შინაარსზე გადასვლა

ბაკაბები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამეფო ტახტის საყრდენი პალენკედან ადამიანის გამოსახულებით, რომელიც ბაკაბის მსგავსად იქცევა. ამერიკის მუზეუმი, მადრიდი, ესპანეთი.

ბაკაბები (ოთხი ძმა) — ზეცის ღმერთები, რომლებიც წარმოადგენდნენ ცის საყრდენს. განაწილებულნი იყვნენ კომპასის 4 ძირითად მხარეზე. (4 ძმა შესაძლოა ერთი ღვთაების განსახიერებაც ყოფილიყო). ისინი იყვნენ ღვთაება - იხამნისა და იშჩელის შთამომავლები. თითოეული ძმა ყოველ 4 წელიწადში ერთ წელიწადს წარმართავდა. მაიას ტომი ყოველთვის დიდი სიხარულით ელოდა წელიწადს, რომლის წარმართვაც ძმებს შორის უზენაესს ხვდებოდა წილად. ღვთაებათა განლაგება და მათი შესაბამისი ფერები (აღმ. - წითელი, ჩრდ. - თეთრი, დას. - შავი, სამხ. - ყვითელი) უდიდეს როლს თამაშობდნენ მაიას კულტურასა და რელიგიაში.

  • Robert Redfield and Alfonso Villa Rojas,Chan Kom. Chicago University Press.
  • Ralph L. Roys, The Book of Chilam Balam of Chumayel. Norman: University of Oklahoma Press.
  • Ralph L. Roys, Ritual of the Bacabs. Norman: University of Oklahoma Press.
  • David Stuart, New Year Records in Classic Maya Inscriptions, The PARI Journal 5(2):1-6. Fall 2004.
  • Karl Taube, The Major Gods of Ancient Yucatan.
  • J.E.S. Thompson, The Bacabs: Their Portraits and Their Glyphs.
  • A.M. Tozzer, Landa's Relación de las Cosas de Yucatan. A Translation.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაკაბები“-დან