მერაბ მაგრაქველიძე
მერაბ მაგრაქველიძე (დ. 20 ოქტომბერი, 1950, ონის რაიონი) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სამრეწველო საწარმოთა და ქალაქების ელექტრომომარაგების სპეციალობით.
1974-1978 წლებში მუშაობა დაიწყო სსრკ სამინტაჟო და სპეციალურ სამუშაოთა სამინისტროს ამიერკავკასიის სპეციალიზებულ გამშვებ-გამწყობ სამმართველოში ინჟინრად. 1978 წელს გადაყვანილ იქნა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „კავკასელექტროქსელმშენი“-ს №8 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში (ამჟამად შპს „კავკასიონი“), რომელიც აწარმოებდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას. აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობდა მშენებელ ოსტატად, უფროს სამუშოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროსად. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძრვანელობით აშენებულია მრავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები 220 კილო ვატი ძაბვიდან 750 კილო ვატი ძაბვის ჩათვლით, არა მარტო საქართველოს, არამედ დ.ს.თ.-ს ქვეყნების მასშტაბითაც კერძოდ, რუსეთის ფედერაციაში, ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეში, როსტოვის, რიაზანის, ტამბოვისა და სარატოვის ოლქებში, უკრაინაში, ბელორუსში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1993 წელს, როდესაც 500 კილო ვატი მაღალი ძაბვის ხაზ „კავკასიონზე“, ყარაჩაევო-ჩერქეზეთის ა/რესპუბლიკაში „ნახარის“ უღელტეხილზე, ზვავის ჩამოწოლის გამო მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა ხაზის 3 კილომეტრი-იანი მონაკვეთი. საქართველოს შეუწყდა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება. ამ კრიტიკულ სიტუაციაში, ხაზის აღდგენა, რომელიც ეკუთვნოდა მოსკოვის „შორსგადამცემი“ ხაზების მთავარ სამმართველოს, საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მთავარი სამმართველოს („საქმთავენერგოს“) თხოვნით, დაევალა შპს „კავკასიონს“. მისი ხელმძღვანელობით უმოკლეს ვადაში აღდგენილ იქნა დაზიანებული მონაკვეთი და საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგა. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, ასევე საპატიო სიგელები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 173-174