტლი მნიშვნელოვანი ქალღმერთია. ის ნაყოფიერების, ვნების და თრობის ღვთაებაა, რაც ადამიანის სექსუალურობის ბნელ მხარესა და მის დაცემაში გამოიხატება. ქალლღმერთი, ასევე, ხელს უწყობს და პატიობს უწესობასა და ღალატს. მას ზოგჯერ გამოსახავენ თმაში დამაგრებული თითისტარებით, რადგან ითვლება ძაფის მრთველობის მფარველად, ასევე - ჯადოქრობის და ორთქლის აბანოებისაც კი.

როდესაც შურით შეპყრობილმა ტეზკატლიპოკამ კეცალკოატლი დაათრო და დასთან ერთად ლოგინში მოტყუებით ჩააწვინა, მან დახმარებისთვის ტლაზოლტეოტლს მიმართა.

მაშინ, როდესაც ყვავილების ქალღმერთი ქსოჩიკეცალი არასდროს ბერდება და ყოველთვის გამოსახულია როგორც მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, ტლაზოლტეოტლი ყოველთვის გამოსახულია, როგრც მოხუცი კუდიანი, რომელიც ჩაცუცქულია.

მაიაჰუელი: პულკეს ქალღმერთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პულკე არის ალკოჰოლური სასმელი, რომელიც მზადდებოდა აგავას ფოთლებისგან. მას შემდეგ, რაც კეცალკოატლიმ პირველი ადამიანები შექმნა, დაასკვნა, რომ ისინი ზედმეტად სერიოზულები იყვნენ და რაღაც სჭირდებოდათ, რაც მათ გაამხიარულებდათ.

კეცალკოატლმა იმოგზაურა ცაში, რათა დაერწმუნებინა უბიწი ქალღმერთი მაიაჰუელი, რომ ჩამოსულიყო დედამიწაზე და მას დაეხმარებოდა ნეტარების მომტანი სასმელის დამზადებაში. როდესაც დედამიწაზე ჩამოვიდნენ, ღმერთმა და ქალღმერთმა თავი ხდ გადაიქციეს, ტოტები ერთმანეთში შეყვარებულთა მკლავებით გადახლართეს.

მაიაჰუელი განრისხებული ბებია ციციმიტლი მოვარდა დედამიწაზე, ხე ნაკუწებად აქცია და გარშემო მყოფ ვარსკვლავურ დემონებს აჭამა ის ნატეხები, რაც მაიაჰუელის იყო. კეცალკოატლმა დამარხა დარჩენილი ფრაგმენტები და ამ ნარგავიდან დიდებული აგავის კაკტუსი ამოიზარდა.

ტეზატლიპოკა:ღამის ცის მბრძანებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგჯერ ადარებენ იაგუარსა და ლუციფერს, ისევე, როგორც მაიას ტომის ღმერთს ჰურაკანს. ტეზატლიპოკა, ალბათ ყველაზე იდუმალი და შთამბეჭდავია აცტეკურ ღცთებეს შორის, როგორც უმაღლესი ღვთაების შვილი, ის სამყაროს ერთ-ერთი შემქმნელთაგანი და პირველი მზის მმართველია. ასევე მან გაანადგურა მეორე მზე. ტეზატლიპოკასთან ასოცირებული ცხოველი იაგუარია. აცტეკები თვლიდნენ, რომ იაგუარის ტანის მოხარულობა ღამის ცას მოგვაგონებს და სურათებზე ტეზატლიპოკა ძირითადად ცხოველის ტყავითაა გამოსახული. ასე რომ, ტეზატლიპოკას გავლენა და მნიშვნელობა უდიდესია, ის დიდებულების, ჯადოქრების და დამნაშავეების მფარველია, ასევე არის პროტოტიპი სხვა ომის ღვთაებებისა, როგორიცაა მაგალიტაც ჰუიცილოპოჩტლი. ჰუიცილოპოჩტლის მსგავსად, ის მხარს უჭერდა და ახალისებდა ადამიანის მსხვერპლშეწირვას.

ხუთი მზის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აცტეკების მიხედვით სამყარო ოთხი ღმერთის მიერ ოთხი მიმართულებით შეიქმნა. არსებობს კიდევ ერთი შესაქმის თხზულება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ხუთ თანმიმდევტულ ეპოქაზე ანუ „მზეებზე“. მაგრამ ის შესაქმთან ერთად განადგურების თქმულებაცაა: აცტეკებს სჯეროდათ, რომ სამყარო ოთხჯერ შეიქმნა და ოთხჯერვე განადგურდა, თითოეული ერა იმართებოდა ერთ კონკრეტული ღვთაებისა და მისი შესაბამისი სტიქიის მიერ

დედამიწის მზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მზე ცლობილია როგორც დედამიწის მზე, რომლის შემქმნელი დამმართველი იყო ტეზკატლიპოკა, ეს ეპოქა დასახლებული იყო ძლევამოსილი ბუმბერაზებით, თუმხაღა ტეცკატლიპოკას ძმა კეცალკოატლი ბუმბერაზებით უკმაყოფილო იყო და იაგუარები გააგზავნა, რათა ყველა ბუმბერაზი და თავად დედამიწაა გაენადგუებინა.

ჰაერის მზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც პირველი მზე განადგურდა და ტეზკატლიპოკა ცაში დაბრუნდა, რათა დიდი დათვის თანავარსკვლავედი გამხდარიყო, კეცალკოატლმა ქარის ღმერთ ეჰეკატლის სახე მიიღო და სამყარო თავიდან შეიქმნა. მრავალმა წელმა განვლო და ღმერთებმა იგრძნეს, რომ ხალხი მეტისმეტად ცოდვილი იყო და უნდა გაენადგურებინათ. ტეზატლიპოკა მოვიდა დედამიწაზე და მძვინვარე ქარი დაატეხა, ხოლო ის, ვინც გადარჩა მაიმუნად აქცია.

წვიმის მზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წვიმის ღმერთი ტლალოკი მართავდა მესამე მზეს. კეცალკოატლმა ხალხი საბოლოოდ დასაჯა მსხვერპლშეწირვის მოვალეობის შეუსრულებლობის გამო ფერფლის წვიმის გამოგზავნით. ამ მძვინვარე ქარიშხლისგან გადარჩენილები ჩიტებად იქცნენ.

წყლის მზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე მზე - წწყლის მზე - შეიქმნა და განადგურდა ძლევამოსილი წყლის და ნაყოფიერების ქალღმერთის, კოატლიკუეს (ან ჩალჩიუჰტლიკეს), წვიმის ღმერთ ტლალოკის დის მიერ, ვინც წყალდიდობას გადაურჩა, თევზებად იქცა.

მეხუთე მზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხუთე მზე თანამედროვე ერაა და აცტეკებს სჯეროდათ, რომ ის ბოლო მზე იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ცა ჩამოინგრა, ომეტეოტლის ოთხი ვაჟი - ქსიპე ტოტეკი, ტეზკატლიპოკა, კეცალკოატლი და ტლალოკი - ხეებად გადაიქცნენ და ერთსულოვნად კიდევ ერთხელ აღმართეს ცა. მეხუთე ეპოქას მზის ღმერთი ტონატიჰუა მართავს.

ითვლებოდა, რომ ყოველი კატალიზმის სამყარო უფრო და უფრო ვითარდებოდა სულიერად და მეხუთე მზე ჯერჯერობით ყველაზე უფრო განვითარებულია. თუმცააცტეკებს სჯეროდათ, რომ მოკვდავები თუ არ იქნებოდენ ჰარმონიაში ღმერთებთან ტაყვანისცემითა და მსხვერპლშეწირვებით, მეხუთე მზე საბოლოოდ განადგურდებოდა და აღარასდროს შეიქმნებოდა ახალი.

აცტეკების კალენდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აცტეკების კალენდარი.
აცტეკები კალენდარი

კალენდარი შედგებოდა ორი პარალელური ციკლისგან: საერო 365-დღიანი ჰიუპოუალი (ნაუატ. xiuhpohualli, რაც ნიშნავს „წლების დათვლას“, შეესაბამება მაიას კალენდარ ხააბს) და რიტუალური 260-დღიანი ტონალპოუალი (ნაუატ. tonalpohualli, რაც ნიშნავს „დღეების თვლას“ ან „ბედისწერების თვლას“, შეესაბამება მაიას კალენდარ ცოლკინუს). ჰიუპოუალი და ტონალპოუალი ემთხვეოდა ყოველ 52 წელიწადში ერთხელ და ქმნიდა ე.წ. „საუკუნეს“, რომელსაც „ახალი ცეცხლი“ ეწოდებოდა. აცტეკებს სწამდათ, რომ ყოველი 52-წლიანი ციკლის მიწურულს, სამყაროს საშიშროება ემუქრებოდა, ამიტომაც ახალი ციკლის დაწყებას დიდი დღესასწაულებით ხვდებოდნენ. ასი „საუკუნე“ ადგენდა 5200-წლიან ერას, რომელსაც ერქვა „მზე“. ამ სისტემასთან შეთანხმებით ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ მეხუთე ერაში, „ოთხ მიწისძვრაში“, რომლის "მზეც" არის ღმერთი ტონატიუ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მითოლოგია, მითები და ლეგენდები, „საქართველოს მაცნე“, 2003
  • Cruz Torres, Mario, Rubelpec.
  • García Barrios, Ana, El aspecto bélico de Chaahk, el dios de la lluvia, en el Periodo Clásico maya. Revista Española de Antropología Americana 39-1 (2009): 7-29.
  • Redfield, Robert, and Alfonso Barrera Vasquez, Chan Kom.
    Robert Carmack (2001b). Kik'aslemaal le K'iche'aab': Historia Social de los K'iche's. Guatemala: Iximulew. ISBN 99922-56-19-2. OCLC 47220876.  (ესპანური)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]